ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: უფლის აღდგომა თავისი წყალობითა და მადლით შეუდარებელი ძალის დღესასწაულია – მშვიდობა და სიკეთე მოეტანოს ჩვენს ქვეყანაში!
ავტორი: „თბილისელები“ 18:32 17.05, 2024 წელი

ნათელმხილველ ნანული ლალიაშვილს ჩვენი ჟურნალის მკითხველი კარგად იცნობს. გასულ წელს საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით იბეჭდებოდა წერილების ციკლი, ინტერვიუები ნანული ლალიაშვილთან, სადაც ცნობილი ნათელმხილველი საინტერესო მოსაზრებებსა და პროგნოზებს გვაცნობდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით.
ქალბატონი ნანული დღეს თბილისში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ნათელმხილველია, მასზე ლეგენდები ათეული წლების წინ შეიქმნა, ის დიდხანს მუშაობდა ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში. მასთან სეანსებზე დადიოდნენ მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რაც ასახულია დოკუმენტურ ფილმსა და ფოტოქრონიკებში. ნანული ლალიაშვილი ხელმძღვანელობს აკადემიას – „წინ – ბედნიერებისკენ“. მის მიერ ჩატარებული უნიკალური პროცედურები ეხმარება ადამიანებს, დაძლიონ პრობლემები პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში, შავი ძალების ზემოქმედება და განსაცდელები. ამ პროცედურებმა ქალბატონ ნანულის საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მან უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ და წარმატებისკენ.
ნანული ლალიაშვილი: პირველ რიგში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩემს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. უფლის აღდგომა, თავისი წყალობითა და მადლით, შეუდარებელი ძალის დღესასწაულია. აღდგომის მადლი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს, მშვიდობა მოეტანოს ამ საოცარ დღეს ჩვენს არეულ სამყაროში! ღმერთმა მრავალს დაგვასწოროს, დაგვლოცოს და გაგვახაროს. მშვიდობა, სიკეთე და კეთილდღეობა – ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს!
წელს აღდგომის დღესასწაული ერთი დღით უსწრებდა წმიდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს. საქართველოში წმიდა გიორგის განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ. მას შევთხოვთ შემწეობას განსაცდელების, წინაღობების დროს და ისიც, უამრავი სასწაულის შემოქმედი, გვეხმარება და გვმატებს ძალას, რაც ახლა განსაკუთრებით გვჭირდება, რადგან სამწუხაროდ, ამ დროში ჩვენს სამყაროს განსაცდელები არ აკლია.
– როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი ქაოსი მთელ მსოფლიოში?
– ის, რაც ახლა ხდება, ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარია და ემსახურება მსოფლიოს ახალ გადანაწილებას, ბოროტი ძალების, ფინანსური კორპორაციების მომძლავრებას. რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური პროგრესი, გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება, მეტად დააკარგვინონ სახე ადამიანს, გააქრონ ის. ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, ომებმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, ფინანსურმა კრიზისებმა, პანდემიებმა და არაერთმა გამოწვევამ დაგვარწმუნა, რომ ისეთი დრო მოდის, თუ ადამიანებმა მეტი თანადგომა, ჰუმანურობა, სიყვარული არ გამოვიჩინეთ, ცხოვრება აზრს დაკარგავს. ადამიანებს მარტივად ჩაანაცვლებს ტექნოლოგიები, რისკენაც, სამწუხაროდ, მიდის თანამედროვე მსოფლიო.
– ქალბატონო ნანული, მრავალი ათეული წელია, ეხმარებით ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ. ბოლო წლებში თუ შეიცვალა პრობლემები, რომლებითაც თქვენთან დახმარებისთვის და უნიკალური პროცედურების ჩასატარებლად მოდიან?
– 50 წელზე მეტია, ამ საქმეს ვემსახურები და არ მახსოვს იმდენი პრობლემა ჰქონოდათ ადამიანებს, რაც ახლა აქვთ. პრობლემები პირად ცხოვრებასა და საქმეში, წარუმატებლობა, შავი ძალების ზემოქმედება, მარტოობა, განსაცდელები, ოჯახური ძალადობის სასტიკი შემთხვევები, ნარკოდამოკიდებულების კატასტროფული ზრდა – ამ ყველაფერს იწვევს ის დაძაბული გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ალბათ, ამიტომაც, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მომმართავს მძიმე დეპრესიებით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში.
რა გველის მომავალში და როგორ შევიქმნათ წარმატებული კარიერა? – ეს არის შეკითხვა, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს. ცხოვრების რაც არ უნდა რთულ გზას გადიოდეთ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არ მთავრდება პრობლემები და წინაღობები, რაც ხელს გვიშლის, უნდა მივხვდეთ, რომ ეს სხვა ძალების ზემოქმედებით ხდება და ამ დროს საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. არსებობს უამრავი მეთოდი და პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.
– თქვენ აღიარებული ხართ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნათელმხილველისთვის, რომ მან ადამიანთა ნდობა მოიპოვოს?
– იმის მიუხედავად, რომ არ გავიარე იოლი გზა, უარი ვთქვი საყვარელ საქმეზე, პედაგოგობაზე, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, მაინც ამ გზას ავირჩევდი. წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დავეხმარე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს პროფესიაში. ნათელმხილველთან ადამიანი მაშინ მიდის, როდესაც ცხოვრების რთული პერიოდი, დიდი განსაცდელი აქვს და როცა ასეთ დროს იმედდაკარგულ ადამიანს დაეხმარები და ცხოვრების გეზს აჩვენებ ან სწორ გზაზე დააბრუნებ, ამაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის რა უნდა იყოს?!
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ საინტერესო ცხოვრებით მაცხოვრა.
მე თბილისში ღრმად მორწმუნე ადამიანების ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი ცნობილი სახალხო მკურნალი იყო. ის ადრევე მიხვდა, რომ ნათელხილვის უნარი მემკვიდრეობით გადმომეცა. ბებია ბევრ რამეს მასწავლიდა. განსაკუთრებით მიზიდავდა მისი უძველესი, საუკუნოვანი რელიკვიური წიგნი, რომელიც საოცარ მაგიურ საიდუმლობებს, მათ ახსნასა და წესებს ინახავდა. ბებიას გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ მისი გზის შეწყვეტა არ შეიძლებოდა. რამდენიმე წელი თბილისში ვიყავი, შემდეგ დიდი ხნით აქაურობის დატოვება და უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლა მომიწია. სადაც, 80-იან წლებში იგეგმებოდა სპეციალური საიდუმლო სამსახურის შექმნა. ჯგუფის წევრებს შორის მეც ვიყავი, ეს სამსახურები მუშაობდა სახელმწიფოს პირველ პირებთან. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, მაგრამ კულუარებში ყველა იყენებდა ნათელმხილველთა რჩევებს. ამის შესახებ ჩემს წიგნში ცალკე თავია მიძღვნილი. წლები ვიცხოვრე ჩემთვის ძალიან საინტერესო გარემოში, მაგრამ რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვაგან, შენს სამშობლოში ცხოვრებას არაფერი შეედრება, ამიტომაც დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში. იმედია, მალე დადგება დრო, როდესაც ადამიანებს ეკონომიკური პრობლემების გამო აღარ მოუწევთ ქვეყნის დატოვება, პირიქით, ემიგრანტები მასობრივად დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში, რადგან ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, არის მშვიდობა, შრომა და თავდადება, სვლა ერთი მიზნისკენ – ქვეყნის გამარჯვებებისკენ!
უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!
ქალბატონი ნანული ლალიაშვილის ოფისთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ:
5 79 70 00 57, 5 99 07 33 22.
კომუნიკაცია, ასევე, შესაძლებელია „ვაიბერით“ ან „ვოთსაფით“.
WHATSAPP / VIBER 5 79 70 00 57
სიახლეები ამავე კატეგორიიდან