ტესტები

გამოავლინე შენი ნიჭი

№18

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.05

ტესტი
დაკოპირებულია

ეს არის ფსიქოლოგიური ტესტი ნიჭის გამოსავლენად, უბრალოდ, აარჩიე ვარსკვლავი და ნახე შედეგები:

ვარსკვლავი #1

მიჩვეული ხართ ყველაფრის გაანალიზებას და მხოლოდ გადამოწმებულ მონაცემებთან მუშაობას. ანალიტიკური აზროვნება გაქვთ. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავი უნდა სცადოთ პროგრამირებასა და სხვა მსგავს სფეროში.

ვარსკვლავი #2

რაღაც ახლის შესწავლა და გარკვევა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაფიქრებულხართ სამეცნიერო საქმიანობაზე? ცხოვრება კვლევისა და წიგნების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ. მეცნიერის როლი თქვენთვის შესაფერისია.

ვარსკვლავი #3

ცეკვა გიყვართ. მუსიკალურ რიტმს კარგად გრძნობთ და მოძრაობაზე გიჟდებით. საცეკვაო კარიერა არის ის, რაზეც უნდა დაფიქრდეთ. იმოქმედეთ, სანამ გვიანი არაა ან, უბრალოდ, თქვენთვის იცეკვეთ.

ვარსკვლავი #4

ცხოველები და ბუნება ძალიან გიყვართ. გასეირნება, პიკნიკი თქვენთვის საუკეთესო გასართობია. გირჩევთ, საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე დაფიქრდეთ. ბაღში ან ცხოველებთან მუშაობა ნამდვილად მოგეწონებათ.

ვარსკვლავი #5

შესაშური ქარიზმა და არტისტულობა გაქვთ. საჯარო გამოსვლა არ გაშინებთ, ეს ენერგიით გმუხტავთ. დაფიქრდით, რომ გაიაროთ კასტინგი სერიალში, ფილმში ან რეკლამაში მონაწილეობისთვის. იქნებ, ბედმა გაგიღიმოთ.

ვარსკვლავი #6

წიგნი უნდა დაწეროთ. მჭევრმეტყველი ხართ. ბავშვობაში ლექსებისა და ესეების წერა გიყვარდათ, ხოლო ლიტერატურა თქვენი საყვარელი საგანი იყო. დროა, ნიჭი გამოიყენოთ. სოციალურ ქსელებში პოსტებისა და ბლოგების წერით დაიწყეთ.

ვარსკვლავი #7

ნაცნობები პერფექციონისტს გიწოდებენ, რადგან ყველაფერში გარკვევა გიყვართ. შემოქმედებითი ადამიანი ხართ, რომელსაც ქაოსს ყოველთვის წესრიგი ურჩევნია. თქვენთვის სიზუსტე მნიშვნელოვანია. არქიტექტურა სათქვენო საქმეა.

ვარსკვლავი #8

სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად ხედავთ. რაც მთავარია, გაქვთ უნარი, რომ ეს ტილოზე ან ქაღალდის ფურცელზე უჩვეულოდ ლამაზად გადაიტანოთ. მხატვრობის ნიჭი დაბადებიდან დაგყვათ და უნდა განვითარდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა