ტესტები

გაიგეთ რა გელით ახალ წელს

№52

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 08.01

ტესტი
დაკოპირებულია

ახალი წლის წინ ყველა ჩაუთქვამს სურვილს. ყველა იმ იმედით არის განწყობილი, რომ ყველაფერი უარყოფითი ძველ წელს გაჰყვება და ახალი წელი სიხარულსა და სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს. შეხედეთ ფოტოზე არსებულ სანთლებს, აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ ტესტის შესაბამისი განმარტება:

სანთელი #1

წელს ძალიან გულუხვი და კეთილი იყავით. ახლობლებს მაქსიმალურად ეხმარებოდით და ამიტომ ბედმა გადაწყვიტა, დაგასაჩუქროთ. ახალ წელიწადს ბევრ სასიამოვნო სიურპრიზსა და მომგებიან წინადადებას ელოდეთ.

სანთელი #2

ოქროსფერი სანთელი ახალ წელს სიმდიდრესა და ბევრ წარმატებას გპირდებათ. შეიძლება დაგაწინაურონ. ვინც თქვენგან ფული ისესხა, აუცილებლად მთელ თანხას წლის დასაწყისშივე დაგიბრუნებთ.

სანთელი #3

ახალ წელს მეტი ყურადღება ოჯახს დაუთმეთ. მათ თქვენი ზრუნვა და ყურადღება ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სანთელი #4

თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი პერიოდი იწყება. დროა, ბედისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგათ. თუ აქამდე სამსახურის გამოცვლის, ან თავგადასავლის გეშინოდათ – ახლა სწორედ ამ შიშის დაძლევისა და ნაბიჯის გადადგმის დროა!

სანთელი #5

დააფასეთ, რაც უკვე გაქვთ. დამდეგი ახალი წელი სასიკეთო პერიოდი იქნება როგორც სულიერი პრაქტიკისთვის, ასევე თვითგანვითარებისთვის.

სანთელი #6

კარგად დაფიქრდით, რა გინდათ სინამდვილეში. როგორც ჩანს, თქვენი მიზნები არ ემთხვევა იმას, რაც გულით გსურთ. შემდეგ წელს ბედი ყველაფრის შეცვლის შანსს მოგცემთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენც მზად ხართ ძალისხმევის გამოჩენისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი