საზოგადოება

ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: არსებობს უნიკალური პროცედურები და რიტუალები, რომლებიც წინაღობების დაძლევასა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ

№38

ავტორი: თამარ გუნია 16:00 27.09

ნანული ლალიაშვილი
დაკოპირებულია

ცნობილ ქართველ ნათელმხილველს, ნანული ლალიაშვილს, ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. ბოლო წლებში მის შესახებ მედიაშიც ბევრი ითქვა და დაიწერა. ქალბატონი ნანული ევროპის ბიოენერგოკორექტორთა საერთაშორისო კონგრესის საპატიო წევრია, ხელმძღვანელობს ალტერნატიული მედიცინის აკადემიას – „წინ – ბედნიერებისკენ“.

 

ქალბატონი ნანული ათეული წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში. ამერიკაში და შემდეგ მოსკოვში გატარებულმა წლებმა მას საერთაშორისო აღიარება და დიდი წარმატებები მოუტანა. უცხოეთში მის სეანსებსა და მასტერკლასებს მსოფლიოს ცნობილი ადამიანები და ბიოენერგეტიკოსები ესწრებოდნენ, რაც მას საკუთარ წიგნში, „წინ – ბედნიერებისკენ” აქვს აღწერილი. ნანული ლალიაშვილის ჩატარებული უნიკალური პროცედურები ადამიანებს ეხმარება, მოიპოვონ წარმატება, სიმშვიდე, სტაბილურობა, კეთილდღეობა, გადალახონ პრობლემები და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ნანული ლალიაშვილი: მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, ჩემი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მახარებს, რომ საქართველოში, უამრავ დარგში გვყავს მაღალი დონისა და კვალიფიკაციის პროფესიონალები, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული მედიცინა დღეს განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. ამაში ცოტა ხნის წინ პირადად დავრწმუნდი. არ შემიძლია, საქებარი სიტყვები არ გამოვთქვა აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმთა გუნდის მიმართ, განსაკუთრებულად მინდა, გამოვარჩიო შესანიშნავი ექიმები: ტრავმა-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი, მედიცინის დოქტორი ნუგზარ იარაჯული და პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ზოგადი ქირურგი თეიმურაზ მგელიაშვილი. ისინი თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე, მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის ექიმები არიან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის, რაც მათ პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინეს. მათ შესახებ ბევრი კარგი მქონდა გაგებული მადლიერი და კმაყოფილი პაციენტებისგან, მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ექიმის დახმარებას, როცა ეს ძალიან გჭირდება, ეს მართლაც შეუფასებელი სიკეთე და მადლია. თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მივმართავ ბატონ ნუგზარს და ბატონ თეიმურაზს. ვუსურვებ მათ ბევრ მადლიერ და გამოჯანმრთელებულ პაციენტს, წარმატებულ წლებს საქმეში, რომელსაც ისინი გულით, ღირსეულად ემსახურებიან.

იმ ექიმთა შორის, ვის მიმართაც განსაკუთრებული ნდობა მაქვს არის ასოცირებული პროფესორი, თერაპევტ-კარდიოლოგი თამარ ბოჭორიშვილი. მას შემდეგ რაც საქართველოში დავბრუნდი ქალბატონ თამარს ვანდობ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. ქალბატონი თამარი არის თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ერთგულად იცავს ექიმის ფიცს – იყოს პაციენტის გვერდით და ყველაფერი გააკეთოს მის დასახმარებლად.

ჩვენი ქვეყნის მომავალი პროფესიონალ, თავის საქმის მოყვარულ და ერთგულად მსახურ ადამიანებზე დგას. აქვე ერთ ჩემთვის მნიშვნელოვან თემას შევეხები – რამდენიმე დღეა, საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ვისარგებლებ შემთხვევით და სწავლის დაწყებას მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, წარმატებებს ვუსურვებ მათ ცხოვრების ახალ გზაზე. მრავალი ათას მოსწავლესთან ერთად ახალ სასწავლო წელს ვულოცავ ჩემს შვილიშვილს – ნიკოლოზს, რომელიც „ევროპული სკოლის“ მეორე კლასის მოსწავლეა. ვისურვებდი, ბევრი ასეთი სკოლა იყოს ჩვენს განათლების სისტემაში, ესაა შესანიშნავი სკოლა კვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც ყველა პირობას უქმნიან მომავალ თაობას კარგი განათლების მიღებისა და განვითარებისთვის.

მე, როგორც ყოფილ პედაგოგს, სკოლისა და განათლების სისტემის მიმართ განსაკუთრებული ემოციები მაქვს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები სკოლასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და წარმატება მხოლოდ და მხოლოდ განათლებაზე გადის. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში განათლება იყო, არის და მუდამ იქნება ქვეყნისა და ყველა ოჯახის პრიორიტეტი.

– თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით უცხოეთში, ცნობილ ნათელმხილველებთან ერთად, მათ შორის ჯუნა დავითაშვილთან. თუ გაიხსენებთ მასთან გატარებულ პერიოდს.

– ჯუნა 80-იან წლებში გავიცანი, როდესაც მოსკოვში გადავედი სამუშაოდ. იმ პერიოდში მასთან ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ჩვენ ერთად მოგვიწია ჩართვა პროექტზე, რომელიც შრი-ლანკაში განხორციელდა. მაშინ მე და ჯუნას აქტიური საქმიანი კავშირი გვქონდა, მასთან ურთიერთობამ, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. იმ პერიოდში, როდესაც ერთად ვმუშაობდით, ჩვენ გვქონდა შეხება სახელმწიფოს პირველ პირებთან. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, მაგრამ კულუარებში ყველა იყენებდა ნათელმხილველთა რჩევებს. ამ მხრივ, ჩემი პირადი გამოცდილებაც ძალიან მდიდარია, რის შესახებაც ჩემს წიგნში მაქვს დაწერილი.

– როგორ დაიწყო თქვენი წინასწარმეტყველებები?

– საკმაოდ პატარა ასაკში. ბებიაჩემი ღრმად მორწმუნე, განსწავლული ქალი, ცნობილი სახალხო მკურნალი იყო. იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ხალხი მასთან მთელი საქართველოდან ჩამოდიოდა. ბებია სხვადასხვა მეთოდით ეხმარებოდა ადამიანებს. ის ყველაზე ადრე მიხვდა, რომ მისი უნარი მემკვიდრეობით მე გადმომეცა და ბევრ რამეს მასწავლიდა. განსაკუთრებით მიზიდავდა მისი უძველესი, საუკუნოვანი რელიკვიური წიგნი, რომელიც საოცარ მაგიურ საიდუმლოებებს, მათ ახსნასა და წესებს ინახავდა. ამ ინტერესის მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობდი, რომ ჩემი გზა მქონდა. რამდენიმე წელი სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ბებიას გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ მისი გზის შეწყვეტა არ შეიძლებოდა. რამდენიმე წელი თბილისში ვიყავი, შემდეგ დიდი ხნით აქაურობის დატოვება და უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლა მომიწია. მოსკოვში, ძალიან ცნობილ ალტერნატიული მედიცინის ცენტრში მიწვეულ პედაგოგად ვმუშაობდი, თუმცა, რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვაგან, შენს სამშობლოში ცხოვრებას არაფერი შეედრება, ამიტომაც დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში. მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მარგუნა. ადამიანების სიყვარულმა ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში, ეს სიყვარული ყველა ჯილდოსა და აღიარებაზე მაღლა დგას.

– ადამიანები თქვენი ფენომენალური ნიჭის შესახებ საოცარ ისტორიებს ჰყვებიან. გვიამბეთ, რა პრობლემების დროს და როგორ ეხმარებით ადამიანებს?

– ადამიანებს პრობლემები ყველა დროში და ყველგან ერთნაირი აქვთ, თუმცა ამ ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მომმართავს მძიმე დეპრესიებით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში. ამას ემატება პრობლემები ოჯახში, პირად ცხოვრებაში, კარიერაში. თითქმის ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომლებიც ჩემთან სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად მოდიან. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არ მთავრდება პრობლემები და წინაღობები, რაც ხელს გვიშლის, უნდა მივხვდეთ, რომ ეს სხვა ძალების ზემოქმედებით ხდება და ამ დროს სპეციალისტის ჩართვაა საჭიროა. არსებობს უამრავი მეთოდი და პროცედურა, რომლითაც შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება და ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ.

ნანული ლალიაშვილთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, დარეკოთ:

579-70-00-57; 599-07-33-22.

ნანული ლალიაშვილის ოფისთან კომუნიკაცია ასევე შესაძლებელია „ვაიბერით“ ან „ვოთსაფით“. WHATSAPP / VIBER 599-07-33-22.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი