საზოგადოება

ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით, იწყება ახალი მნიშვნელოვანი მოვლენებით გამორჩეული ციკლი

№34

ავტორი: თამარ გუნია 17:39

ნანული ლალიაშვილი
დაკოპირებულია

ნათელმხილველ ნანული ლალიაშვილს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს, ის ალტერნატიული მედიცინის აკადემიკოსი, ეზოთერული მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. ლეგენდები ცნობილ ნათელმხილველზე ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც ის ევროპაში, რუსეთსა და ამერიკაში მუშაობდა. მასთან სეანსებზე დადიოდნენ მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რაც ასახულია დოკუმენტურ ფილმსა და ფოტოქრონიკებში.

წელს ქალბატონ ნანულის დაბადებიდან 80 წლისთავი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, მათ შორის მისი ცნობილი კოლეგების ვიზიტი თბილისში, ასევე ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია.

მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, კვლავ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქალბატონ ნანულისთან მისი განვლილი გზის, ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებისა და საყვარელი საქმის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახალხო მკურნალის შთამომავალმა 6 ათეულ წელზე მეტი მიუძღვნა.

ნანული ლალიაშვილი: პირველ რიგში მარიამობის უდიდეს დღესასწაულს მივულოცავ თქვენს მკითხველს, ჩვენს ხალხს – მრავალ მარიამობას დაგასწროთ უფალმა, დედა ღვთისა იყოს შემწე და მფარველი ჩვენი ოჯახების, ჩვენი სამშობლოსი, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა! მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული სუფევდეს ჩვენს ოჯახებში და სრულიად სამყაროში! მარიამობას მივულოცავ ყველა ემიგრანტს, სამშობლოდან დაშორებით მყოფ ჩვენს და-ძმას და შვილებს!

ღვთისმშობლის მიძინების დღე ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც მრავალი წელია, ვხვდები ტაძარში, სადაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავდივარ. ღვთისმშობელი მარიამი განსაკუთრებულად მიყვარს, ყველგან და ყოველთვის, ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი და ვგრძნობ მის მეოხებას. მარიამი ერქვა ჩემს უძვირფასეს დედას, ამ დიდებულ სახელს ატარებენ ჩემი შვილი და შვილიშვილი.

მარიამ ღვთისმშობელს ყველა ქრისტიანი ჩვენს სულიერ დედად და მფარველად მივიჩნევთ, ამ დღეს განსაკუთრებულად ვგრძნობთ სიდიადეს დედის, რომელიც ისმენს ყველას გულისტკივილს, გვანუგეშებს და თავის კალთას გვაფარებს. მარიამობას თითქოს კიდევ ერთხელ ვიაზრებთ დედობრივი სიყვარულის უდიდეს ძალას. ჩემთვის ეს დღე ასოცირდება განსაკუთრებულ სითბოსთან, დედის სიყვარულთან, რომელიც მრავალი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ჩემს გულში დარჩა სამუდამოდ, ასევე იმედთან, რომელიც ყველაზე რთულ დღეებშიც კი გვათბობს და გზას გვინათებს. დაე, ამ დღის მადლი, სინათლე, სითბო და იმედი ტრიალებდეს თქვენს ოჯახებში, ჩვენს სამყაროში, რომელიც ურთულეს გზას გადის.

– როგორ გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რაც ახლავს თანამედროვე ცხოვრებას და ძირითადად; რა სეანსებს უტარებთ თქვენთან მოსულ ადამიანებს?

– თანამედროვე სამყარო მართლაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს ადამიანებს. სექტემბერში იწყება ახალი ორწლიანი ციკლი, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება გამორჩეული. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შიში ხვალინდელი დღის, არასტაბილურობის, კრიზისების, ქაოსის და არც თუ უსაფუძვლოდ, ის ეტაპი, რომელშიც კაცობრიობა შევიდა, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, პირიქით, ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით, რომლის ნაწილია ყველა ის პროცესი, ბოროტება, ომი და აგრესია, რასაც ბოლო წლებში გავდივართ. ამ ყველაფრის შედეგები 15-20 წლის შემდეგ დადგება.

რა გადაგვარჩენს? გონიერება, სიფრთხილე და... რწმენა. რაც არ უნდა უარყონ მავანთა, რომ ტექნიკური პროგრესი, ყველაფრის გადაფასება და ორიენტირი ყოფითზე გახდება გადამწყვეტი, სწორედ ასეთ დროს გვრჩება რწმენა, რომელსაც ვერაფერი წაგვართმევს – რწმენა ბოლომდე ჩვენთან არის.

დღეს ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რომელთაც აქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში, კარიერაში, ბიზნესში. ძალიან გახშირდა ოჯახური კრიზისები. არის ბარიერები, რაც გვიკეტავს გზას წარმატებისკენ. მე ვეხმარები ადამიანებს, გადალახონ ეს ბარიერები და მიაღწიონ წარმატებას საქმეში, ბიზნესში, მოიზიდონ ბარაქა, კეთილდღეობა. არსებობს რიტუალები, წესები, რომელიც უნდა დაიცვათ იმისთვის, რომ სასურველ მიზანთან მიხვიდეთ.

ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი შეპყრობილია ნეგატივით, განიცდის შავი ძალების, ჯადოს, გათვალვის ზემოქმედებას, ამ დროს საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. არსებობს უამრავი მეთოდი და პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია პრობლემების მოგვარება და დასახული მიზნების მიღწევა.

– ქალბატონო ნანული, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ, უამრავი რეგალიის მფლობელი ხართ, ათეული წლებია, თქვენი აკადემიის – „წინ ბედნიერებისკენ“ – ფარგლებში ეხმარებით ათასობით ადამიანს, შეიცვალოს მათი ცხოვრება. რა გაძლევთ ძალას და ენერგიას, რომელიც ამ ყველაფერს განსაზღვრავს?

– წელს ქრისტეშობას 80 წლის ვხდები. ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ძალიან საინტერესოდ მეცხოვრა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ უფლისა და სამყაროსი. ჩემს ოჯახს და მეგობრებს გადაწყვეტილი აქვთ, ჩემი 80 წლის იუბილე გრანდიოზულად აღინიშნოს. თბილისში ჩამოვლენ ჩემი კოლეგები, ცნობილი ნათელმხილველები სხვადასხვა ქვეყნიდან, ვისთან ერთადაც წლები ვიმუშავე ცნობილ ეზოთერიკულ აკადემიაში. გვექნება საინტერესო ღონისძიებები, სადაც ყველა მსურველი შეძლებს დასწრებას.

საინტერესო გზა გავიარე. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, იმავე არჩევანს გავაკეთებდი. იმის მიუხედავად რომ ჩემი ოცნება იყო ხელოვნება, მუსიკა პედაგოგიკა, რაც ნაწილობრივ ავისრულე კიდეც. კონსერვატორიაში ჩავაბარე. რამდენიმე წელი ვმუშაობდი პედაგოგად ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა ბებიის გავლენით, რომელიც ცნობილი სახალხო მკურნალი იყო. მე ეს უნარი მისგან გადმომყვა. ბებიამ ანდერძით დამიტოვა უნიკალური წიგნი, რომელიც ეზოთერიკულ, მაგიურ საიდუმლოებებს მოიცავდა, რასაც მე ჩემი უნიკალური პროცედურები დავამატე. აგერ უკვე 60 წელია, ვემსახურები საქმეს, რომელმაც ბევრი წარმატებული დღე მაჩუქა, მაგრამ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი „საიდუმლო“ და ამოცანა არის სიყვარული. დიახ, გახსოვდეთ, ეს არის ყველაზე დიდი გასაღები, რაც ყველა კარს ერგება – სიკეთე, ადამიანების სიყვარული და რწმენა. დიახ, ამ ძნელბედობის ჟამს ადამიანი გადარჩება ადამიანობით, რწმენით, იმედით და გამარჯვების ჟინით!

უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

ნანული ლალიაშვილის ოფისთან დასაკავშირებლად დარეკეთ:

579 700 057; 599 07 33 22.

უცხოეთიდან დაგვიკავშირდით: WHATSAPP / VIBER 579 70 00 57

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი