საზოგადოება

სამკაულში ჩადებული განუმეორებელი ისტორია – „ვერცხლის კიდობანის“ წარმატების ისტორია

ავტორი: „თბილისელები“ 17:20

ვერცხლის კიდობანი
დაკოპირებულია

„ვერცხლის კიდობანი“ არ არის მხოლოდ ბიზნესი — ეს არის ბრენდი, რომელსაც აქვს ხასიათი, ღირებულება და მკაფიო ხედვა. მიზანდასახულობამ, სწორმა ხედვამ და მომხმარებელზე ორიენტირებულმა მიდგომამ ბრენდს განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა ბაზარზე.

დამფუძნებელი ნათია ტაკიძე გვიყვება როგორ აქცია იდეა რეალობად, რა გზა გაიარა წარმატებამდე და როგორ გახდა „ვერცხლის კიდობანი“ ქალბატონების სილამაზის, თავდაჯერებულობისა და დახვეწილობის სიმბოლო.

–ნათია, რა პროფესიის ხართ და როგორ გადაწყვიტეთ ბიზნესის კუთხით წასვლა?

ნათია ტაკიძე: განათლება მაქვს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ხოლო შემდგომ დავამთავრე საჯარო მმართველობა, რამაც ჩამომიყალიბა როგორც გლობალური ხედვა, ისე სისტემური და სტრატეგიული აზროვნება.

ბიზნესის მიმართულებით წასვლა იყო გაცნობიერებული ნაბიჯი — მინდოდა, ჩემი ცოდნა გადამეტანა პრაქტიკაში, სადაც შედეგი პირდაპირ პროპორციულია. სწორედ ამ პროცესში მივხვდი, რომ შემიძლია არა მხოლოდ ანალიზი, არამედ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და მათი ეფექტურად განხორციელება.

ბიზნესმა მასწავლა პასუხისმგებლობის სრულად აღება, დინამიკურ გარემოში მუშაობა და მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება, რაც თანამედროვე პროფესიონალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.

დღეს ვფიქრობ, რომ ჩემი კომბინაცია — აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული ბიზნეს გამოცდილება — მაძლევს უნარს, ვიყო შედეგზე ორიენტირებული, ადაპტირებადი და რეალური ღირებულების შემქმნელი ნებისმიერ გარემოში.“

– როგორ შექმენით და განავითარეთ “ვერცხლის კიდობანი”?

– დღევანდელი “ვერცხლის კიდობანი” არის წლების განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომის, დიდი შეუპოვრობისა და მიზანმიმართული განვითარების ღირსეული შედეგი — ბრენდი, რომელიც შევქმენი საკუთარი ხელით, ნოლიდან.. მე ის განვავითარე უდიდესი პასუხისმგებლობით. დღევანდელი “ვერცხლის კიდობანი” არის მრავალი გათენებული ღამის, საათობით ფეხზე, კამერებთან დგომის შედეგი.. არ არის მარტივი, ჩვენი საოცარი ნივთების რეალური ვიზუალური მხარე მიიტანო მომხმარებელთან ზუსტად ისე, როგორიც არის.. ამას ძალიან ბევრი შრომა, ზუსტი ხედვა და დეტალებზე ზუსტი ორიენტაცია სჭირდება... და, რაც მთავარია, საქმის უდიდესი სიყვარული უნდა გქონდეს...

ეს არის ბრენდი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ავაშენე.. რომელიც გაიზარდა, განვითარდა და დღეს უკვე ღირსეულად დგას მოწოდების იმ სიმაღლეზე, რომლის მიღწევაც თავიდანვე მქონდა მიზნად!

და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს მომხმარებლის უდიდესი სიყვარული, დიდი ნდობა, მათთვის ჩვენთან, ვერცხლის კიდობანში შეძენილი სამკაული, პირდაპირ ასოცირდება უმაღლეს ხარისხთან და დახვეწილ დიზაინთან... მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მენდობა ჩემი მომხმარებელი და ენდობა ჩემს გემოვნებას..

– რა ტიპის სამკაულების შეძენაა შესაძლებელი “ვერცხლის კიდობანში” და როგორ ხდება შეძენა?

– "ვერცხლის კიდობანში" შეიძენთ უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სამკაულებს, რომლებიც ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ექსკლუზიურად, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის ჩამოგვაქვს, ჩვენს კოლექციაში შეხვდებით ინდურ სამკაულებს, იტალიურ ვერცხლს, თურქული წარმოშობის ვერცხლის სამკაულებს, ტაილანდური წარმოშობის ვერცხლის საგაულებს და სხვა. ჩვენთვის ხარისხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე , ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია, სამკაული, რომელიც , ჩემს მაღაზიაში იყიდება, აკმაყოფილებდეს ჩემი ხედვისა და გემოვნების სტანდარტებს... ვერცხლის კიდობანში ნებისმიერი სამკაული არის შერჩეული ჩემი გემოვნებით, დიდი სიფრთხილით და დიდი სიყვარულით. ჩემთვის ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს მაღაზიაში იყიდებოდეს ის ექსკლუზიური ნივთები და მოდელები, რომელსაც მხოლოდ ვერცხლის კიდობანში შეხვდებით და სხვაგან ვერსად!

ამის ცალსახა მაგალითია, ჩვენი ექსკლუზიური მოდელები, ვერცხლის სამკაულები ოქროს დეტალებითა და ხელოვნური ბრილიანტებით.. ისინი დამზადებულია, უმაღლესი 925 სინჯის ვერცხლისგან და ამშვენებს 8 კარატი ოქროს ფირფიტები.. ასევე ვმუშაობთ საკუთარი, ინდივიდუალური ხაზის, ექსკლუზიურ მოდელებზე და ძალიან მალე, ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ

– შეკვეთის გაფორმებიდან რამდენ ხანში ხდება მიწოდება და რეგიონებში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა თუა შესაძლებელი?

– ჩვენთან - "ვერცხლის კიდობანში", ნივთები შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ეს იქნება როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მიწოდება გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ მისამართზე და საკმაოდ კომფორტული და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული გადახდის პირობაც გვაქვს.. გადახდა შესაძლებელია კურიერთან, ნივთის ჩაბარების შემდგომ.. და ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიწოდების საფასურია მხოლოდ და მხოლოდ ხუთი ლარი.. რაც შეეხება საზღვარგარეთ მიწოდებას, დიახ აქაც გვაქვს შესაძლებლობა ნივთები მივაწოდოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს და რაც შეეხება მიწოდების ვადებს, დაახლოებით 14 დღის განმავლობაში ხდება მიწოდება ქვეყნის გარეთ.. ხოლო საქართველოში ამისთვის საკმარისია 2 სამუშაო დღე

ჩვენთან მაქსიმალურად ყველა კომფორტია შექმნილი მომხმარებლისთვის. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ღირებულების ნივთი შეიძინონ

📍 საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით ✅️

📍 საქართველოს ბანკის ონლაინ განვადებით ✅️

📍 კრედო ბანკის ონლაინ განვადებით ✅️

განვადებები ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან მარტივად ხდება 📁🏷

–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

–განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩემი მიზანია “ვერცხლის კიდობანის” როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე ფიზიკური გაფართოება ქვეყნის მასშტაბით — ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებიც არ იქნება უბრალოდ მაღაზიები, არამედ ბრენდის სრულფასოვანი გამოცდილების მატარებელი.. მინდა, თითოეული ლოკაცია ასახავდეს იმ ღირებულებებს, რასაც ბრენდი წარმოადგენს — ხარისხს, ესთეტიკას და ექსკლუზიურობას.

ამით მიზნად ვისახავ არა მხოლოდ გაყიდვების ზრდას, არამედ მომხმარებელთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნას და ბრენდის ნდობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მე არ ვაშენებ უბრალოდ ბიზნესს — მე ვაშენებ ბრენდს, რომელსაც აქვს ხასიათი, ღირებულება და განვითარებისკენ მკაფიო, სწრაფადმზარდი მიმართულება.“

და ბოლოს, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, ინტერვიუზე მოწვევისთვის, ეს ყოველივე ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი