ტესტები

აირჩიეთ ბაყაყი

№45

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 19.11, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ხშირად გულს გვტკენენ ადამიანები, რომელთა სიტყვა და მოქმედება ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს. ზოგჯერ წყენა გამართლებულია, ზოგჯერ – გადაჭარბებული, ზოგჯერ გაუგებრობა უმიზეზოდ ჩნდება. ფსიქოლოგიური ტესტი „ბაყაყი“ გიჩვენებთ, რამდენად ადვილად ბრაზდებით და დიდხანს იმახსოვრებთ თუ არა წყენას. დიდი ფიქრის გარეშე აირჩიეთ ბაყაყი, რომელიც მოგწონთ. ასე შეძლებთ, გაარკვიოთ, რა არის თქვენი წყენის მიზეზი.

ვარიანტი 1

როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ დიდ მოთმინებას იჩენთ. კარგად იცით, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. ნებისმიერ გრძელვადიან საკითხზე ეტაპობრივად მუშაობთ და შედეგების სწრაფად მიღებას არ ელოდებით. დამოუკიდებელი ხართ. კარგად აკონტროლებთ საკუთარ რეაქციებს და რთულ პერიოდშიც კი არ კარგავთ სიმშვიდეს. მტკიცე ფსიქიკა გაქვთ. არავისზე ბრაზობთ და წყენას არ იმახსოვრებთ.

ვარიანტი 2

თანდაყოლილი უნარი გაქვთ, რომ ნებისმიერ იმედგაცრუებას მშვიდად შეხვდეთ. მზად ხართ როგორც წარმატებისთვის, ასევე მარცხისთვის. კარგად იცით, რომ ცხოვრება არაპროგნოზირებადია. სრულყოფილებას არავისგან ელით, არც საკუთარი თავისგან. წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. აფასებთ იმას, რაც გაქვთ. ზოგჯერ ბრაზობთ, მაგრამ სწრაფად მშვიდდებით.

ვარიანტი 3

მომავალს იმედით უყურებთ. ნებისმიერ შანსს იყენებთ, რისკზე თამამად მიდიხართ, მნიშვნელობა არ აქვს, წარმატების გარანტია არის თუ არა. ფიქრობთ, რომ მარცხი გამოცდილებაა, რომლისგანაც მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოთ. ცხოვრებაში მხოლოდ დადებით მომენტებზე ამახვილებთ ყურადღებას, წყენას დიდხანს არ იმახსოვრებთ. გირჩევნიათ, გულწრფელად გაესაუბროთ მას, ვინც გული გატკინათ, რომ ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

ვარიანტი 4

ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. ღიზიანდებით და ურთიერთობის გარკვევას ცდილობთ, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ სრულდება. თუმცა, სამართლიანობის ძლიერი გრძნობით გამოირჩევით. ხშირად ბრაზობთ ადამიანზე, რომელმაც თქვენში იმედგაცრუება გამოიწვია. გაბრაზებული საშიში ხდებით. იმავდროულად, თუ დამნაშავე დანაშაულს აღიარებს, მაშინვე შეგიძლიათ შეურიგდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული