ტესტები

დიადემა შენი სახეა

№22

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 09.06

ტესტი
დაკოპირებულია

ორიგინალური და სახალისო ტესტია. აირჩიეთ დიადემა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ნახეთ შედეგი. საკუთარ თავზე ბევრ სიახლეს შეიტყობთ.

დიადემა #1

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მშვიდი, გულღია და კეთილი ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის მზადაა, ახლობელს დაეხმაროს. მიაჩნიათ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, რადგან ღალატი არ შეგიძლიათ. თქვენთან ყოფნა კომფორტული და სასიამოვნოა, ამიტომ თქვენ გარშემო ყოველთვის ბევრი ადამიანია.

დიადემა #2

გარშემო მყოფების თვალში თქვენ კრეატიული და არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანი ხართ, სხვებისგან სრულიად განსხვავებული და მუდმივად ყურადღების ცენტრში მყოფი. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ თქვენი ცინიკური შენიშვნები ნაკლებად სასიამოვნოა. ფრთხილად! ზოგიერთმა ახლობელმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენი დაუფიქრებელი მოქმედებები საკმაოდ საშიშია.

დიადემა #3

ახლობელ ადამიანებს თქვენი ინტელექტი, პრაქტიკულობა და ყველაზე რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი აღაფრთოვანებთ. მათ იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ რჩევისთვის ან დახმარებისთვის მოგმართონ. თუმცა, ზოგს თქვენი გადაჭარბებული რაციონალურობა აფრთხობს და თქვენს გულწრფელ გრძნობებში დაეჭვების მიზეზს აძლევს.

დიადემა #4

ყველა, ვინც კი გიცნობთ, რომანტიკულ და მეოცნებე ადამიანად აღგიქვამთ. ისინი თქვენში არა მხოლოდ გარეგნულ, არამედ შინაგან სილამაზესაც ხედავენ. თუმცა, ზოგი ფიქრობს, რომ რეალობას მთლიანად მოსწყდით და საკუთარ მომავალი არ გაინტერესებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული