ტესტები

გაიგე როგორი ხასიათი გაქვს

№49

ავტორი: ელენე წულუკიძე 17:01 07.12, 2020 წელი

გაგიგეთ როგორი ხასიათი
გაქვთ
დაკოპირებულია

ამ ტესტის შედეგებით შეიძლება, გაოცებულიც კი დარჩეთ.  ცოტა გაერთეთ და გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ. ყურადღებით დააკვირდით ამ უცნაურ „სმაილებს“,  ამოირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი:

🔽 პირველი
ცდილობთ, გარშემო მყოფთ თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახვოთ, პრობლემებზე არ კონცენტრირდებით. ადამიანებს თქვენ მიმართ ისე განაწყობთ, რომ შეუპოვარ და მტკიცე ხასიათის პიროვნებად მიგიჩნევენ, პიროვნებად, რომელსაც უყვარს ხმაურიანი გარემო. სინამდვილეში კი, ზოგჯერ ძალიან გღლით ოპტიმისტის ნიღაბი. თანაგრძნობის მიღების მიზნით სიამოვნებით დაიწყებდით წუწუნს. თუმცა, ასეთი განწყობა თქვენთვის გამონაკლისი შემთხვევაა.

🔽 მეორე
უარს არ იტყვით, რაიმე თავგადასავალზე, თუ ეს განსაკუთრებულ მორალურ ძალისხმევას ან მატერიალურ ხარჯს არ მოითხოვს. გინდათ, მეგობრები დღედაღამ გართობდნენ და სასურველია, თავიანთი ხარჯით. დარწმუნებული ხართ, რომ ოქროს ხასიათი გაქვთ და ის განხილვას არ ექვემდებარება.

🔽 მესამე
ფიქრების შენიღბვა კარგად გამოგდით. ტიპური კარიერისტისთვის შესაბამისი ხასიათი გაქვთ, სტრატეგიული აზროვნებით გამოირჩევით. ყოველი დაწყებული საქმე საუკეთესო ფინალამდე მიგყავთ, თუმცა, პრობლემებს თავს არიდებთ. თქვენ იცით, რომ ჭკვიანი ადამიანი მთაზე კი არ ავა, არამედ გარს შემოუვლით მას.

🔽 მეოთხე
კრეატიული და აქტიური ადამიანი ხართ. საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების გამრავალფეროვნება შეგიძლიათ. როგორც წესი, თქვენნაირი ხასიათის ადამიანები ძალიან იღბლიანები არიან.

🔽 მეხუთე
თქვენში მებრძოლი იმალება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მზად ხართ, იარაღი დაყაროთ – ეს საკუთარი შეცდომის აღიარებაა. სამართლიანიც ხართ. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეუპოვარი მეომარივით ცდილობთ.

🔽 მეექვსე
ძალაუფლებისკენ სწრაფვა და ხელმძღვანელობის სურვილი – ეს თქვენი დამახასიათებელი თვისებებია. სენტიმენტალურიც ხართ და ბევრს აკეთებთ მათთვის, ვისაც თქვენი მფარველობა სჭირდება. პათოლოგიურად გძულთ მატყუარები და მოღალატეები.

🔽 მეშვიდე
სასურველის მისაღებად, საკმაოდ ხშირად იყენებთ, ეგრეთ წოდებულ, „უწყინარ ტყუილს“ და სინდისის ქენჯნასაც არ გრძნობთ. თუმცა ხანდახან თქვენც გიწევთ ყულფში თავის გაყოფა, როცა სამყარო დაუნდობელი ხდება. ასეთ დროს დეპრესიისგან საზოგადოებაში ყოფნით უნდა იხსნათ თავი.

🔽 მერვე
მეგობრები და ახლობლები ხშირად გიზიარებენ, რაც აწუხებთ. საქმეში სიურპრიზები არ გიყვართ. თქვენნაირი ხასიათის ადამიანები სტაბილურ, მომგებიან სამუშაოს ანიჭებენ უპირატესობას. ყველაზე მომხიბლველ პერსპექტივასაც კი დაუფიქრებლად გაცვლით სტაბილურობაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი