დაადგინეთ აზროვნების ტიპი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.11

შეხედეთ სურათს. იმის მიხედვით, თუ რას დაინახავთ პირველად, გაიგებთ, როგორი აზროვნება გაქვთ თქვენ.
1. თუ პირველად პეპლის ფრთები დაინახეთ, გილოცავთ. დამოუკიდებელი აზროვნება გაქვთ და შინაგან ხმას ყოველთვის უსმენთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ადამიანები საზოგადოების აზრის გვერდის ავლით ვერაფერს წყვეტენ. ეს თქვენ არ გემუქრებათ.
მიზნებს ისახავთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მათ მისაღწევად წინ მიდიხართ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, შეგიძლიათ, თავად იპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები და უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსავალი. ადამიან-პეპელას წარუმატებლობა არ აშინებს და მზადაა გარისკოს, თუ ეს საჭიროა.
ხშირად ასეთი ადამიანი მისაბაძი ხდება. კარგი ლიდერია და სხვების მართვაც შეუძლია. მის გვერდით თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ.
2. თუ პირველად გასაღები დაინახეთ, ანალიტიკური გონება გაქვთ. რეალისტი ხართ. თუ პრობლემის მოგვარება გჭირდებათ, ემოციებს არ აჰყვებით, არამედ რაციონალურად იმსჯელებთ.
სამსახურისა და ლოგიკის, პრაქტიკულობისა და კრეატივის ერთმანეთთან დაკავშირება შეგიძლიათ. სხვები თქვენთან თანამშრომლობით ნამდვილ სიამოვნებას იღებენ. თქვენი აზროვნების ტიპი გეხმარებათ, პრობლემის მოგვარებას შემოქმედებითად მიუდგეთ. მიზნების მისაღწევად კი ინოვაციურ ალტერნატიულ გზებს პოულობთ.
ადამიან-გასაღებს ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ერთ–ერთი მათგანია შესანიშნავი ორგანიზაციული უნარები. შეგიძლიათ, რესურსების ეფექტურად მართვა, რაც ნებისმიერ პრობლემას გაამარტივებთ. ისე, რომ სწრაფად მოაგვარებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან