ტბა „ღმერთების თვალი“
ავტორი: რევაზ ტომარაძე 18:04 17.08

იდუმალი ტბა აფრიკაში, რომლიდანაც წყლის წამოღება შეუძლებელია. რაში მდგომარეობის ამ უცნაური ადგილის ფენომენი.
სამხრეთ აფრიკის ყველაზე ცხელ წერტილში, მოოქროსფრო პეიზაჟების პროვინცია ლიმპოპოში იმალება ტბა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეები „ღმერთების თვალს“ უწოდებენ. ფუნდუზი – ეს უბრალოდ წყალსატევი არაა, ეს ბუნებრივი პარადოქსია, სადაც მეცნიერება მისტიკას უპირისპირდება.
შესახედაობით ფუნდუზი მინიატურული გეგონებათ: სიგრძეში სულ 3 კილომეტრია, სიგანეში – 1 კილომეტრი, მაგრამ მისი სიღრმე, 27 მეტრი, გამოცანებითაა მოცული, რაც ძილს უფრთხობს ლიმნოლოგებს. ორი მდინარე, გოდონი და მუთალე, წყლით უხვად ამარაგებენ ტბას, თუმცა იქიდან არსად გაედინებიან.
ლოგიკურია ვარაუდი, რომ წვიმების სეზონში მოთუხთუხე ნიაღვრად გადაიქცევა... მაგრამ არა. წყლის დონე უცვლელი რჩება გვალვის დროსაც კი. თითქოსდა ტბა თავად განსაზღვრავს, რამდენი სითხე სჭირდება. მეცნიერები დღესაც კამათობენ: ან წყლის ქვეშ მიწისქვეშა გვირაბები იმალება, ანდა ფსკერი უნიკალური ფორიანობითაა გამორჩეული.
ადგილობრივ ტომებს სწამთ, რომ ფუნდუზი – ეს არის პორტალი სულების სამყაროში. ისინი ყვებიან, თუ როგორ განიზრახა 1955 წელს პროფესორმა ჰენრი ბერნსაიდმა ტბის შესწავლა და ამოუხსნელ პირობებს შეეჯახა. ყოველ ღამით წყლის ნიმუშებიანი ჰერმეტულად დახურული მათარები ცარიელდებოდა.
„ეს წყალი არ არის, არამედ ცოცხალი არსებაა“, – ამბობდა მეგზური თეკერი.
თანამედროვე სკეპტიკოსები ამაში მეტაფორას ხედავენ: შესაძლოა, მკვლევრები უცნობ ქიმიურ პროცესს გადაეყარნენ ან საკუთარ უყურადღებობას. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვერც ერთმა სინჯმა ვერ დატოვა ფუნდუზის ნაპირები.
ყველაზე შემზარავი ლეგენდა გვაუწყებს, რომ ბერნსაიდმა და თეკერმა ტბის ბუნების გასაგებად გაბედეს, გაესინჯათ მისი წყალი. ამ ყურმოკრულის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში ისინი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალნენ. რასაკვირველია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, – როგორც ჩანს, ეს ტურისტების დასაშინებლადაა გამოგონილი.
რეგიონის ტომელებისთვის წყალი, უბრალოდ, სითხეს არ წარმოადგენს. მათი რწმენით, ტბა მათთვის კორაბალაბალას სახელით ცნობილ სულთანაა დაკავშირებული, რომელიც სჯის იმ ადამიანებს, რომლებიც დაარღვევენ მის მყუდროებას. წყლის დალევა ნიშნავს ღვთაების განრისხებას, რაც დაავადებებით ან სიკვდილითაც კი გამოვლინდება. ადრე ადგილობრივები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მის სულთან, სანამ ერთი ქალი არ შეუშინდა ღვთაებრივ პითონს, რომელიც ტბაში ბინადრობდა. ამის შემდეგ დაიწყო გვალვა და ადამიანები მიხვდნენ, უმჯობესი იყო, ბუნება არ შეეწუხებინათ.
მეცნიერებიც არ ჩქარობენ, გამოაცხადონ ტბა ჩვეულებრივ წყალსატევად. წყალი მასში მოყავისფროა, ხოლო ნაპირები – უსიცოცხლო, შესაძლოა, ქრომის შენაერთების გამო. არის სხვა ანომალიებიც: ანალიზისთვის აღებული წყლის ნიმუშები ზოგჯერ ქრება მჭიდროდ დახურული ჭურჭლიდან ან მკვრივ ნივთიერებად გარდაიქმნება.
ტბა ფუნდუზის წყალი სახიფათოა ადამიანებისთვის მასში ქრომის ტოქსიკური ნაერთების მაღალი შემცველობის გამო. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ, სერიოზული პრობლემები გამოიწვიონ კუჭ-ნაწლავის სისტემაში, ხოლო მძიმე შემთხვევებში კი – სიკვდილი.
ამ ტბის წყალს აქვს საოცარი თავისებურება: დახურულ ჭურჭელში ის შეიძლება გაიყინოს და დაკრისტალდეს კიდეც ნულს ზემოთ ტემპერატურაზეც კი. როდესაც ასეთ წყალს ვიწროყელიან ჭურჭელში ასხამენ და აგრილებენ, ის თანდათანობით ყინულად ან მკვრივ კრისტალებად იქცევა. ამის გამო წყლის მოცულობა მცირდება, ხოლო თვით ჭურჭელი ზოგჯერ მაღალ ხმას გამოსცემს – ეს მაშინ ხდება, როცა თავსახური მჭიდროდ არ არის დახურული, ჰაერი ჭურჭელში შედის, რაც წნევის მკვეთრი ცვლილების პროვოცირებას იწვევს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდხანს სჯეროდათ, რომ ტბიდან წყლის წაღება შეუძლებელი იყო: ადამიანები ამჩნევდნენ, თუ როგორ „ქრებოდა“ მათ მიერ სათლებით აღებული წყალი და ფსკერზე მხოლოდ მკვრივი კრისტალები რჩებოდა. მეცნიერული ახსნა დაკავშირებულია წყლის უნიკალურ ქიმიურ შემადგენლოაბსთან, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ნივთიერებას, რაც აძლიერებს კრისტალიზაციას. აქაური ხალხისთვის ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, იფიქრონ ტბის მისტიკურ ძალაზე, თითქოსდა თვით ბუნება კრძალავს მისი წყლის წაღებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან