„კერამო არტი“ – უკონკურენტო ხარისხი კერამოგრანიტის ექსკლუზიური ნიჟარების წარმოებაში
ავტორი: „თბილისელები“ 18:35
რამდენიმე წლის წინ ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი გაჩნდა და „კერამო არტმა„ მოკლე დროში შეძლო იმ სეგმენტის შექმნა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. „კერამო არტი“ დღეს კერამოგრანიტის ექსკლუზიური ნიჟარების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც ინდივიდუალურ დიზაინსა და ხარისხზე აკეთებს აქცენტს. კომპანიის შესახებ უფრო დეტალურად "კერამო არტის" დამფუძნებელი და დირექტორი ნათია მუმლაძე გვესაუბრა.
– პიონერები ხართ საქართველოში ამ ბიზნესში, როგორ გაჩნდა ბიზნესიდეა და როგორ იწყებდით და ვითარდებოდით?
– ყოველთვის ვეძებდი ბიზნესის ისეთ სეგმენტს, რომელიც იქნებოდა ახალი თემა და ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე. კერამო გრანიტის ხელსაბანი ნიჟარების წარმოების პროცესი პირველად ვნახე სოციალურ ქსელ ტიკ ტოკზე, რომელიც ახალი შემოსული იყო საქართველოში. იმდენად ლამაზი და ორიგინალური იყო ეს პროდუქტი, რომ
მაშინვე დავინტერესდი. ისეთ სილამაზეს ქმნიდნენ ოსტატები, რომ გამიტაცა ამ ხელოვნებამ და ოსტატობის დონემ. თან ტიკ ტოკის ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ რაც გაინტერესებს იმას გიგდებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბაზრის კვლევის შედეგად აღმოვაჩინე, რომ ამგვარი პროდუქტი ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და მივხვდი რომ
უკონკურენტო ვიქნებოდი სტარტაპის შემთხვევაში. შესაბამისად გადავწყვიტე ხელოვნება მექცია ბიზნესად. კარგია უკონკურენტო გარემო, თუმცა რთულია ახალი, აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტისადმი მოთხოვნის შექმნა ბაზარზე. მაგრამ, იმდენად უნიკალური, უნივერსალური და ლამაზი აღმოჩნდა გემოვნებიანი ქართველი
მომხმარებლისთვის ეს ნაკეთობები, რომ სირთულეების გარეშე მოვახერხე მზარდი მოთხოვნის შექმნა ბაზარზე. დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ზუსტად ჩვენ ვართ ამ ბიზნესის პიონერები საქართველოში და მთლიანად ვაკონტროლებთ ბაზარს დღემდე.
– ვინ ქმნის ექსკლუზიურ ნიჟარებს ინდივიდუალური შეკვეთისთვის და რა არჩევანია ხარისხის თვალსაზრისით?
– დიდი უპირატესობა მქონდა დაწყებისას. ჩემი ქალიშვილი პროფესიით დიზაინერია და ამ ოჯახურმა კოლაბორაციამ არნახული შედეგი მოგვიტანა. თავიდანვე შევქმენით ისეთი დიზაინერული ხაზი, რომელსაც დღემდე
აქვს არნახულად მზარდი მოთხოვნა ბაზარზე. ყველაზე რთული იყო ისეთი ოსტატების მოძებნა, რომელთა ოსტატობის დონე შესაბამისი იქნებოდა ამ ექსკლუზიური მოდელების დიზაინისთვის და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისთვის. ყველაზე დიდი დრო და შრომა ზუსტად ამ საკითხის მოგვარებას დასჭირდა. ყველაფერი დაიწყო ერთი ძალიან ნიჭიერი და შრომის მოყვარე ყმაწვილით, რომელმაც ოსტატობის უმაღლეს დონეს ზუსტად
მუშაობის პროცესში მიაღწია. ეს კი განაპირობა მისმა ნიჭმა, მონდომებამ და სათანადო ანაზღაურებამ. დღეს ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ დღემდე ჩვენ თავად ვზრდით უმაღლესი კვალიფიკაციის ოსტატებს საწარმოო პროცესში. მსურველები მოდიან როგორც შეგირდები და ჩვენ ვზრდით მათ უმაღლესი დონის ოსტატებად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უმაღლესი დონის ოსტატის ჩამოყალიბების პროცესი.
– რა პლუსი აქვს ინდივიდუალურ შეკვეთას დამკვეთისთვის და რამდენად მრავალფეროვანი არჩევანია ასორტიმენტში?
– დღემდე ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს ხელსაბანი ნიჟარის ექსკლუზიურობაში. სადაც საბოლოო პროდუქტი იქმნება მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ზომების დიზაინისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი შექმნილი ხელსაბანი ნიჟარები იდეალურად ერგება აბაზანის ინტერიერს როგორც დიზაინერული ასევე კონსტრუქციული გადაწყვეტილებების კონტექსტში. დამკვეთს ეძლევა უზარმაზარი არჩევანი კერამო გრანიტის ფილების, ანუ მასალის არჩევანში, როგორც ფერის ასევე ფილების ფაქტურის ნაწილში. შესაბამისად ჩვენი ნიჟარები ხდება ინტერიერის მთავარ კომპონენტად და აბაზანის მშვენებად. ჩვენი ნიჟარები ყოველთვის არის დამკვეთისთვის სიამაყის მთავარი საგანი მათ სახლში.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ წარმოგიდგენიათ კერამო არტი 5 წლის შემდეგ?
– სიმართლე გითხრათ გრანდიოზული გეგმები გვაქვს. ინტენსიურად ვმუშაობთ იმ ამოცანაზე, რომ ჩვენი წარმოების და სამომხმარებლო ბაზრის მასშტაბები გავზარდოთ რეგიონალურ მასშტაბებამდე. ჩვენი მიზანია გავცდეთ ქართულ ბაზარს და ბიზნესი გავიყვანოთ მეზობელ ქვეყნებშიც. ეს კი არა მარტო დიდ შრომას, არამედ დიდ ინვესტიციებსაც მოითხოვს და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. პირველხარისხოვანი ამოცანაა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე გასვლა. გარდა ამისა, ვფიქრობთ სერიული მოდელების ხაზის ჩაშვებაზეც. რასაც გაცილებით დიდი
საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. სიმართლე გითხრათ გრანდიოზული გეგმები გვაქვს. ინტენსიურად ვმუშაობთ იმ ამოცანაზე, რომ ჩვენი წარმოების და სამომხმარებლო ბაზრის მასშტაბები გავზარდოთ რეგიონალურ მაშტაბებამდე. ჩვენი მიზანია გავცდეთ ქართულ ბაზარს და ბიზნესი გავიყვანოთ მეზობელ ქვეყნებშიც. ეს კი არა მარტო დიდ შრომას, არამედ დიდ ინვესტიციებსაც მოითხოვს და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. პირველხარისხოვანი ამოცანაა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე გასვლა. გარდა ამისა ვფიქრობთ სერიული მოდელების ხაზის ჩაშვებაზეც. რასაც გაცილებით დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება.. სიმართლე გითხრათ გრანდიოზული გეგმები გვაქვს. ინტენსიურად ვმუშაობთ იმ ამოცანაზე, რომ ჩვენი წარმოების და სამომხმარებლო ბაზრის მასშტაბები გავზარდოთ რეგიონალურ მაშტაბებამდე. ჩვენი მიზანია გავცდეთ ქართულ ბაზარს და ბიზნესი გავიყვანოთ მეზობელ ქვეყნებშიც. ეს კი არა მარტო დიდ შრომას, არამედ დიდ ინვესტიციებსაც მოითხოვს და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. პირველხარისხოვანი ამოცანაა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე გასვლა. გარდა ამისა ვფიქრობთ სერიული მოდელების ხაზის ჩაშვებაზეც. რასაც გაცილებით დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება.
საკონტაქტო ტელ: 597 32 32 95
Facebook: კერამო არტი – აბაზანის ხელსაბანი ნიჟარები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





