ტესტები

დახედე შენს ხელებს

№29

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 31.07, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ადამიანის ხელებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ... განსაკუთრებით, როცა საქმე სიყვარულს ეხება. დაიმახსოვრეთ: ხელები არ ტყუიან და ისინი ჭეშმარიტ ინფორმაციას გვაძლევენ! აბა, დააკვირდით ჯერ თქვენს ხელებს, შემდეგ კი პარტნიორისას.

თუ სიყვარულის ხაზები ერთ დონეზეა

თუ სიყვარულისა და ქორწინების ხაზები ერთ დონეზეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სერიოზული განზრახვა აქვს და სტაბილური ურთიერთობისკენ მიისწრაფვის. ის რაციონალური ადამიანია და არ მოსწონს მოულოდნელი ცვლილებები. რბილი ხასიათი აქვს და მუდმივად ზრუნავს საყვარელ ადამიანზე.

თუ მარცხენა ხელის სიყვარულის ხაზი უფრო დაბლაა

ეს ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ასაკით უფროს პარტნიორს, რადგან თავად ნაადრევად დაბრძენებულია. ამ ხაზების პატრონი კარგი საყვარელია, რადგან ყურადღებას არ აქცევს რომანტიკულ თუ სოციალურ სტანდარტებს. ხშირად უსმენს მეექვსე გრძნობას, რომელიც იშვიათად ცდება.

თუ მარცხენა ხელის სიყვარულის ხაზი უფრო მაღლაა

ეს ადამიანი არ ჩქარობს სერიოზული ურთიერთობის დაწყებას და არც სიყვარულს მიიჩნევს ბედნიერებად. მაგრამ როდესაც ის საბოლოოდ გადაწყვეტს, აირჩიოს ცხოვრების პარტნიორი, ის აუცილებლად მასზე ახალგაზრდა და განსხვავებული იქნება. მას თვალებით უყვარს. თავდაჯერებული, მიზანდასახული, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელიც ადვილად გადალახავს ნებისმიერ დაბრკოლებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი