ტესტები

ეს მე ვარ

№2

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 23.01, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ყველას გვინდა, საკუთარ თავზე უფრო მეტი ვიცოდეთ. თქვენ, უბრალოდ, ერთი ჭიქა აირჩიეთ და ტესტი თქვენი ხასიათის სხვადასხვა ნიუანსს აღმოგაჩენინებთ.

1. ჭიქა კატის გამოსახულებით – პოზიტიური და კეთილი ადამიანი ხართ. ადამიანებში ყველაზე მეტად გულწრფელობას აფასებთ. ცდილობთ, მათში მხოლოდ კარგი თვისებები დაინახოთ. ეს რწმენა კი ცუდად მოქმედებს თქვენზე.

2. ცისფერ და მწვანე ფერებში გაწყობილი ჭიქა – თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს მოქმედების წინ გეგმის შედგენა. გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეთ. რუტინა თქვენი კომფორტის ზონაა, რომელშიც საკუთარ დაბალ თვითშეფასებას მალავთ, თუმცა გარშემო მყოფები წარმატებულ ადამიანად მიგიჩნევენ.

3. ჭიქა კურდღლის გამოსახულებით – შეგიძლიათ, მარტივად გაუმკლავდეთ სხვადასხვა სირთულის დავალებას, თუმცა ხშირად სხვის შეფასებაზე ხართ დამოკიდებული და სწორედ, ეს განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას. პირად ცხოვრებაში კი პირიქითაა, გამუდმებით ნერვიულობთ და სტაბილურ მხარდაჭერას ვერ პოულობთ.

4. ვარდისფერი ჭიქა – მუდმივად გეჩქარებათ რაღაცის გაკეთება, ვიღაცასთან შეხვედრა და ამით ცდილობთ, არასდროს იყოთ მარტო. თქვენი ცხოვრება რომ მოწესრიგდეს, უნდა გაჩერდეთ და კარგად დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გსურთ სინამდვილეში.

5. ჭიქა ყვავილებით – ცხოვრებაში ემოციები და სურვილები გაკლიათ. არ გაქვთ მიზნები, მომავალიც გაურკვეველია იმიტომ, რომ სწორად ვერ აფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ გვერდით არიან. კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, მათი მნიშვნელობა უნდა იცოდეთ.

6. კოპლებიანი ჭიქა – ადამიანები სიმარტივისა და გულწრფელობის გამო გაფასებენ, მაგრამ სინამდვილეში, გრძნობების გამოხატვა გიჭირთ. გარდა ამისა, თქვენი განწყობა მუდმივად იცვლება – შეუზღუდავი გართობიდან უპირობო მწუხარებამდე, თუმცა თქვენთან სხვები ყოველთვის მყუდროდ და კომფორტულად გრძნობენ თავს.

7. ჭიქა რომბებით – მუდმივად გტანჯავთ შფოთი. საკუთარი ცხოვრების ყოველი წამი ისე გაქვთ დაგეგმილი, რომ მასზე კონტროლი არ დაკარგოთ. მხოლოდ ასე ხართ ემოციურად მშვიდად და თავისუფლად.

8. ჭიქა რვაფეხას გამოსახულებით – გამოირჩევით იშვიათი ინტელექტით. მუდმივად გაქვთ სხვადასხვა სახის იდეა, მაგრამ მის გაზიარებას მიჩვეული არ ხართ. იცით, როგორ ფოკუსირდეთ დავალებაზე, რომ რთული საქმის შესრულება შესაძლებელი გახადოთ.

9. ჭიქა ფიფქით – მხოლოდ მაშინ იხსნებით ბოლომდე, როდესაც გრძნობთ, რომ უყვარხართ და გაფასებენ. ისწრაფვით მიზნების მიღწევისკენ, მაგრამ ზოგჯერ სხვის ხარჯზე საკუთარი მიღწევებით ამაყობთ. შესაშური თვითშეფასება გაქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი