საზოგადოება

მსოფლიო დიქტატორების ყველაზე აუხსნელი ქმედებები

№29

ავტორი: რევაზ ტომარაძე 14:59 26.07

დიქტატორები
დაკოპირებულია

ფრანსისკო ნგემა ნდონგი და ქვეყნის შეჭმული ხაზინა

ჰიტლერის მსგავსად, ახალგაზრდა ფრანსისკო ნგემა სრულებით არ ბრწყინავდა არც ტალანტით, არც გონებრივი უნარებით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ხელში ჩაეგდო პატარა ქვეყნის – ეკვატორული გვინეის ხელისუფლება.

დაიწყო რა სრულიად არაჩამორჩენილი ქვეყნის მართვა, ნგემამ 11 წლის განმავლობაში მასში გაანადგურა ყველანაირი ცოცხალი, არმიის გარდა. ქვეყნიდან გაყარა უცხოელები, აკრძალა განათლება, მედიცინა. შემდეგ მისწვდა ეკონომიკას, აუკრძალა მუშაობა ყველა ჰესს და მცირე სამრეწველო საწარმოებს. უკმაყოფილოებს ანადგურებდნენ ათასობით, ხალხი გარბოდა ეკვატორული გვინეიდან.

ხოლო ნგემასთვის ეს არ იყო საკმარისი. იმის შემდეგ, როცა გადააყენა და სიკვდილით დასაჯა ეროვნული ბანკის მეთაური, დიქტატორმა თავისი თავი ფინანსთა მინისტრად გამოაცხადა და, იმავდროულად, სახელმწიფო ბანკის უფროსად. მთელი სახელმწიფო სავალუტო ფონდი ჩუმად ჩაალაგა ჩემოდნებში, შეფუთა და შესანახად დიქტატორის რეზიდენციაში გადაიტანა. მოარული ხმებით, რამდენიმე ჩემოდანი და სამგზავრო სკივრი ნგემას საწოლის ქვეშ ინახებოდა.

1979 წელს სამხედროებს შორის მომწიფდა შეთქმულება და ნგემა დაამხეს. მანამდე მან თავი აარიდა დაპატიმრებას; სახლიდან ჯუნგლებში გაიქცა და მთელი ეროვნული ხაზინა თან წაიღო. ნგემა რამდენიმე საათში დაიჭირეს. ამ დროის განმავლობაში დიქტატორმა მოასწრო ფულის ნაწილის დაწვა, ხოლო დანარჩენი ნაწილის... შეჭმა. სამხედროებმა ის იმ მომენტში დააპატიმრეს, როდესაც ის სახაზინო დოლარებს სანსლავდა.

ფრანსუა დიუვალიე და ვუდუს თოჯინები

1957 წელს, ჰაიტის რესპუბლიკის ჯანმრთელობის ყოფილი მინისტრი ფრანსუა დიუვალიე გახდა რა პრეზიდენტი, დაიწყო ბრძოლა არა მარტო დაავადებების წინააღმდეგ, არამედ თავისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართაც. მოლოდ პოლიტიკურმა მკვლელობებმა მისი მმართველობის მთელი ისტორიის განმავლობაში 30 ათასი ადამიანი შეიწირა.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ დიუვალიეს მოწოდებით, ჰაიტის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლად ვუდუს რელიგია იქცა. დიქტატორი თავის თავს პრეზიდენტს კი არ უწოდებდა, არამედ შაბათის ბარონს, რაც „მკვდრების ბელადს“ ნიშნავდა. როდესაც ჯონ კენედი ჰაიტის რეჟიმის კრიტიკით გამოდიოდა, შაბათის ბარონმა დიუვალიემ კენედის სანთლის ფიგურაში (თოჯინაში) ნემსების ჩარჭობით საზოგადო რელიგიური რიტუალი ჩაატარა. ამის შემდეგ მალე კენედის ესროლეს და მოკლეს, ხოლო დიუვალიე სიცოცხლის ბოლომდე ამბობდა, რომ ეს მისი მაგიური რიტუალის ჩატარებამ გამოიწვია.

ასე გააგრძელებდა, ალბათ, ჰაიტელი ჯადოქარი ქვეყნის მართვას, მაგრამ შაბათის ბარონს დიაბეტმა მოუსწრაფა სიცოცხლე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული