გაარკვიეთ, რა ძალას ფლობთ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 30.07

ამბობენ, რომ ყველა ქალს აქვს ჯადოქრობის გარკვეული უნარი. გაიარეთ ტესტი და გაარკვიეთ, რა ძალას ფლობთ. აბა, რომელი ცოცხი მოგწონთ? დახედეთ სურათს და აარჩიეთ.
1. ჯადოქარი-მეწარმე – გაქვს უნარი, ზუსტად განსაზღვრო საკუთარი შესაძლებლობები. შეგიძლია, ყველა მოაჯადოო ყოველი ახალი წამოწყებით. შენი ჯადოქრული „ყნოსვა“ გეხმარება, თავიდან აიცილო რისკები და ზარალი. თავისუფალ დროს აქტიურად ატარებ.
2. ჯადოქარი-წინასწარმეტყველი – ძალიან მეტყველი მიმიკა და მომნუსხველი მეტყველება გაქვს. შენ ირგვლივ ყველამ იცის, რომ საოცარი ინტუიციით წინასწარ გრძნობ ცვლილებების მოახლოებას და მომზადებული ხვდები მათ. შეგიძლია, ზუსტად გამოიცნო, მოსაუბრე გატყუებს თუ სიმართლეს გეუბნება.
3. ჯადოქარი-მბრძანებელი – ადამიანებზე ემოციური ზემოქმედების სასწაული უნარი გაქვს, თან, მათ პატივისცემასაც ინარჩუნებ. ასეთი გამოკვეთილი ლიდერის თვისებების მიუხედავად, ძალიან კეთილიც ხარ და ხშირად სხვების დასახმარებლად საკუთარ ინტერესებსაც წირავ.
4. ჯადოქარი-პედანტი – ყოველთვის ზუსტად იცი, სახლში რა სად დევს. თავად ყოველთვის მოწესრიგებული ხარ და სხვებისგანაც ამას ითხოვ. ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებ, იდეალურად მიგყავს ბოლომდე. შენს ამ თვისებას ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს, ამიტომაც გარშემო მყოფთა უდიდესი პატივისცემით სარგებლობ.
5. ჯადოქარი-აღმზრდელი – მარტივად შეგიძლია ადამიანების გაშიფვრა. შენთვის ნდობა მთავარი ფაქტორია ურთიერთობის გასაგრძელებლად. ღალატს არასდროს და არავის აპატიებ. ბედმა დამრიგებლისა და აღმზრდელის საოცარი უნარით დაგაჯილდოვა. ახალგაზრდა თაობისთვის შენ საუკეთესო მისაბაძი მაგალითი ხარ.
6. ჯადოქარი-რკინის ხასიათით – ურთიერთობაში სიყალბეს პირველივე წუთებში ამოიცნობ. შეგიძლია, საკუთარი პრინციპები და აზრი ყველგან დაიცვა და შენი გაიტანო. სამწუხაროდ, სხვების წარმატებებს ვერ ეგუები და ამის გამო ზოგჯერ უხეში და ხისტი ხდები ხოლმე.
7. ჯადოქარი-მკვლევარი – ინტერესთა ფართო წრე გაქვს. არასდროს გიჭირს სიახლესთან შეგუება ან რამე ახლის შესწავლა. პირიქით – სიახლის შეცნობა შენი სტიქიაა. ნებისმიერ პრობლემას თავად უმკლავდები, დანარჩენები კი შენ მიერ გაკვალულ გზას მიუყვებიან.
8. ჯადოქარი-მეოცნებე – მეოცნებე და პოეტური ნატურა ხარ. ყველასთან მარტივად ამყარებ ურთიერთობას და ნდობასაც მალევე იმსახურებ. კარგად ერკვევი ადამიანებში, ემოციურად გრძნობ მათ. დიდ ყურადღებას აქცევ გარეგნობას და ჩაცმულობას. შენი სუსტი წერტილი ფულის ხარჯვაა. ეკონომია და მომჭირნეობა შენთვის გაუგებარი ტერმინებია.
9. ჯადოქარი-ინტროვერტი – შეგიძლია, ყოველდღიური ყოფით დატკბე და რუტინა მშვიდად აიტანო. ადვილად გამოგდის სხვებთან თანაცხოვრება. გიყვარს, როცა ადამიანებს ეხმარები და გრძნობ, რომ მათთვის საჭირო ხარ. თავისუფალ დროს გიყვარს განმარტოება – ამ დროს არა მხოლოდ ფიზიკურად, სულიერადაც ისვენებ.
10. ჯადოქარი-მოგზაური – შენ ვერ იტან რუტინას. გიყვარს ცვლილებები, მათ შორის სამუშაოს ხშირი ცვლა. მოგზაურობა და ახალი ადგილების გაცნობა შენი სტიქიაა. შენთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, რადგან არასდროს გეზარება, საკუთარი მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები ყველას გაუზიარო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან