ტესტები

ჩიტები და ფსიქოლოგია

№25

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.07, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ამჟამად პატარა ტესტი მოვამზადეთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი პიროვნების შესახებ ცოტა მეტი გაიგოთ. ამისთვის მარტივ შეკითხვას უნდა გასცეთ პასუხი: რამდენ ჩიტს ხედავთ სურათზე?

ნახეთ შედეგი:

თუ 1-3 ჩიტს ხედავთ

საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანი ხართ. არ ნაღვლობთ მცირე დეტალებზე და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ. გჯერათ კოლექტიური ძალის და ერთიანობის, ამიტომ გუნდის შესანიშნავი წევრი და კარგი ლიდერი ხართ. მართალია, თქვენი ხედვა სხვებისგან განსხვავდება. მაგრამ ეს ეგოისტურს არ გხდით. კარგად იცით საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და სულაც არ გადარდებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები.

თუ 4-6 ჩიტი შენიშნეთ

ყველა სიტუაციაში წვრილმანებს აკვირდებით. პერფექციონისტი, საკმაოდ გონებაგახსნილი და მიზანსწრაფული ადამიანი ხართ. გახასიათებთ ოპტიმიზმი. ხშირად გეგმავთ მოვლენებს, რათა შემდეგ ამ მოვლენების კონტროლი შეძლოთ. თუმცა ამის გამო ზოგჯერ გარკვეულ სიტუაციებს სათანადოდ ვერ აფასებთ, რასაც იმედგაცრუებამდე მიჰყავხართ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი გზიდან აცდენა რთულია და ყოველთვის წინ მიიწევთ!

თუ 7 ან მეტი ჩიტი შენიშნეთ

ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ხართ. ბევრ ისეთ რამეს ხედავთ და აღიქვამთ, რისი აღქმა ან დანახვაც გარშემო მყოფებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ. საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებთ, არ ტოვებთ არცერთ დეტალს და ცდილობთ, სრულყოფილებას მიაღწიოთ. ყურადღებას აქცევთ და აკონტროლებთ სიტუაციას, რათა ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდეს. სრულყოფილებისკენ სწრაფვა ხშირად გაიძულებთ, ეჭვით შეხედოთ მიღებულ შედეგს. გირჩევთ, ზოგჯერ დინებას მიჰყვეთ და ზოგიერთ დეტალს ზედმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი