საზოგადოება

რა არის ჟანგბადის კონცენტრატორი და ვინ უნდა გამოიყენოს?

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 16:39

ჟანგბადი
დაკოპირებულია

ბევრ ადამიანის შეუმჩნევია, რომ სუნთქვის გაძნელების ფონზე მისი სიცოცხლის ხარისხიც უარესდება - უარესად სძინავს, აწუხებს მუდმივი დაღლილობა, უჭირს მარტივი ფიზიკური აქტივობების შესრულებაც და ა.შ. უმრავლესობა ამას დატვირთულ გრაფიკსა და სტრესს მიაწერს, თუმცა მიზეზი შესაძლოა სრულიად სხვა ფაქტორი იყოს. თუ შეამჩნიეთ სუნთქვის პრობლემები სისტემატურ ხასიათს იღებს, აუცილებელია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

სუნთქვის ქრონიკული პრობლემების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სისხლში ჟანგბადის დაბალი დონეა. ჟანგბადის დონეს პერიფერიული ჟანგბადის სატურაციის (SpO2) მაჩვენებლის გაზომვით ადგენენ. სპეციალური აპარატი, პულსოქსიმეტრი, ზომავს ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის პროცენტულ რაოდენობას პერიფერიულ კაპილარებში. ახალშობილებში ეს მაჩვენებელი 90%-95% უნდა იყოს, ბავშვებსა და ზრდასრულებში 95%-100%, ხოლო 70-ს გადაცილებულებში კი 93%-97%. თუ ეს მაჩვენებელი ეცემა, ადამიანს ეწყება ჰიპოქსია (ჰაერის უკმარისობა, გახშირებული სუნთქვა, სწრაფი გულისცემა, თავბრუსხევა, თავის ტკივილი და ა.შ).

ჟანგბადის კონცენტრატორის მთავარი დანიშნულებაა სისხლში SpO2-ს დონე ოპტიმალურ დონეზე დაასტაბილუროს. აპარატი იღებს გარემოდან ჰაერს, ფილტრავს აცალკევებს აზოტს და ორგანიზმს მაღალი კონცენტრაციის სამედიცინო ჟანგბადით ამარაგებს. თუ პაციენტის სხეულს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაასტაბილუროს სისხლში ჟანგბადის მაჩვენებელი, მაშინ მკურნალი ექიმი ურჩევს აპარატის გამოყენებას. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ჟანგბადის აპარატებს მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს და, როგორც წესი, მკურნალობის პროტოკოლის ერთ-ერთი თანმხლები ნაწილია და არა მთავარი გადაწყვეტა.

ჟანგბადის კონცენტრატორს ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემების გამო სუნთქვის გართულების დროს იყენებენ. ხშირად უნიშნავენ პაციენტებს პნევმონიის, ასთმის, ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის, ემფიზემისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს. მაგალითად პნევმონია რომ ავიღოთ - აპარატული თერაპიის ფორმა სუნთქვას მოკლევადიან პერიოდში აადვილებს, სანამ ექიმი ძირითად პრობლემას მკურნალობს. როცა პნევმონია ალაგდება, ჟანგბადის აპარატის გამოყენებაც დიდი ალბათობით აღარ იქნება საჭირო. მაგრამ მკურნალობის პერიოდში სუნთქვის ობსტრუქციით გამოწვეულ დისკომფორტს მნიშვნელოვნად ამცირებს და ადამიანს საყოფაცხოვრებო საქმეების დამოუკიდებლად შესრულებაში ეხმარება.

მეორეს მხრივ, არის შემთხვევები, როცა აპარატის გამოყენება უფრო გრძელვადიანად შესაძლოა გახდეს საჭირო. მაგალითად, ქრონიკული დაავადების დროს, როცა ორგანიზმს სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციაა არ შეუძლია, ოქსიგენოთერაპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. როცა ადამიანი თავისუფლად სუნთქავს, აღარ ქოშინებს, მშვიდად სძინავს, მას უფრო სრულფასოვნად შეუძლია ცხოვრება.

როგორც წესი, თუ პაციენტს მსგავსი ტექნიკა სჭირდება, ექიმი ხშირად აპარატის დაქირავებას ურჩევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტექნიკა სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს, რომელსაც პაციენტმა დამოუკიდებლად შესაძლოა ვერ გაართვას თავი. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სერვისი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს 24-საათიან მხარდაჭერას. სასუნთქი აპარატების პროვაიდერი ორქა მედიქალი მომხმარებლებს საერთაშორისო FDA და CE სერტიფიკატების მქონე, სრულიად უსაფრთხო და მაღალი ხარისხის აპარატებს სთავაზობს. სპეციალისტები თავად ამოწმებენ მოწყობილობას, ცვლიან ფილტრებს, უზრუნველყოფენ სრულ სტერილურობას და ხაზზე არიან დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს.

ტექნოლოგიური პროგრესის დახმარებით, ოქსიგენოთერაპიის საჭიროება აღარ ნიშნავს სახლში გამოკეტვას. ბაზარზე მრავლადაა მცირე ზომის მოდელები, რომლებიც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ თან ატარონ, თუნდაც თვითმფრინავით ფრენისას.

თუ ადამიანს აწუხებს ძილის ობსტრუქციული აპნო (ღამით სუნთქვის პერიოდული შეჩერება), მას, როგორც წესი, უფრო სპეციალიზებულ მოწყობილობას, სიპაპ ან ბიპაპ აპარატებს ურჩევენ. სიპაპ და ბიპაპ აპარატები სწორედ ძლიერი ხვრინვისა და აპნოეს თანამდევი სირთულეების მოსაგვარებლად გამოყენება. თუმცა კონკრეტულად ბიპაპ აპარატი ჰაერის წნევის ორ დონეზე რეგულირების საშუალების გამო, სხვა სასუნთქი პრობლემების გადასაჭრელადაც შეიძლება დაინიშნოს.

თუ სუნთქვა გიჭირთ, პირველ რიგში ზუსტი დიაგნოზის დასმა გჭირდებათ. ჟანგბადის აპარატების თვითნებურად დაქირავება დაუშვებელია. აუცილებელია კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაციის გავლა, რათა მან შესაბამისი მკურნალობის პროტოკოლი შეადგინოს. იმისთვის, რომ ოქსიგენოთერაპია ეფექტური იყოს, საჭიროა აპარატის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი