ჩაიხედეთ სარკეში
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
ჩაიხედეთ სარკეში, ყურადღებით დააკვირდით თქვენს შუბლს და შემდეგ შეადარეთ ფოტოზე მოცემულ აღწერებს. შეარჩიეთ თქვენი შუბლის ფორმა და გაიგეთ, რა იმალება თქვენს ხასიათში.
მაღალი შუბლი
თქვენ პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი გაქვთ. მაღალი შუბლი ინტელექტისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა. ასეთი ადამიანები ხშირად მრავალმხრივ ნიჭიერები არიან, მარტივად ითვისებენ ახალ უნარებს და კარგად უმკლავდებიან რთულ დავალებებს.
დაბალი შუბლი
თქვენ ემოციური და მაღალი ემპათიის მქონე ადამიანი ხართ. დაბალი შუბლის მქონე ადამიანებს ესმით სხვების ტკივილი და ემოციები. მათ კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ყოველთვის უსმენენ გარშემო მყოფების საჭიროებებს.
ფართო შუბლი
თქვენ სერიოზული, მიზანმიმართული და კარიერაზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. ასეთ ადამიანებს აქვთ მტკიცე შეხედულებები, გასაგები მიზნები და ყოველთვის თავდაჯერებულად იღებენ გადაწყვეტილებებს. ისინი სანდო და უშუალო პიროვნებები არიან, რომელთაც კარგად შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა.
მოღუნული შუბლი
თქვენ ენერგიით სავსე და პოზიტიური ადამიანი ხართ. ასეთ ადამიანებს მონოტონურობა მოსაწყენად ეჩვენებათ, უყვართ ცვლილებები და თავგადასავლები. მათი ოპტიმიზმი გადამდებია და მათთან დროის გატარება ყოველთვის სასიამოვნოა.
M ფორმის შუბლი
თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ამ ტიპის ადამიანები მდიდარი ფანტაზიით გამოირჩევიან, უყვართ ხელოვნება, ლიტერატურა და რომანტიკა. ისინი ხშირად ექსცენტრულები და უნიკალურები არიან და თავიანთ ცხოვრებაში მაგიისა და სილამაზის შემოტანას ცდილობენ.
მთის მსგავსი შუბლი
თბილი, კომუნიკაბელური და გულწრფელი ადამიანი ხართ. ასეთ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ მეგობრების შეძენა და ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ. უყვართ სიკეთის კეთება და მას სანდო ადამიანად მიიჩნევენ.
წაწვეტებული შუბლი
თქვენ მიზანდასახული და ამბიციური ადამიანი ხართ. ასეთი ადამიანები არ უშინდებიან გამოწვევებს და ყველაფერს აკეთებენ დასახული მიზნების მისაღწევად. ისინი ინსპირაციას აძლევენ სხვებს, მათი მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა ხშირად წარმატებით სრულდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





