ტესტები

დახედე შენს ხელებს

№36

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 15.09

ტესტი
დაკოპირებულია

ათასობით წელია, ადამიანები ხელისგულებზე გამოსახული ხაზებით თავიანთი ბედის წაკითხვას ცდილობენ. ისინი ხომ ჩვენი წარსული და მომავალი ცხოვრების ერთგვარი რუკაა. ამ რუკის წაკითხვა ქირომანტებს შეუძლიათ, თუმცა გარკვეული ინფორმაციის მიღებას ნებისმიერი, დაკვირვებული თვალის მქონე ადამიანი შეძლებს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მარცხენა ხელისგულზე ასო M არსებობას ენიჭება.

ხელისგულზე ასო M რამდენიმე ხაზის გადაკვეთის შედეგად წარმოიქმნება, აქედან:

ერთი სიცოცხლის ხაზია, რომელიც ცერა თითიდან მოდის და მაჯამდე ეშვება. ეს ხაზი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ გვამცნობს. რაც უფრო გრძელია ხაზი, მით უფრო გრძელია სიცოცხლე.

მეორე გონების ხაზია, რომელიც ხელისგულს შუაზე ყოფს და თქვენს გამჭრიახობაზე მეტყველებს.

მესამე ხელისგულის ცენტრში მდებარე ბედისწერის ხაზია, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის ბედზე გავლენას უზენაესი ძალები ახდენენ.

მეოთხე სიყვარულის ხაზია, ის მოიცავს ოთხი თითის ხაზს და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაზე მეტყველებს.

თუ ყველა ეს ხაზი თქვენს ხელისგულზე იყრის თავს და ასო M-ს ქმნის, მაშინ იშვიათი ადამიანი ხართ.

ასო M შეიცავს ცხოვრების, გონების, ბედისა და სიყვარულის ხაზებს. ეს ასევე, დიდი იღბლის ნიშანია.

თუ თქვენს ხელისგულზე ასო M ჩანს, მაღალგანვითარებული ინტუიცია გაქვთ, თქვენი მოტყუება შეუძლებელია და თქვენს თავში მუდმივად ახალი იდეები იბადება.

ამასთან, ადამიანებს იზიდავთ და ყველა საქმე, რომელსაც ხელს ჰკიდებთ, შესანიშნავად გამოგდით.

ქირომანტიაში მარცხენა ხელისგულზე ასო M უნიკალურ ბედს, იშვიათ იღბალსა და წარმატების შანსს ნიშნავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა