გაიგე, ვინ ხარ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 06.10
იცით, რომ თქვენი არჩევნით სააშკარაოზე გამოგაქვთ თქვენი გემოვნება და მოთხოვნილება?! უბრალოდ, დახედეთ სურათს და აარჩიეთ სასურველი ტელეფონი.
ტელეფონი #1
გასაოცრად მეგობრული ადამიანი ბრძანდებით. თუ ვინმეს არ მოსწონხართ, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი შურთ. ცხოვრება საოცრად არაპროგნოზირებადია და თქვენ შეძელით მასთან ადაპტირება.
ტელეფონი #2
რასაც უნდა აკეთებდეთ, ასი პროცენტით გადაეშვებით ხოლმე საქმეში. აი, სწორედ ამიტომაც იშვიათად ხართ საკუთარ საძინებელში. თქვენ, უბრალოდ, სახლამდე მილასლასდებით და არაქათგამოცლილი დივანზე მიეგდებით. გარშემო მყოფნი პატიოსან და ოპტიმისტ ადამიანად მიგიჩნევენ.
ტელეფონი #3
ყოველთვის ლოგიკურად აზროვნებთ, როცა რაიმე პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას ეძებთ. პრაქტიკული აზროვნება ჭკვიან და ეფექტიან ადამიანად გაქცევთ. ისე სწრაფად შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, რომ ახლობლებსა და მეგობრებს ხშირად აოცებთ.
ტელეფონი #4
თქვენ სულიერად მშვიდი და საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით. სიამოვნებას იღებთ ბუნების წიაღში ხანგრძლივი სეირნობით. თქვენგან შესანიშნავი ლიდერი დადგებოდა.
ტელეფონი #5
ცხოვრებით გაუმაძღარი ადამიანი ხართ! შიში ხელს არ გიშლით ახალი და სულის შემძვრელი ემოციები გამოსცადოთ. მეგობრები თქვენი მადლიერები არიან იმისთვის, რომ აიძულეთ, თავიანთი კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ. ნამდვილი ავანტიურისტი ბრძანდებით!
ტელეფონი #6
სიამოვნებით იძენთ ახალ მეგობრებს. ნათელი აურა გაქვთ, რომელიც პოზიტიურ ადამიანებს იზიდავს. ყველაფერში მხოლოდ კარგს ხედავთ. ყველა, ვინც გიცნობთ, სწორედ თქვენი პოზიტიური შეხედულებების გამო გცემთ პატივს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან