ტესტები

100 პროცენტით ზუსტი ტესტი

№9

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 06.03

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან საინტერესო ტესტია. საჭიროა, უბრალოდ შეხედოთ სურათს. ის, რასაც პირველად დაინახავთ, თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლოს გამოავლენს.

1. მამაკაცის სახე

თუ სურათზე პირველად მამაკაცის სახე დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, რათა სხვების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახუროს. რეალურად, საკმაოდ რთული ადამიანი ხართ, რადგან სამყაროს თქვენი თავის საუკეთესო ვერსიას სთავაზობთ. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ განსაკუთრებული ადამიანი შეძლებს თქვენს გაგებას. უბრალოდ, ამ ადამიანს დრო უნდა დაუთმოთ და ფოკუსირება მოახდინოთ ურთიერთობაზე.

2. კაცი ლაბადაში

თუ სურათზე ლაბადიანი მამაკაცი დაინახეთ, თქვენ შინაგანი სევდის მქონე ადამიანი ხართ ან, ზოგადად, მოწყენილი ადამიანი. მაგრამ თქვენ კარგად აცნობიერებთ ბალანსს – სიცოცხლესა და სიკვდილს, ბედნიერებასა და მწუხარებას, დასაწყისსა და დასასრულს შორის. მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს თქვენი სევდიანი მხარე და ის ნამდვილად დაიმსახურებს მთელი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას.

3. ბავშვი

თუ სურათზე პირველად ბავშვი დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ხშირად გრძნობს თავს უმწეოდ. უმეტესად გაქვთ მოლოდინი, რომ მალე, თქვენი ცხოვრება მთლიანად დაინგრევა. ადვილად განიცდით სტრესს, გაწუხებთ უძილობა. ეძებთ ისეთ პარტნიორს, ვინც ყოველდღიური გამოწვევების გადალახვაში დაგეხმარებათ, ვინც დილაობით ფინჯან ყავას მოგიმზადებთ, მოუსმენს თქვენს დარდებს და საკუთარ მხარს შემოგთავაზებთ, რათა მშვიდად იქვითინოთ. თქვენთვის ასეთია ნამდვილი სიყვარული, ამიტომ ეძებეთ მზრუნველი, თანამგრძნობი ადამიანი!

4. ჯადოქარი

თუ სურათზე პირველად ჯადოქარი დაინახეთ, ცნობისმოყვარე და ვნებიანი ადამიანი ხართ. თქვენ სავსე ხართ რწმენით, რომ ეს სიცოცხლე ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობაა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში იპოვოთ ის ადგილი, სადაც თავს სულიერად სრულყოფილად იგრძნობთ. ყველაზე მეტად გიზიდავთ ადამიანები, რომლებიც სვამენ იმავე კითხვებს, რასაც თქვენ. თქვენ ეძებთ ადამიანს, რომელიც არ გაურბის თქვენს ბუნებას და არ ეშინია თქვენი ცნობისმოყვარეობის.

5. ორი ფიგურა

თუ მოცემულ სურათზე, პირველად ორი ფიგურა დაინახეთ, თქვენ ხართ ჯიუტი, მიზანდასახული ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას. თქვენ გინდათ პარტნიორი, რომელიც არის კარგი მხარდამჭერი, მაგრამ ამასთან, გამოწვევებისკენ გიბიძგებთ. დიახ, სიყვარული უნდა იყოს თბილი და კომფორტული თქვენთვის, მაგრამ მან, ასევე, უნდა შექმნას დინამიკა, რომელიც გიბიძგებთ, იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...