საზოგადოება

ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი –„მომავლის სტომატოლოგია“ უკვე ხელმისაწვდომია

№22

ავტორი: „თბილისელები“ 54 წუთის წინ

ფოტო
დაკოპირებულია

თანამედროვე სტომატოლოგია მხოლოდ სამკურნალო პროცედურებს არ გულისხმობს – ეს არის ნდობა, უსაფრთხოება, მუდმივი განვითარება და პაციენტზე ზრუნვის სრულიად ახალი კულტურა. სწორედ ამ იდეით ექიმმა სტომატოლოგმა ანა შარვაძემ ქალაქ ქუთაისში შექმნა მულტიფუნქციური სივრცე – „ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი“ (GAD), სადაც ამერიკული გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და პროფესიონალიზმი ერთიანდება. კლინიკის მთავარი მიზანი არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა, არამედ საქართველოში ისეთი სტანდარტის დამკვიდრება, რომელიც პაციენტს კომფორტის, უსაფრთხოებისა და სრულყოფილი მკურნალობის განცდას მისცემს.

ანა შარვაძის თავდაუზოგავ შრომასა და სიახლისკენ ძლიერი და გაბედული ნაბიჯებით სვლას უკვალოდ არ ჩაუვლია. მას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს ამერიკაში და საერთაშორისო გამოცდილებამ მისცა საშუალება, ამჯერად უკვე საკუთარ სამშობლოს შესთავაზოს თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული სამედიცინო სივრცე.

– როგორ გაჩნდა „ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის“ შექმნის იდეა?

ანა შარვაძე: ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის შექმნის იდეა გაჩნდა იმ სურვილიდან, რომ საქართველოში არსებობდეს სივრცე, სადაც თანამედროვე სტომატოლოგია, მაღალი სტანდარტები და მუდმივი განვითარება ერთიანდება. ამერიკაში მიღებულმა გამოცდილებამ და იქ არსებული მიდგომების გაცნობამ დიდი მოტივაცია მომცა, შემექმნა კლინიკა, რომელიც პაციენტზე ზრუნვას სრულიად სხვა დონეზე აიყვანდა.

– რას ნიშნავს თქვენთვის „ამერიკული სტანდარტი“ ქართულ სტომატოლოგიაში?

– ამერიკული სტანდარტი ჩემთვის ნიშნავს ხარისხს, უსაფრთხოებას, დისციპლინას, პაციენტისადმი პატივისცემას და თანამედროვე მიდგომებს. ეს არის გარემო, სადაც თითოეული პროცედურა სრულ კონტროლსა და სტერილურ პირობებში ტარდება, ხოლო პაციენტი იღებს მაქსიმალურად კომფორტულ და პროფესიონალურ მომსახურებას.

– რა განსხვავებაა GAD-ს და უკვე არსებულ კლინიკებს შორის?

– GAD განსხვავდება თავისი ხედვითა და მიდგომით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ სწორი დიაგნოსტიკა, კვლევითი მიმართულება, თანამედროვე ტექნოლოგიები და პაციენტთან სწორი კომუნიკაცია. კლინიკა აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ამერიკულ სტანდარტებსა და მრავალპროფილურ მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენს კლინიკას ჰყავს სტომატოლოგიური სასწრაფო დახმარების მანქანაც, რაც ინოვაციას წარმოადგენს, რადგან ასეთი მომსახურება პირველია ამიერკავკასიაში.

– რა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს გამოიყენებს კლინიკა?

– კლინიკაში გამოიყენება თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიები, მათ შორის, ციფრული რენტგენოლოგია, 3D ტომოგრაფია, თანამედროვე ენდოდონტიური სისტემები, ესთეტიკური და ქირურგიული სტომატოლოგიის ინოვაციური მეთოდები. ჩვენი მიზანია, პაციენტმა მიიღოს სწრაფი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურება.

– როგორ ხდება პაციენტის უსაფრთხოებისა და სტერილიზაციის კონტროლი?

– პაციენტის უსაფრთხოება ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია. კლინიკაში დაცულია სტერილიზაციის და ინფექციის კონტროლის თანამედროვე პროტოკოლები. თითოეული ინსტრუმენტი გადის სტერილიზაციის სრულ ციკლს, ხოლო სამუშაო გარემო მუდმივად კონტროლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

– დაახასიათეთ, გუნდი, რომელიც დაგვხვდება და გაგვიწევს შესაბამის მომსახურებას

– კლინიკის გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით.

კლინიკა აქტიურად ზრუნავს ჩვენი ექიმების უწყვეტ განვითარებაზე, ისინი მუდმივად მონაწილეობენ ტრენინგებში, სემინარებსა და პროფესიულ შეხვედრებში. კლინიკაში აქტიურად ტარდება საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, იყვნენ თანამედროვე სტომატოლოგიის განვითარების პროცესის ნაწილი.

– რა მომსახურების მიღება შეუძლია თქვენთან მოსულ მომხმარებელს?

– კლინიკაში პაციენტს შეუძლია, მიიღოს როგორც თერაპიული და ესთეტიკური, ასევე ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული და იმპლანტოლოგიური მომსახურება. ასევე, ხელმისაწვდომია პროფესიული ჰიგიენა, კბილების გათეთრება, 3D დიაგნოსტიკა და ინდივიდუალურად დაგეგმილი კომპლექსური მკურნალობა.

ასევე, ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობა. მომავალში იგეგმება ამერიკული კლინიკებიდან ექიმებისა და პროფესორების მოწვევა „ქართულ-ამერიკულ სტომატოლოგიურ კვლევით ცენტრში“, სადაც ჩატარდება ტრენინგები, მასტერკლასები და გამოცდილების გაზიარების პროგრამები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში მუდმივად ინერგებოდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო ექიმებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ადგილზე მიიღონ მაღალი დონის პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი