მადლიანი საქმე პატრიარქის კურთხევით – როგორ აბედნიერებს უშვილო ოჯახებს იამზე ცუხიშვილი
ავტორი: „თბილისელები“ 10:30 23.12
რამდენიმე ათეული წელია, რაც იამზე ცუხიშვილი ხალხური მედიცინის საშუალებით უშვილო წყვილებს მკურნალობს და მის ანგარიშზე არაერთი ოჯახის შეცვლილი ცხოვრებაა. ამ საქმიანობისთვის კურთხევა პატრიარქისგან აქვს მიღებული და მისი მრავალრიცხოვანი მადლიერი პაციენტებიც ლოცვას არ იშურებენ.
იამზე ცუხიშვილი: წყვილებში უშვილობას ხალხური მედიცინით ვმკურნალობ, მხოლოდ მცენარეული საშუალებებით (ნაყენის სახით) და არანაირი ქიმიური დანამეტებით. მარტში 34 წელი გახდება, რაც ამ საქმეს ვემსახურები და ამ წლების განმავლობაში არაერთი რთული მდგომარეობა დამიძლევია როგორც ქალების, ისე მამაკაცების შემთხვევაში. ჩემთან თითოეული პაციენტის ანონიმურობა მკაცრადაა დაცული.
– ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს და ამ მხრივ, რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა?
– მამაკაცს შეუძლია ნებისმიერ ასაკში დაიწყოს მკურნალობა. ყველაზე დიდი ასაკის მყავდა 58 წლის პაციენტი მამაკაცი, რომლის უშვილობის მიზეზი იყო სპერმა– 0%. ჩემი წამლის მიღების შემდეგ პროცენტულობა გაიზარდა და შედეგი დადგა. ქალბატონების შემთხვევაში, ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია, გავიხსენო ყველაზე დიდი ასაკის პაციენტი – 48 წლის, 19-წლიანი უშვილობით და ორსულობა დადგა.
– როგორ მოქმედებს თქვენი დამზადებული ნაყენი?
– ქალების შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს უხარისხო ფოლიკულასთან, ჩემი წამალი ხელს უწყობს მის გაუმჯობესებას. მკურნალობის შედეგად ვიღებთ ჯანმრთელ და ხარისხიან ფოლიკულს. მყოლია 40+ ასაკის პაციენტები, როდესაც ფოლეკულის დაბალი ხარისხის გამო ხელოვნური განაყოფიერებითაც ვერ მიუღიათ შედეგი და ჩემი წამლის დახმარებით ყველაფერი კარგად დასრულებულა.
– რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ პაციენტზე, ვიდრე მიიღებთ?
– როდესაც პაციენტი მირეკავს, აუცილებლად ვითხოვ გარკვეულ კვლევებს და ანალიზებს – უნდა ვიცოდე, რა მდგომარეობაა როგორც ქალის, ისე მამაკაცის შემთხვევაში. არის შემთხვევები, როცა ქალთან ყველაფერი იდეალურადაა, ფოლიკული მუშაობს, საკვერცხე მუშაობს, ციკლი ნორმაშია, ოვულაცია ხდება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მამაკაცის სპერმის ხარისხი 0%-ია. ასეთ დროს მხოლოდ მამაკაცი იწყებს მკურნალობას. მე ეს დეტალები წინასწარ უნდა ვიცოდე იმისთვის, რომ სწორად მივუდგე პაციენტს. თუ დგება ორსულობა, მაგრამ არ ნარჩუნდება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, მიზეზი იყოს სუსტი სპერმა ან ვირუსები, რასაც კვლევებით ვამოწმებინებ.
– რას მოიცავს მკურნალობის კურსი?
–მკურნალობის კურსი 12-დღიანია, რომლის დასრულების შემდეგაც პაციენტს ვაკეთებინებ ანალიზს ლაბორატორიულად, რომ ვნახოთ მიღწეული შედეგი.
– რა იწვევს მამაკაცებში სპერმის ხარისხის დაქვეითებას?
– ჩემი დაკვირვებით, ძალიან ცუდად მოქმედებს მოსაწევი (მარიხუანა), ასევე, ენერგეტიკული სასმელები. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა ამ პრობლემით, ათეულობით წელია, წამალს ვამზადებ და ამდენი უშვილო მამაკაცი არ მინახავს. ჩემთან მოსული 10 წყვილიდან 8 შემთხვევაში მამაკაცშია პრობლემა (სპერმის ხარისხის პროცენტულობა). ჩემი წამალი მამაკაც პაციენტებში კურნავს: სპერმის დაბალ პროცენტს, ააქტიურებს მკვდარ სპერმატოზოიდებს, ააქტიურებს პოტენციას, საწყის ეტაპზე შველის პროსტატას, სოკოს, ხშირ შარდვას.
– ქალებში ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით?
– ქალებს, ძირითადად, ციკლის დარღვევის პრობლემები აქვთ, მიძინებული ან ცოტა ფოლეკულები. მყავს პაციენტები, რომლებსაც ჰორმონული პრეპარატების მეშვეობით მოჰყავთ ციკლი და ჩემი წამლით ბუნებრივი ციკლი აღდგა. მათ შორის არიან გასათხოვარი გოგონები და ამ პრობლემის გამო იკავებენ თავს დაოჯახებისგან. ქალებში, ასევე, ვმკურნალობ ანთებით პროცესს, სოკოს,წყლულს, ცისტიტს, ჩემი წამალი ააქტიურებს საკვერცეებს, აუმჯობესებს ენდომეტრიუმს.
– ამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალეთ, რა შეგრძნებაა, როდესაც ადამიანებს მშობლობით გამოწვეული ბედნიერების განცდაში ეხმარებით?
– ამ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ბევრი ლოცვა და მადლობა მიმიღია, მეუბნებიან, რომ მათ ცხოვრებას აზრი შევძინე.
საკონტაქტო: იამზე ცუხიშვილი – 599 409 462
სიახლეები ამავე კატეგორიიდან