საზოგადოება

მინიმალიზმიდან მაქსიმალიზმამდე - ოქროს სამკაულები, გამოკვეთილი ფორმებით - წლის ტრენდი!

ავტორი: „თბილისელები“ 18:22 29.07, 2022 წელი

ოქროს სამკაულები
დაკოპირებულია

სექსუალური ტრენდი დაბრუნდა! თამამი ოქროს სამკაულები ყელსაბამებიდან, დიდ, მხიარულ საყურეებამდე და ნათელ, ფერად ბეჭდებამდე, ახლა მაქსიმალური გართობის მომენტია.

ესაა სამკაულები - „იგრძენი თავი კარგად“! ისეთი ნივთები, რომლებიც მყისიერად აძლიერებს თქვენს სტილს და განწყობას. შესაძლოა ერთგვარი სამკაულების თერაპიაც კი დავარქვათ.

საზოგადოებას სურს ისევ ჩაიცვას, ატაროს კაშკაშა ფერები და მხიარული სამკაულები, რომლებიც მათ თავს ბედნიერად აგრძნობინებენ, - ამბობენ ცნობილი სტილისტები მოდისა და სამკაულების ჩვენებიდან დაბრუნების შემდეგ და აღნიშნავენ, რომ 2022 წლის ტენდენციები მოითხოვს სექსუალურ გარეგნობას.

მაქსიმალისტური სტილი მისასალმებელი ცვლილებაა ბოლო სეზონის მინიმალისტური ესთეტიკისგან. ცვლილებით სამკაულებში, ის უფრო თამამი, ძლიერი და მხიარული გახდა.

ერთგვარი სასიამოვნო პროცესი კი ძველი ნივთების ახალ, ფერად და ბრჭყვიალა სამკაულებთან შერწყმაა, მნიშვნელობა არ აქვს გაცვიათ წვეულებისთვის შესაბამისად, მკაცრი გარეგნობითა თუ თინეიჯერულად, ეს სამკაულები მხიარულ ემოციებს გააერთიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადრე ითვლებოდა, რომ ოქროს სამკაული ფუფუნებასთან ასოცირდებოდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა. თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ცვლილებებმა ოქრო არათუ ჩაანაცვლა, არამედ უფრო მეტად გადაახალისა სხვადასხვა მეტალებთან, მათ შორის ვერცხლთან კომბინაციით.

ვარდისფერი ოქროს სამკაულები 2022 წლის სეზონის განსაკუთრებულ ნივთებად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ის ისეთი პოპულარული არაა, როგორც თეთრი ან ყვითელი ოქროს სამკაულები, ესაა შესანიშნავი დანამატი თქვენი სამკაულების კოლექციაში.

2022 წელს სამკაულების ტრენდებს შორის, უხეში ოქროს ჯაჭვები გვხვდება. ეს ტრენდი ყველაზე მეტად წელს Valentino-სა და Hermès-ის მოდის ჩვენებებზე იგრძნობოდა. დიდი ზომის, ე.წ ოვერსაიზდ ჯაჭვის ყელსაბამები, მკაფიო განაცხადია როგორც ცალკეულად, ისე სხვა და

პოპულარული ჩოკერები, ახლა უფრო კაშკაშა, ყელზე მიდგმული ოქროს მსხვილი სამკაულის ფორმით ბრუნდება.

რაც შეეხება საყურეებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურობაში შესაძლოა უფრო მეტად ოქროს რგოლების ტარება მოგწონდეთ, განსაკუთრებული დღეებისთვის არც განსხვავებული ფორმისა და ნაკეთობის ოქროს საყურეები არ უნდა დაივიწყოთ, რაც ნამდვილად იშვიათ და განსაკუთრებულ შეგრძნებებს მოგგვრით.

სქელი, მასიური ჯაჭვები ყელსაბამებთან ერთად, სამაჯურებშიც მოდურია, რითიც ზაფხულის ცხელ დღეებში, თქვენს ყოველდღიურს სტილს მარტივად გააბრჭყვიალებთ და მოსაწყენიდან, სასიამოვნომდე აამაღლებთ.

ერთბაშად ამ პრეტენზიული, მოდური, თანამედროვე და კლასიკური მეტალის, ოქროს სამკაულები Time-ის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეარჩიოთ.

იქ, სადაც ოქროს სამკაულები ყველა ტიპის გემოვნების ადამიანებს ერგება. იქ სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ცნობილი ბრენდის, სხვადასხვა ფორმის, სტილის, თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი ოქროს სამკაულები. Time-ში განსხვაველ ფორმებს, სილუეტებს და კლასიკურ, სადა და სხვადასხვა ქვებით გაფორმებულ ოქროს სამკაულებს აღმოაჩენთ.

აქვე, არ დაგავიწყდეთ თქვენი ოქროს სამკაულები, საყვარელი ჩარმების კოლექციის კიდევ ერთი, განსხვავებული და ტრენდული ჩარმით შეავსოთ, რომლის დიდ არჩევანსაც Time გთავაზობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი