ტესტები

ბედისწერის ნიშნები

№42

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 31.10

ტესტი
დაკოპირებულია

ნახატზე იპოვეთ თქვენი დაბადების რიცხვი და ნახეთ, რას ამბობს ის თქვენზე, ამ რიცხვის გასწვრივ მარჯვნივ, ჩაწერილია შესატყვისი ციფრი. სწორედ ისაა ტესტის გასაღები.

1. თუ თქვენ დაიბადეთ 1, 10, 19 ან 28 რიცხვში...

თქვენთვის დამახასიათებელია უშრეტი ენერგია, გაქვთ ლიდერის თვისებები, ხართ იდეალისტი. გიყვართ უკიდურესობები და გამოირჩევით მტკიცე ხასიათით.

2. თუ თქვენ დაიბადეთ 2, 11, 20 ან 29 რიცხვში...

ხართ მშვიდობისმოყვარე, მგრძნობიარე და ემოციური, გახასიათებთ იმპულსურობა. გაქვთ დიპლომატიის ნიჭი. ხართ პრაქტიკული.

3. თუ თქვენ დაიბადეთ 3, 12, 21 ან 30 რიცხვში...

თქვენ გახასიათებთ კრეატიულობა. გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა. ლოგიკურად აზროვნებთ. ხართ ინტელექტუალი. გაქვთ კარგი ინტუიცია.

4. თუ თქვენ დაიბადეთ 4, 13, 22 ან 31 რიცხვში

თქვენ ხართ რეფორმატორი და ჯიუტი. გაქვთ მენეჯერული თვისებები. დაჯილდოებული ხართ უნივერსალური ნიჭითა და ფენომენალური შესაძლებლობებით.

5. თუ თქვენ დაიბადეთ 5, 14 ან 23 რიცხვში...

თქვენ ხართ თავისუფლებისმოყვარე და მიზანდასახული. გახასიათებთ ცნობისმოყვარეობა. ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი.

6. თუ თქვენ დაიბადეთ 6, 15 ან 24 რიცხვში...

თქვენ ხართ ჰუმანური და შემოქმედებითი ადამიანი. გამოირჩევით მუსიკალური ნიჭით. გიყვართ საჯაროობა.

7. თუ თქვენ დაიბადეთ 7, 16 ან 25 რიცხვში...

თქვენ გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკურად აზროვნების უნარი. ხართ ინდივიდუალისტი და შრომისმოყვარე.

8. თუ თქვენ დაიბადეთ 8, 17 ან 26 რიცხვში...

თქვენ ხართ კოსმოპოლიტი, მორალისტი, ამაყი. გაქვთ მიდრეკილება მატერიალური კეთილდღეობისკენ.

9. თუ თქვენ დაიბადეთ 9, 18 ან 27 რიცხვში...

თქვენ ხართ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, გულუხვი და პუნქტუალური, გამოირჩევით ინდივიდუალიზმით..

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...