საზოგადოება

ნაომი კემპბელი H&M-ის პარიზით შთაგონებულ საშემოდგომო კამპანიაში - მოგესალმებით Brasserie Hennes-იდან!

ავტორი: ეკა ტიკარაძე 15:10 15.09

ნაომი კემპბელი H&M
დაკოპირებულია

H&M-ი სიამაყით წარმოგიდგენთ საოცარ ბრასერი ჰენესს თავის უახლეს ფილმში. ბრასერი ჰენესი - ეს არის გამოგონილი ადგილი, რომელიც მოიცავს პარიზული ბრასერის კულტურას, საიდანაც შეგიძლია პარიზის ჯადოსნურობას განსაკუთრებულად დააკვირდე. ყველას აქვს შესაძლებლობა, ღია ცის ქვეშ განსაკუთრებულ სტილს დააკვირდეს. სასტუმრო ჰენესის ევოლუციის სამყაროში, ბრასერი ჰენესი ახალ თავგადასაცალს გვპირდება. აქ, მოდა ყველასთვისაა და ყველაფერი შესაძლებელია, მოხდეს.

ნაომი კემპბელი პარიზელი მოდის ინსაიდერის როლს ასრულებს, რომელსაც Brasserie Hennes-ში ცნობისმოყვარე ტურისტი, მოდელი ჯილ კორტლევი შეუერთდება, რომელიც მოდის დედაქალაქში ახლახან ჩამოფრინდა. ყავით ხელში, კემპბელი და კორტლევი, აკვირდებიან როგორც კოლეგები გადასაღებ მოედანზე, როგორც "ახალგაზრდა იმპერატორების" შემქმნელები, თუ როგორ ირგებენ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის საუკეთესო სტილს მოდელები ჯორდან ბარეტი და პალომა ელსესერი და ინფლუენსერი ტყუპები მოლი და რიზ ბლატსტეინები. ბარდია ზეინალის შექმნილი ფილმი პარიზის თემატიკას ეძღვნება, რომელსაც მოდის შთაგონება მოაქვს.

„ძალიან სასიამოვნოა H&M-თან ამ ფილმზე მუშაობა, რომელიც შთაგონებულია ჩემს გულთან ასე ახლოს მყოფი ქალაქით. შესანიშნავი მოდა უნდა იყოს ყველასთვის და გასაოცარია იმის ხილვა, რომ ეს კამპანია სწორედ ამას მოწმობს“, - განაცხადა ნაომი კემპბელმა.

2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია პარიზული სტილის განსახიერებაა - კლასიკური, თავდაჯერებული და ცვალებადი. ქუჩის სტილის აუცილებელი მოდელებია: მოკლე ქვედაბოლო, მკვეთრი დიდი ზომის მოსაცმელები და მაღალყელიანი ფეხსაცმელები. სტაფილოსფრის თბილი ტონები, წითელი და ბურგუნდისფერი შეხამებულია კუბოკრულ სტილთან და განსაკუთრებულად გამოხატავს პერსონალურობას კაშკაშა აქსეუარებით, დიდი ზომის ჩანთებითა და გამომხატველი ნაქსოვი სამოსით.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრასერი ჰენესში: ფანტასტიკურ ფიქციურ ადგილას, სადაც ჩვენი 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ბრწყინავს. ჩვენ მოხარულები ვართ პარიზის საოცრების H&M-ში გაერთიანებით და მოუთმენლად ველით თქვენთვის მის გაზიარებას“, - აღნიშნა ანა სოფია იოჰანსონმა, H&M-ის კრეატიულმა მრჩეველმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი