საზოგადოება

როგორ გაძლო გოგონამ 128 დღე საკვების და წყლის გარეშე

№32

ავტორი: რევაზ ტომარაძე 18:13

ფოტო
დაკოპირებულია

1956 წლის იანვარი. საბჭოთა კავშირი. ხრუშჩოვი ჰპირდება ხალხს, ბოლო მღვდელი აჩვენოს ტელევიზიით და აი, ამ დროს ჩვეულებრივ სახლში, კუიბიშევში (დღეს ქალაქი სამარა) უბრალო ქალიშვილი იღებს ხატს, დგება და ქვავდება 128 დღით.

მას ჰქვია ზოია.

ის მივიდა საღამოს წვეულებაზე ძველი ახალი წლის შესახვედრად. მივიდა ახალგაზრდა ბიჭის გარეშე – ის არ მოვიდა. ქალიშვილი ნაწყენი დარჩა, ჩამოიღო კედლიდან ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი და თქვა: „თუ ღმერთი არსებობს – დაე, დამსაჯოს!“ და ხატით ხელში დაიწყო წრეების დარტყმა.

მესამე წრეზე – გრიგალი და თვალისმომჭრელი შუქი. ყველანი გამოცვივდნენ ოთახიდან. ზოია დარჩა ფეხზე მდგარი, მკერდზე მიყრდნობილი ხატით. იდგა უძრავად, ცივი, როგორც მარმარილო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დააფიქსირეს პულსი – ცოცხალია, მაგრამ საინიექციო ნემსები კანზე ტყდებოდა. წამლის შეყვანა შეუძლებელი გახდა.

სახლთან ათიათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ხელისუფლებამ მთელი ოლქის მილიციის მუშაკები ჩამოიყვანა და სახლის ირგვლივ განალაგა, ხალხი კი მართებულ კითხვას სვამდა – თუ სასწაული არ არის, რა საჭიროა სახლის დაცვა?

ერთიმეორის მიყოლებით მოდიოდნენ მღვდლები, მაგრამ ვერავინ შეძლო ხატის მისი ხელებიდან გამორთმევა.

მაშინ უხმეს მამა დიმიტრის, რომელიც სულ ახალი გათავისუფლებული იყო გადასახლებიდან.

მან გადაიხადა პარაკლისი და გამოიხსნა ხატი. და თქვა: „ახლა საჭიროა, დაველოდოთ დიდებულ დღეს.“

აღდგომა ოთხი თვის შემდეგ უნდა დამდგარიყო.

ხარების დღესასწაულის წინ სახლთან გამოჩნდა მშვიდი ბერი. დაცვამ ორჯერ გადაუკეტა გზა ხნიერ ბერს და სახლში არ შეუშვა, მაგრამ მესამე თხოვნას წინ ვერ აღუდგა. შიგნით შესული შეეკითხა ზოიას: „აბა, რა, დაიღალე დგომით?“

როდესაც ოთახში შეიხედეს – ბერი იქ არ აღმოჩნდა. გამოსვლა მას არ შეეძლო – ფანჯარა დაკეტილი იყო, კარს კი მილიცია იცავდა.

ყველა დამსწრეთაგანი დარწმუნებული იყო, რომ თვით ნიკოლოზ სასწაულმოქმედი იყო მოსული.

აღდგომის ღამეს ზოია გამოცოცხლდა. დაიწყო ყვირილი: „ილოცეთ! საშინელებაა! მთელი ქვეყანა ცოდვებში ინთქმება!“

128 დღე – საკვებისა წყლის გარეშე.

ამის შემდეგ ადამიანები საბჭოთა კუიბიშევში ჯგუფ-ჯგუფად მიიჩქაროდნენ მოსანათლად, მაგრამ ყველა მონათლულისთვის ჯვრები არ ჰყოფნიდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი