საზოგადოება

„ლიბერთის“ საგაზაფხულო აქცია დეპოზიტებზე გრძელდება

№21

ავტორი: სოფი ლორია 19:47 26.05, 2023 წელი

თინათინ ნეფარიძე
დაკოპირებულია

„ლიბერთი“, ბანკის ახალი სტრატეგიისა და მთავარი მისიის ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა სახის აქციებს საბანკო პროდუქტებზე. „ლიბერთის“ მიზანია, ადამიანებს მუდმივად შესთავაზოს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და პირობები. სწორედ ასეთი აქცია გრძელდება დეპოზიტებზე მაისის ბოლომდე, რომლის შესახებ დეტალურად საუბრობს თინათინ ნეფარიძე – „ლიბერთის“ საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

– როგორც ვიცით, „ლიბერთიში“ აქცია მიმდინარეობს დეპოზიტებზე. საზოგადოებისთვის საინტერესოა დეტალური პირობების გაცნობა, რას სთავაზობს ბანკი მომხმარებელს აღნიშნული აქციის ფარგლებში?

– „ლიბერთიში“ გრძელდება საგაზაფხულო აქცია დეპოზიტებზე, რომლის თავდაპირველი იდეაც გაჩნდა ბანკის ახალი სტრატეგიის და მთავარი მისიის ფარგლებში. „გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში“. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები. დეპოზიტების საგაზაფხულო აქცია პასუხობს მომხარებელების მთავარ ინტერესს. დეპოზიტის გახსნის გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებელს აქვს სამი მთავარი მოთხოვნა: სანდოობა, სტაბილურობა და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. აქცია გულისხმობს განსაკუთრებულ პირობებს, კერძოდ, 12 თვემდე ვადიანი ტიპის ანაბრებზე (ვადიანი, დაგროვებადი, სადეპოზიტო სერტიფიკატები) ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

– უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ – საინტერესოა, გაგვიზიაროთ მომხმარებლის ქცევა.

– დეპოზიტის გახსნის გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებელს აქვს სამი მთავარი მოთხოვნა: სანდოობა, სტაბილურობა და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

– როგორ აკეთებს არჩევანს დეპოზიტებით დაინტერესებული მომხმარებელი?

– საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილებით, თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი დანაზოგი განათავსონ საიმედოდ სტაბილურ და სისტემურ ბანკში და მიიღონ მაღალი სარგებელი. სწორედ ამ კრიტერიუმებით „ლიბერთი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ლოიალური და ერთგული მეანაბრეებით. ამიტომ, მათი საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით, 31 მაისის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გახსნას ანაბარი „ლიბერთიში“ და მიიღოს განსაკუთრებული სარგებელი.

– მნიშვნელოვანია ინფორმაცია ზოგადად დაგროვების კულტურის თაობაზე. რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული ამ მიმართულებით?

– საბედნიეროდ, საზოგადოებაში დაგროვების კულტურა, დანაზოგის გაკეთება კონკრეტული მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, დღითიდღე უფრო გაცნობიერებულია და ჩვენ კი მუდმივად ვზრუნავთ, მომხმარებლებს დავეხმაროთ ამ მიზნების მიღწევაში. ხელი შევუწყოთ და შევთავაზოთ დანაზოგზე მაღალი სარგებლის დარიცხვით. დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში და შევურჩიოთ ინტერესებზე მორგებული დეპოზიტი.

– რამდენად მარტივია თქვენი მომხმარებლისთვის ამ აქციით სარგებლობა? სხვა ბანკის მომხმარებელს თუ შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული აქციით?

– გამომდინარე იქიდან, რომ „ლიბერთი“ ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა კუთხეში და გამოირჩევა ფილიალების ფართო ქსელით, აქციით სარგებლობა უმარტივესია. ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც აქვს გარკვეული დანაზოგი ან ახლა იწყებს მიზნის მისაღევად დანაზოგის გაკეთებას, თანხის დაგროვებას, ჩვენთან, „ლიბერთიში“ მიმდინარე თვის ბოლომდე შეძლებს ანაბრის გახსნას ექსკლუზიური და საუკეთესო პირობებით. მომხმარებლებისთვის დამატებითი ბენეფიტიც გვაქვს. თუ ანაბარს დისტანციური არხიდან გახსნიან (IB/MB), მაშინ აქციით განსაზღვრულ განაკვეთთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი სარგებლის მიღებას შეძლებენ.

– როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის მიერ შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ცვლილება და როგორ იმოქმედებს არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე.

– მოგეხსენებათ, რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით შემცირდა, რაც პოზიტიური ცვლილებაა და მომხმარებლებს, ვინც უზრუნველყოფილი, ეგრეთ წოდებული, იპოთეკური სესხით სარგებლობს, ყოველთვიური გადასახდელი უმცირდებათ. სესხზე განაკვეთის ცვლილება თავისთავად კავშირშია დეპოზიტების განაკვეთებთან. ჩვენ მიმდინარე თვის ბოლომდე გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზება და მომხმარებლებს ბაზარზე საუკეთესო განაკვეთებს ვთავაზობთ, თუმცა მომდევნო თვეებშიც მაქსიმალურად მათ ინტერესებსა და სურვილებზე გავაკეთებთ აქცენტებს. ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებით ბაზარზე ყოველთვის კონკურენტული უპირატესობით გამოვირჩევით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი