ტესტები

გაიგე, როგორი ხარ ურთიერთობაში

№8

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 27.02

ტესტი
დაკოპირებულია

ამ ტესტით შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორი ხართ რომანტიკულ მომენტებში და ზოგადად, სასიყვარულო ურთიერთობაში.

დახედეთ სურათს. აირჩიეთ სამი წყვილიდან მხოლოდ ერთი, ის, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ერგება ბედნიერი წყვილის სახეს და ნახეთ შედეგი.

წყვილი 1

ეს არჩევანი იმას მიუთითებს, რომ თქვენი ურთიერთობა სავსეა ვნებით. არ ფიქრობთ, რომ პარტნიორთან ერთად ფოტოს გამოქვეყნება გჭირდებათ. არც იმას მიიჩნევთ სწორად, რომ სოციალურ ქსელში ყველას მოუყვეთ თქვენი ურთიერთობის შესახებ. თქვენ რეალურ სამყაროში ცხოვრება გირჩევნიათ, აქ და ახლა!

წყვილი 2

არ უშინდებით თქვენი გრძნობების საჯაროდ ჩვენებას, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელში.

გიყვართ „ყვირილი“: „აი, ეს სიმპათიური, გამორჩეული ადამიანი ჩემია!“ ფრთხილად იყავით, ყველამ არ უნდა იცოდეს, რომ თქვენ და თქვენმა რჩეულმა ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი გადადგით, ბედნიერება მხოლოდ თქვენ ორის საკუთრება უნდა იყოს.

წყვილი 3

თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი საკმარისად სექსუალურები ხართ. გჯერათ ერთმანეთის და თქვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ან ფიქრობენ სხვები თქვენს ურთიერთობაზე. თქვენ იცით, რომ იმის ჩვენება ყველასთვის, თუ რამდენად ბედნიერები ხართ, თქვენი ურთიერთობის მთავარი მიზანი არ არის და გაბედულად მიემართებით მომავლისკენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...