,,ტოტალ შარმი ვაკე“ – თქვენი სილამაზისთვის, ,,ტოტალ შარმ დენტი“ კი – მომაჯადოებელი ღიმილისთვის!
ავტორი: „თბილისელები“ 14:47 18.06, 2023 წელი
„ტოტალ შარმის“ მდიდარი გამოცდილების მქონე კლინიკების ქსელი გაფართოვდა და ახლა უკვე ვაკეში, არაყიშვილის 12-შიც დაიდო ბინა. Total Charm Vake არის ინოვაციური კლინიკა, რომელიც შედგება ნამდვილი პროფესიონალების გუნდისგან და აერთიანებს ესთეტიკური მედიცინის უახლეს და მხოლოდ საუკეთესო მსოფლიო აპარატურულ და ინიექციურ ტექნოლოგიებს. რა სერვისითაა წარმოდგენილი ვაკის „ტოტალ-შარმი“ და რას სთავაზობს ის მომხმარებელს? სწორედ ამ საკითხების ირგვლივ ვესაუბრეთ კლინიკის დამფუძნებელს, აღიარებულ კოსმეტოლოგს და პროფესიონალს, ქალბატონ ალბინა ქაჯაიას.
ალბინა ქაჯაია: ზუსტად ორი წლის წინ ჩავუყარე საფუძველი ჩემს ერთ-ერთ გრანდიოზულ პროექტს – ფრანშიზის დამუშავებასა და კლინიკა ,,ტოტალ შარმ ვაკის“ გახსნას. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია საუკეთესო და ინოვაციური აპარატურული მეთოდიკა, ასევე, ინიექციური კოსმეტოლოგიის სრული სპექტრი (კონტურული პლასტიკა სახის ლიფტინგი აპტოს ძაფებით, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ბოტულოტოქსინის ინიექციები და სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები).
– ქალბატონო ალბინა, პროცედურები სილამაზისთვის თქვენი სავიზიტო ბარათია, მაგრამ სტომატოლოგიური მიმართულების ახალი ხაზი უკვე „ტოტალ შარმის“ კიდევ ერთი სამუშაო არეალი ხდება. რას სთავაზობს „ტოტალ შარმ დენტი“ მომხმარებელს ამ მიმართულებით?
– დიახ, სტომატოლოგიური მომართულების გახსნა ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომელიც რაღა თქმა უნდა, განვახორციელე.
„ტოტალ შარმ დენტი“ – ეს არის სრული ციფრული სტომატოლოგიური მომსახურება, სადაც გაერთიანებულია ინოვაციური აპარატურა და საუკეთესო ექიმი-სტომატოლოგები. ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ შემდეგი სპექტრის მომსახურებას (თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია – გვირგვინები და ვინირები, ორთოდონტული სტომატოლოგია – საუკეთესო ბრეკეტ სისტემები, ქირურგიული სტომატოლოგია, იმპლანტოლოგია და ნებისმიერი სირთულის ოპერაციები;
– „ტოტალ შარმ დენტში“ რა აპარატურითა და მეთოდოლოგიით ხდება კბილების გათეთრების პროცედურები?
– ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია დღესდღეობით ყველაზე უსაფრთხო და ინოვაციური აპარატი „ზუმ 4“, რომელიც ხელს უწყობს კბილის ემალის მაქსიმალურ გათეთრებას (6-8 ტონით) და იმავდროულად, აქვს მინიმალური მგრძნობელობა.
– კიდევ რა პროცედურებია წარმოდგენილი ვაკის ახალ ფილიალში?
– გარდა სტომატოლოგიისა და კოსმეტოლოგიური პროცედურებისა, ჩვენთან ტარდება მცირეინვაზიური ოპერაციები: ბლეფაროპლასტიკა, ყბის ქვეშა მიდამოს ლიპოსაქცია, ნაწიბურების კორექცია, ასევე, აპტოს ძაფებით სახისა და სხეულის მოდელირება, ასევე, საოცნებო სხეულის მიღება ოპერაციისა და ნარკოზის გარეშე – ჩვენს ახალ ფილიალში წარმოდგენილია იტალიური აპარატი ენდოსფერო-თერაპია, რომელიც ამცირებს წონასა და ცელულიტს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟს. ეს მეთოდი არის სრულად არაინვაზიური, უმტკივნეულო და უსაფრთხო.
P.S. მოკლედ, ეწვიეთ ,,ტოტალ შარმ ვაკეს“ და თავად კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ბრენდი ,,ტოტალ შარმი“ თქვენი სილამაზის სამსახურში შეუცვლელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან