საზოგადოება

საინტერესო ფაქტები ერნესტ ჰემინგუეიზე

№19

ავტორი: რევაზ ტომარაძე 18:55 17.05, 2024 წელი

ჰემინგუეი
დაკოპირებულია

ერნესტ ჰემინგუეი (1899-1961) - მწერალი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი.

* საინტერესო ფაქტია, რომ ბავშვობაში მას დედა გოგოს ტანსაცმლით მოსავდა. უფრო მეტიც, ბიჭს თმა პირველად 6 წლის ასაკში შეჭრეს.

* ერნესტი შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი იყო წარმატებული ექიმი, ხოლო დედა – ოპერის მომღერალი.

* ერთხელ, როგორღაც, ჰემინგუეი გამოტყდა, რომ არ უყვარდა დედა.

* სამწერლო მოღვაწეობა ერნესტმა სიყმაწვილეში დაიწყო, როდესაც სასკოლო გაზეთისთვის წერდა წერილებს.

* ჰემინგუეის მამამ ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.

* პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ჰემინგუეი მოხალისედ გამოცხადდა კომისარიატში, მაგრამ ის დაიწუნეს მარცხენა თვალის პრობლემების გამო.

* მწერლის ცხოვრებაში მრავალი შემთხვევა იყო, როცა ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. ის ათჯერ მოხვდა ავარიაში, ორჯერ ნადირობისას დაიჭრა, ხოლო ერთ-ერთი ბრძოლის დროს ნაღმსატყორცნის 373 ნამსხვრევით დაიჭრა.

* ჰემინგუეი კოჭლობდა, რადგან მუხლის კვირისთავი ტყვიით დაზიანების გამო პროთეზით შეუცვალეს.

* სკოლაში სწავლის დროს ჰემინგუეი გატაცებული იყო კრივით, ტანვარჯიშით, წყალბურთითა და ფეხბურთით.

* ცნობილია შემთხვევა, როდესაც ერნესტმა მოიგო სანაძლეო, შეძლო დაეწერა ყველაზე პატარა და ერთობ გულში ჩამწვდომი 6 სიტყვისგან შემდგარი მოთხრობა: „იყიდება ბავშვის უხმარი, ყელიანი ფეხსაცმელი“ (ორგინალში – „For sale: baby shoes, never worn“).

* მწერალს არ უყვარდა ავტოგრაფების მიცემა, მაგრამ ზოგიერთ თაყვანისმცემელს ეს გამოსდიოდა. ამის გამო მისი ავტოგრაფი ძვირად ფასობდა.

* ჰემინგუეის ძალზე უყვარდა კატები, რომლებიც მას ოცამდე ჰყავდა ერთხელ მან ავარიაში მოყოლილი, სიკვდილის პირას მყოფი საყვარელი კატა პისტოლეტით მოკლა. ეს ეპიზოდი ყველაზე მძიმედ გადასატანი გახდა მის ცხოვრებაში.

* ჰემინგუეი უნდობლად უყურებდა ლიტერატურულ კრიტიკოსთა და მისი მოღვაწეობის თაყვანისმცემელთა შექებას.

* ის ასევე პანიკურ შიშს განიცდიდა სცენაზე გამოსვლისას.

* მწერალი უშიშარი იყო და შესაშურ ვაჟკაცობასაც იჩენდა. მაგალითად, ის მონაწილეობას იღებდა კორიდაში, არ ეშინოდა ლომებთან გალიაში შესვლის, ხოლო ერთხელ რინგზე გავიდა კრივში ამერიკის ჩემპიონთან შესარკინებლად.

* მწერალს მისი ღვაწლის თაყვანისმცემლებმა მოსაფერებელი სახელი – „მამა სემი“ შეარქვეს.

* 1954 წელს ჰემინგუეი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს მოთხრობისთვის – „მოხუცი და ზღვა“.

* 1961 წელს ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი იარაღით სიცოცხლე მოისწრაფა, ისევე, როგორც მანამდე მამამისმა.

* საინტერესოა ფაქტი, რომ ერნესტის მამამ, დამ და ძმამ, ასევე, თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

* სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი მძიმე დეპრესიაში იყო, რასაც თან სდევდა დევნის მანია. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს და ცდილობდნენ ელექტროშოკით განეკურნათ, მაგრამ ამან თანდათანობით მეხსიერება მოუშალა და მას უკვე აღარ შეეძლო ლიტერატურული მოღვაწეობის გაგრძელება.

* ჰემინგუეის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ მართლაც გაირკვა, რომ მას „ფბრ“ დევნიდა. მას უსაფუძვლოდ, ეჭვიანობის გამო დევნიდნენ და ჯაშუშობას აბრალებდნენ.

* ჰემინგუეი ოთხჯერ იყო ქორწინებაში, ამასთანავე არცთუ ცოტა საყვარელიც ჰყავდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა