ტესტები

დააკვირდით სურათს და აღმოაჩინეთ

№30

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 08.08, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან საინტერესო ტესტია და არ გამოტოვოთ. დააკვირდით შემოთავაზებულ სურათს და დაიმახსოვრეთ, რასაც პირველად დაინახავთ. მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხეთ ახსნა.

გოგო – ქალი

თუ მდედრობითი სქესის ხართ და დაინახეთ ქალი, გოგო – მოემზადეთ! მალე თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ამბები მოხდება.

თუ ეს გოგო, ქალი ფოტოში ზევით იყურება, გადამდები პოზიტიურობით გამოირჩევით. ეს დამოუკიდებლობისა და თავდაჯერების ნიშანიცაა.

თუ ხართ მამაკაცი და დაინახეთ ქალი, გოგო, ეს იმას ნიშნავს რომ, ემოციურად ძალიან დამოკიდებული ხართ საპირისპირო სქესზე. აუცილებლად არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენში ბედნიერებასა და სიხარულს აღვივებს. ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარი თავის პოზიციონერობაზე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მამაკაცი – ბიჭი

თუ ქალი ხართ და დაინახეთ მამაკაცის სახე, ძალიან გჭირდებათ პარტნიორი, ხოლო თუ უკვე გყავთ, ესე იგი, მასზე დამოკიდებული ბრძანდებით.

თუ ხართ მამაკაცი და ფოტოზე კაცი დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს მეგობარზე ან სამსახურში კოლეგაზე ხართ კონცენტრირებული. უმჯობესია, თავად გადაწყვიტოთ პრობლემები და გათავისუფლდეთ ნებისმიერი დამოკიდებულებისაგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი