ტესტები

ახერხებთ თუ არა სიმშვიდის შენარჩუნებას

№25

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 04.07, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

თუ სურვილი გაქვთ, გაარკვიოთ, რამდენად ახერხებთ საკუთარი თავის მართვას, ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ფსიქოლოგიურ ტესტს. კითხვებზე გაცემული პასუხებიდან შესაფერისი ვარიანტი შეარჩიეთ, ქულები შეაჯამეთ და თავად გააკეთეთ სათანადო დასკვნები.

1. ძნელია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა?

ა) ძნელია. მაშინაც არ კარგავთ სიმშვიდეს, როცა დაპირისპირებული მხარე ზღვარს სცდება და შეურაცხყოფას გაყენებთ;

ბ) წონასწორობას იშვიათად კარგავთ, მაგრამ თუ კონფლიქტი უსაშველოდ გაგრძელდა, მაშინ უკვე ღიზიანდებით;

გ) ერთ ირიბად ნათქვამ სიტყვასაც კი შეუძლია თქვენი მწყობრიდან გამოყვანა.

2. კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი ხშირად ხდებით?

ა) ხშირად;

ბ) იშვიათად;

გ) არასოდეს.

3. როგორ ტაქტიკას ირჩევთ მაშინ, თუ იცით, რომ მართალი არ ხართ?

ა) ცდილობთ, დააბნიოთ მოწინააღმდეგე და საუბარს სხვა მიმართულება მისცეთ;

ბ) აღარ აგრძელებთ დავას და თქვენს შეცდომას გულწრფელად აღიარებთ;

გ) მშვენივრად იცით, რომ დამნაშავე ხართ, მაგრამ დავას არ წყვეტთ, პირიქით, უფრო მეტად იმაღლებთ ხმას.

4. კონფლიქტის დროს როდისმე ჭურჭელი დაგიმსხვრევიათ?

ა) არასოდეს;

ბ) ხანდახან;

გ) თითქმის ყოველთვის.

5. კონფლიქტი ძალიან დაიძაბა, ამ დროს თქვენი მოწინააღმდეგე სრულიად მოულოდნელად ფინჯანი ყავის დალევას შემოგთავაზებთ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია?

ა) ინერციით კვლავ ყვირილს განაგრძობთ;

ბ) უცებ გაჩუმდებით და მოვლენების შემდგომ განვითარებას დაელოდებით;

გ) მიანიშნებთ, რომ ასეთი „დროებითი“ განმუხტვა საჭირო არ არის და ურთიერთობის გარკვევას კვლავ განაგრძობთ.

6. რამდენ ხანში ურიგდებით კონფლიქტის შემდეგ მოწინააღმდეგეს?

ა) რამდენიმე დღეში;

ბ) რამდენიმე კვირაში;

გ) რამდენიმე თვეში.

პასუხის ვარიანტები:

ა) 1 ქულა; ბ) 2 ქულა; გ) 3 ქულა.

შედეგები:

6-დან 10 ქულამდე: ისეთი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს არასოდეს კარგავს. კონფლიქტებში იშვიათად ებმებით, მაგრამ თუ მაინც შეიქმნა ამგვარი სიტუაცია, ცდილობთ, ბოლომდე ჩაუღრმავდეთ პრობლემას და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები მოძებნოთ.

10-დან 14 ქულამდე: ზოგჯერ წონასწორობასაც კარგავთ. როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი. ჭურჭლის მსხვრევა და ხელჩართული ბრძოლა თქვენი სამოქმედო ტაქტიკა არ არის, მაგრამ ხმამაღალი მითითებისაგან ნაკლებად იკავებთ თავს. მეტ-ნაკლებად ახერხებთ კიდეც საკუთარი თავის ხელში აყვანას.

14-დან 18 ქულამდე: ძალიან კონფლიქტური ხართ. თქვენთან ჩხუბი საშიშია. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი