დაადგინეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 17.09, 2023 წელი
ფსიქოლოგიური ასაკის (შესაძლოა შინაგანი ასაკიც ვუწოდოთ) განსაზღვრა მარტივი არ არის და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცხოვრებისეული გამოცდილება, ცხოვრების წესი, საახლობლო წრე, მოვლენები, რომლებშიც უშუალოდ ვმონაწილეობთ და რომლებსაც ჩვენზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
გთავაზობთ ტესტს, რომლის მეშვეობითაც თქვენი ფსიქოლოგიური ასაკის განსაზღვრას შეძლებთ:
დააკვირდით სურათს, დაახლოებით, 10 წამის განმავლობაში და თქვით, რამდენ ლომს ხედავთ.
1-4 ლომი
თქვენ ახალგაზრდა სულისა და გულის პატრონი ხართ და ფსიქოლოგიური ასაკიც 25-30 წელია. ყველაფერში დადებითსა და პოზიტიურს ხედავთ. მიგაჩნიათ, რომ ნებისმიერი სირთულე ცხოვრებისეული გამოცდილებაა. პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ არასტანდარტული, მაგრამ ეფექტური გამოსავლის პოვნა. ზუსტი ასაკის განსაზღვრა არ გჭირდებათ, რადგან რამდენი წლისაც უნდა იყოთ, თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი დაგეხმარებათ, არასდროს დაკარგოთ ის ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა, რაც გეგმების განსახორციელებლად გჭირდებათ.
5-6 ლომი
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 30-40 წელია. ნაზი და მოსიყვარულე ადამიანი ხართ. მშვიდი და დაგეგმილი ცხოვრება მოგწონთ. თქვენთვის ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები პირველ ადგილზეა. აფასებთ მეგობრებს, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს. მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. ეს არის საუკეთესო ასაკი, როდესაც ბედნიერებას ყველაფრისგან გრძნობთ, რაც თქვენ გარშემო ხდება.
7-10 ლომი
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 40 წელზე მეტია. ამ მაჩვენებლით თქვენ უკვე აღარ ინტერესდებით ცხოვრებისეული სიბრძნით. გიყვართ წესრიგი და კომფორტი. მკაფიოდ გაქვთ შედგენილი გეგმა და მას მიჰყვებით, პატარა წვრილმანებზე კი ზედმეტ დროს აღარ ხარჯავთ. ყოველთვის ასრულებთ დადებულ პირობას და სხვისგანაც იმავეს ითხოვთ. აფასებთ საკუთარ დროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასვენება არ შეგიძლიათ. ყოველთვის ამჯობინებთ, რომ თავისუფალი დრო აქტიურად და სასარგებლოდ გაატაროთ.
11-12 ლომი
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 25 წელზე ნაკლებია. გულწრფელი და მეგობრული ხართ. იდეებით სავსე. სიყვარულის გჯერათ და თუ ერთხელ შეგიყვარდათ, ეს სამუდამო ურთიერთობა იქნება. აფასებთ ერთგულებასა და გულწრფელობას. თუ ადამიანებმა გაწყენინეს, დიდხანს არ იმახსოვრებთ ამ წყენას. ყველა მარცხი თუ წარუმატებლობა განსაკუთრებულ სიმაღლეზე აგყავთ, განიხილავთ, როგორც ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ეს პიროვნულ ჩამოყალიბებაში გეხმარებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან