ტესტები

დააკვირდი მანერებს

№44

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 14.11, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

იმის მიხედვით, გულზე ხელების დაკრეფისას მარჯვენა ხელი მოხვდება ზემოდან თუ მარცხენა, შეიძლება, განისაზღვროს, რა არის თქვენი ძლიერი მხარე – ხელოვნება, გამომგონებლობა, ლოგიკა თუ სხვა რამ. თქვენ ამას მექანიკურად აკეთებთ. შეუცნობლად, ამიტომ ძალიან საინტერესო მინიშნებებს იძლევა ადამიანის ხასიათზე.

თუკი ზემოდან მარცხენა ხელი გიდევთ:

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო განვითარებულია. იმის გამო, რომ ტვინის მარჯვენა ნაწილი დაკავშირებულია კოგნიტიურ უნარებთან – ხელოვნებასთან, ემოციასთან და ინტუიციასთან, თქვენ ბუნებით ხელოვანი და ესთეტი ადამიანი ბრძანდებით. ასე იქცევა ბევრი ცაცია.

თქვენი პროფესია ხელოვნებას, პოლიტიკას, მუსიკას, ტანვარჯიშს უკავშირდება, ანუ იმ ყველაფერს, რაც არტისტიზმთან და გამომგონებლობასთან არის დაკავშირებული.

ცნობილებიდან ასეთი ქცევა ახასიათებდათ: სტივ ჯობსს, სტივენ სპილბერგს, პიკასოს.

თუკი ზემოდან მარჯვენა ხელი გიდევთ:

ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო მეტად არის განვითარებული. იმის გამო, რომ ტვინის მარცხენა ნაწილში უფრო ლოგიკა დომინირებს, თქვენ გონიერი, ბეჯითი და ორგანიზებული ადამიანი ბრძანდებით. წარმატებას ადვილად აღწევთ. ცხოველები გიყვართ. პროფესიით ახლოს ხართ ადვოკატთან, ბანკირთან ან მეცნიერებასთან. ცნობილებიდან ასე იქცეოდნენ: ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, ბილ გეიტსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი