ეს თქვენს ხასიათზე მეტყველებს
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 01.09
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ხასიათზე ყველაზე უკეთ ყოველდღიური ცხოვრებისა და ქცევის შეუმჩნეველი დეტალები მეტყველებენ. წარმოიდგინეთ, რომ სტუმრად ხართ, დაღლილობისგან ფეხზე დგომა გიჭირთ. მასპინძელი ოთხ, სრულიად განსხვავებულ სკამს გთავაზობთ. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მოსახერხებლად გეჩვენებათ და გეტყვით, ხასიათის რომელ თვისებებზე მიუთითებს თქვენი არჩევანი.
• მაღალი ტაბურეტი
ადამიანები, რომლებმაც ტაბურეტზე დაჯდომა გადაწყვიტეს, ჩვეულებრივ საკმაოდ მოკრძალებულები არიან. მეგობრები მათ სიკეთისა და ზრუნვისთვის აფასებენ. ასეთი ადამიანები მზად არიან, ნებისმიერ გაჭირვებულს თანაუგრძნონ და დაეხმარონ.
• სავარძელი
სავარძელი ამბიციური და ხალისიანი ადამიანების არჩევანია. მათი მწყობრიდან გამოყვანა ძალიან რთულია, რადგან ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი პოზიტივის დანახვა შეუძლიათ. თანდაყოლილმა მიდრეკილებამ და ზედმეტმა თავდაჯერებამ შესაძლოა, ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.
• სკამი
მაგარზურგიან, ჩვეულებრივ სკამს ყველაზე ხშირად პირდაპირი და მიზანდასახული ადამიანები ირჩევენ. როგორც წესი, ისინი შესანიშნავი მოსაუბრეები არიან და საკუთარ სიმართლეში სხვისი დარწმუნება ადვილად შეუძლიათ. ცუდი ისაა, რომ დიპლომატიური თვისებები აკლიათ და ძალიან უჭირთ საშიში სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.
• საქანელა სკამი
საქანელას ხშირად ირჩევენ ადამიანები, რომლებიც პიროვნული ზრდის მნიშვნელოვან ეტაპს გადიან. ამ შემთხვევაში საქანელა არასტაბილურობისა და ორჭოფობის სიმბოლოა, მაგრამ ამავე დროს, მიუთითებს, რომ ადამიანი მზად არის, მოუსმინოს სხვებს და საკუთარი შეცდომები გამოასწოროს.
მეორე მხრივ, საქანელა შეიძლება, აირჩიოს ადამიანმა, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაწყვიტა და მხოლოდ სიმშვიდეს ეძებს. სიმშვიდე მშვენიერია, მაგრამ ადამიანს განვითარება ნებისმიერ სიტუაციაში სჭირდება, რათა ცხოვრება ერთფეროვნად არ იქცეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან