ტესტები

გაინტერესებს, ვინ ხარ?

№20

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 26.05

ტესტი
დაკოპირებულია

საკმაოდ ორიგინალური ტესტია. დააკვირდით ნახატს და შედეგებში მოძებნეთ ცხოველი, რომელიც ნახატზე პირველად დაინახეთ:

ჟირაფი

სამართლიანი ადამიანი ხართ, ამიტომ მშვიდად ვერ უყურებთ, როცა ვინმე არ იმსახურებს და ცუდად ექცევიან. ვერაფრით გაჩუმდებით, როდესაც თქვენ თვალწინ ერთი ადამიანი მეორეს უსამართლოდ ჩაგრავს.

კურდღელი

ყველაზე მეტად გაღიზიანებენ წუწუნა ადამიანები, რომლებიც მუდმივად ბედს უჩივიან. როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს, საერთო არაფერი გაქვთ პესიმისტებთან, რომლებიც სამყაროს მუქ ფერებში ხედავენ.

სპილო

თავდაჯერებული და ძლიერი ადამიანი ხართ, ამიტომ ზოგიერთ ნაცნობს თქვენი ეშინია კიდეც. ყველაზე მეტად უხეშ და თავხედ ადამიანებს ვერ იტანთ, ამიტომ თქვენ არასდროს არავის მიაყენებთ შეურაცხყოფას.

დათვი

უარყოფით თვისებებს შორის ყველაზე მეტად თვალთმაქცობა და ტყუილი გაღიზიანებთ. ეცადეთ, გარემოცვაში თქვენნაირი პატიოსანი, გულწრფელი და ერთგული ადამიანები გყავდეთ.

თევზი

ყველაზე მეტად ბრიყვი ადამიანები გაღიზიანებთ, რომლებიც არ უფიქრდებიან, რას ამბობენ ან აკეთებენ. ასეთებისგან განსხვავებით, ასჯერ ზომავთ, სანამ ერთხელ გაჭრით.

კენგურუ

ოქროს გული გაქვთ. სიყვარულსა და მეგობრობაში თქვენზე ერთგული ადამიანის პოვნა ძალიან ძნელია. შესაბამისად, ყველაზე მეტად მოღალატე ადამიანები გაღიზიანებთ.

არწივი

ყველაზე მეტად ვერ ეგუებით ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ ბუზი სპილოდ აქციონ და მცირე უსიამოვნება ცხოვრების ტრაგედიად წარმოაჩინონ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ცდილობთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ.

კატა

თქვენ ხართ ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი სივრცის დაცვაა. ბევრი ფიქრობს, რომ მორცხვი ხართ და ადამიანებს ერიდებით, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ ტერიტორიას ხალხმრავლობისგან იცავთ.

მელა

დიპლომატია თქვენი ძლიერი მხარეა. სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან ადვილად შეგიძლიათ, საერთო ენა იპოვოთ, თუმცა უხეშ და მოძალადე ადამიანებს ვერასოდეს გაუგებთ.

ლომი

მამაცი და ძლიერი ადამიანი ხართ, რომელსაც დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც პირობას არასოდეს ასრულებენ.

დელფინი

მდიდარი ფანტაზიის მქონე, შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი ხართ და მოგწონთ, როდესაც მასებიდან გამოირჩევით. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენის ეშინიათ, ცდილობენ, მასას შეერიონ და დინებას მიჰყვნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული