საზოგადოება

ვინ მოუღებს ბოლოს რუსულ იმპერიალიზმს, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების მიხედვით და როგორი იქნება პუტინის დასასრული

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 15.03, 2022 წელი

წინასწარმეტყველი კაკულია
დაკოპირებულია

ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენებმა ბევრს კიდევ ერთხელ გაახსენა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები, რომელიც მას წლების განმავლობაში სხვადასხვა საგაზეთო თუ ვიდეო-ინტერვიუში გაუჟღერებია. საქმე ისაა, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე რეალობად იქცა.

თამარ პატარაია (ლელა კაკულიას შვილი): დედა ჯერ კიდევ 1992 წელს ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია. ის წინასწარმეტყველებდა, რომ იქნებოდა დიდი ნგრევა და სისხლი. ამას წლების განმავლობაში იმეორებდა და დღეს, განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ქრონოლოგიის დაცვით შემოგთავაზებთ მის წინასწარმეტყველებებს:

1993 წელი: რუსეთ-უკრაინის ომი შეარყევს მსოფლიოს; არ შეარყევს საქართველოს. რუსეთი იმაზე მეტ სიკვდილს მოიმკის, ვიდრე საქართველოში დათესა. რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია! არის ისეთი დაპირისპირებები, რასაც რუსეთი მალავს. არავითარ ინფორმაციას სერიოზული დაძაბულობის შესახებ არ გადმოსცემენ. ნორმალური შეთანხმებები (ვითომ შეთანხმებები) არ არსებობს. ყველაფერი წკიპზეა მისული – კრახამდე.

1994 წელი: რუსეთი იპყრობს უკრაინას, ბელორუსს, ციმბირს, ბურიატიას და კიდევ სხვებს. ესე იგი, რუსეთს სურს, აუცილებლად შეინარჩუნოს საბჭოთა კავშირის ტერიტორია. „ესენგეს“ მუსლიმები ხელიდან გამოეცლებათ (საქართველო პირველ რიგში), ჩრდილოეთ კავკასიას ჩაკეტავენ (ეს მათი სამხრეთი საზღვარია), უკრაინას თითქოს უცდიან, როდის მოვა გონზე და ბელორუსივით უკან გაჰყვება. რუსეთი ყველაფერს დათმობს და უკრაინას – არა. მიაჩნიათ, რომ „დიდი რუსეთი“ იწყება „კიევის რუსეთიდან“. რუსეთს დიდი პრეტენზიები ექნება საზღვრებთან დაკავშირებით. სექტემბერი-ოქტომბერი... უკრაინა ძლიერია. სიურპრიზები რუსებს!

უკრაინა რუსეთს დიდ დროს წაართმევს. საბოლოო ჯამში, რუსეთი უკრაინაში წააგებს...

1995 წელი: რუსეთის იმპერია ეცემა რომის იმპერიასავით.

1997 წელი: ვხედავ, მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან ამერიკა, ევროპა, უკრაინა, გაერო (რომელსაც არაფრად მივიჩნევ) და რუსეთი. დიახ, დაუპირისპირდებიან!

2004 წელი: რუსეთის პრეზიდენტი ძალიან ცდება, იგი მოტყუვდება. უკრაინის პრეზიდენტი ისეთ წარმოუდგენელ ნაბიჯებს გადადგამს, როგორსაც არ ელის რუსეთი. იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხის ნდობა მოიპოვოს, პრეზიდენტი მიიმხრობს ოპოზიციასაც. ეს ასეა, აი ნახავთ. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მითითებებს არ შეასრულებს, მიდის წინააღმდეგ...

2011 წელი: უკრაინა არც ფიქრობს, რამე დაუთმოს რუსეთს, თუნდაც ატომური ბომბები ესროლონ ერთმანეთს. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია მათთვის და ვხედავ, ფიქრობენ, სჯობს ომი დაიწყონ, ვიდრე უაზრო პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აჰყვნენ.

2014 წელი: ...უკრაინა – ეს მსოფლიოსთვის დიდი მაგალითია. რუსეთმა თავისი უსუსურობა გამოაჩინა, ძალიან სუსტი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა და წააგო. კრემლის ბინადარნი ახლა კიდევ მეტ შეცდომებს დაუშვებენ. უკრაინას დაყოფა არ უწერია. ყირიმი, ხარკოვი, დონბასი — ყველაფერი ეს უკრაინაა და უკრაინელი ხალხი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს მათ. რაც კი რამ არსებობს ევროპასთან მიმართებაში, უკრაინა ყველაფერზე ხელს მოაწერს და არცერთ შემთხვევაში არ მოერიდება რუსეთს, რომელსაც მშვიდობიანობის დროსაც, ანუ ამ მოვლენებამდეც ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. მაგრამ დღეს საკითხს კიდევ უფრო ამწვავებენ.

2014 წელი: ვხედავ, დღეს რუსული პოლიტიკა ჩიხშია შესული, მაგრამ ამას რუსეთის პრეზიდენტი არ აღიარებს. პირიქით, გამარჯვებას ქადაგებს და მისი ქმედებიდან ჩანს (და ვხედავ კიდეც), რომ იგი შეჩერებას არ აპირებს. ...

ვხედავ, რუსეთი კვლავაც განაგრძობს სხვა სახელმწიფოს ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინის გარდა, მომართულია კიევის დასალაშქრადაც, რათა „კანონიერი პრეზიდენტი“ დააბრუნოს. ამით კი ომის საშიშროება უკვე ევროპასაც ემუქრება. ამიტომ შავ ზღვაზე მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს კიდევ დაემატება ხომალდები და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ამერიკა ევროპის დასაცავად ომისთვის უკვე მზად არის.

ვიმეორებ: იმ გეგმების განხორციელებას, რომლებიც „ნატოს“ ევროპაში რაკეტების განლაგების თაობაზე აქვს, დაჩქარებული ტემპით დაიწყებენ და ბოლომდე მიიყვანენ კიდეც. შეიქმნება ისეთი ფონი, რომ „ნატო“ ომისთვის ემზადება. ამაზე თვითონ რუსები აყაყანდებიან, ჩვენ რას გვიყურებთ, აგერ „ნატო“ სამხედრო ძალებს ზრდის ჩვენს საზღვრებთანო.

ვხედავ, შავ ზღვაზე მდგარი „ნატოს“ სამხედრო გემები საომარ პოზიციას დაიკავებენ. მოკლედ, ბატონებო, ამერიკა და ევროპა აღარ ხუმრობენ.

2014 წელი: ვხედავ, მომავალში რუსული პოლიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან, ვინაიდან ისეთ სანქციებს დაუწესებენ რუსებს, რაც ნიშნავს მთელი რუსეთის სახელმწიფოს გარდაცვალებას...

...ჯერ უკრაინის ხალხი მართვადია, მაგრამ ხვალ? ხვალ კი, ანუ ახლო მომავალში, რუსეთის მოქმედებები ისე გააგიჟებთ, რომ ყველა – დიდი თუ პატარა – გარეთ გამოვარდება საკუთარი სამშობლოს დასაცავად. აი, აქედან დაიწყება ნამდვილი ომები. ამას კი ვერავინ შეაჩერებს.

...ვხედავ, უკრაინა ჰგავს გამწარებულ ფაფარაყრილ ლომს, რომელიც ყველაფერს გაანადგურებს. ფრთხილად! უკრაინა პატარა საქართველო არაა. რუსეთის პრეზიდენტი მალე მიხვდება, რომ ეს ბრძოლა, ანუ ომი უკრაინასთან წააგო.

2014 წელი: რუსეთი საბოლოოდ დაჭრილ დათვს დაემსგავსა, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს და უდიდეს პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს. ნათქვამი რომაა, წერასაა ატანილიო, ზუსტად ისეა: რუსეთი წერას ჰყავს ატანილი.

– ქალბატონ ლელას, ვლადიმირ პუტინის დასასრულიც ნაწინასწარმეტყველები აქვს, არა?

– დიახ. დედამ წლების წინ იწინასწარმეტყველა, რომ პუტინს მუსლიმები მოკლავენ.

2000 წელი: პუტინს მუსლიმები მოკლავენ! ამას ვხედავ ასი პროცენტით. დროს არ ვხედავ, მაგრამ ყველაფერი ეს ასრულდება. ჩეჩნეთიდან ისეთი უზარმაზარი, შავი ენერგიები დაიძვრება, მტრის კარს! რუსეთი მუსლიმებს ვერ გაუმკლავდება.

2001 წელი: რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ, მანქანებს ცეცხლი უკიდია. ეს მუსლიმები არიან? არა, ეს ერთ-ერთი რუსული, დიდი მაფიური დაჯგუფებაა, რომელსაც უღირს პუტინის სიკვდილი.

ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი ძალიან შეშინდება და დაიწყებს უკან დახევას. აქ ამერიკაც წამოიმართება და პუტინს არ დაუთმობს.

რაც შეეხება მის პოლიტიკას, დუმაში, პარლამენტში უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აქედან იწყება პუტინის დაცემის პერიოდი.

რუსეთი ძალიან დაიძაბება, ყველა პუტინს ადანაშაულებს. იგი წააგებს. მას მოკლავენ. საქართველოსთან თავისი უხეში პოლიტიკის გატარებას ბოლომდე ვერ მოასწრებს. მოკლედ, საქართველოს ღმერთი გადაარჩენს რუსეთის აგრესიისგან!

2001 წელი: რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ პრეზიდენტ პუტინის სისხლიან მაისურს; ვხედავ, როგორ მიაქანებენ საკაცით საავადმყოფოში. ერთი ტყვია გულთან გაივლის, მეორე ფილტვს უხვრეტს. ამჯერად თითქოს გადარჩება, მაგრამ მეორე ტერორს კი ვერ გადაურჩება. ეს სნაიპერია – შიგ შუბლში მოარტყამს. ვხედავ უკან გადავარდნილ, მკვდარ პრეზიდენტს...

2012 წელი: ... რუსულ პოლიტიკაში მოვა ხალხი, ვისაც არ ელიან. ვხედავ, ეს საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც რუსეთის სახელმწიფოს სჭირდება. რაც ზედმეტია, თავიდან იშორებენ, ანუ რუსული პოლიტიკიდან აცილებენ. სწრაფი ცვლა იქნება ყველგან და ყველაფერში.

დედამ წლების წინ იწინასწარმეტყველა, რომ ოცდამესამე-ოცდამეოთხე საუკუნეებში რუსეთი ჩვეულებრივი დიდი ქალაქია და მეტი არაფერი. მათ ძალაუფლება არ გააჩნიათ, მხოლოდ წარსულს იხსენებენ, რაც არავის აინტერესებს. დედამ რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ იბადება მონღოლი ჩინგიზ ყაენის სული და რუსეთს მეცამეტე საუკუნეში, ანუ იმ ეპოქაში მოუწევთ დაბრუნება, როცა ის „რუკაზე ერთი პატარა მწვანე ლაქა იყო მხოლოდ“.

რაც შეეხება „ნატოსა“ და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ზუსტად დედას წინასწარმეტყველებას გავიმეორებ: „რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ „ნატოშიც“ და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, დაჩქარებული ტემპით კი არ შევდივართ, შევრბივართ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა