საზოგადოება

ქართული კოსმეტიკური ბრენდი რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ

ავტორი: „თბილისელები“ 13:50 07.03, 2023 წელი

skin care
დაკოპირებულია

და მაინც, რატომ ჰქონდათ ჩვენს ბებიებს ლამაზი და მოვლილი სახის კანი? - პასუხი ცალსახაა, იმიტომ რომ მათ კანს არ გააჩნდა ნატურალური მკვებავი და დამატენიანებელი პროდუქტების დეფიციტი! თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ნაოჭების გასწორების, სახის კანის ელასტიურობის აღდგენისა და ბზინვარების დაბრუნების უამრავი საშუალება მოიძებნება, თუმცა, ხალხური, ნატურალური ნაწარმისგან განსხვავებით, ისინი უკუშედეგებს თავიდან ვერ აგაცილებენ! თითოეული ნაოჭის გაქრობის სანაცვლოდ ახალი პრობლემა იწყება, რომელიც უსათუოდ იჩენს თავს რამდენიმე წლის შემდეგ და თანაც სავალალოდ! ჩვენი წინაპრები ოდითგანვე ამბობდნენ, რომ ბუნებაში ყველაფრის წამალი არსებობს მთავარია მათი მიგნება და სწორი გამოყენება!... skin care georgia ნატურალურ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე შექმნილი ქართული წარმოების კოსმეტიკაა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის კანისთვის. ბუნებრივ და ჯანსაღ ნედლეულზე დამზადებული პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული შედეგებით და თავბრუდამხვევი სურნელით. ეს ის პროფუქტია,რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. ჟურნალი თბილისელები კომპანიის დამფუძნებელს იამზე ყრუაშვილს ესაუბრა საქმიანობის სპეციფიკაზე, ხარისხსა და რეალიზების საშუალებებზე. ბრენდის იდეა იამზე ყრუაშვილს სწორედ მაშინ გაუჩნდა როდესაც პირადი მოხმარებისთვის სხვადასხვა საცხებს ამზადებდა.

-ქალბატონო იამზე skin care georgiaროგორც ბრენდი როგორ ჩამოყალიბდა?

-თავდაპირველად კოსმეტიკას საკუთარი მოხმარებისთვის ვამზადებდი შემდეგ გაჩუქება დავიწყე. ვინაიდან საცხებზე მოთხოვნა შიდა წრეშიც და მათ მეგობრებშიც დროთა განმავლობაში იზრდებოდა,გადავწყვიტე პროდუქტი შემეფუთა. გავაკეთე ფეიჯი, სადაც ჩემი სხვადასხვა პროდუქტი განვათავსე. ასე გაჩნდნენ რეგულარული და კმაყოფილი მომხმარებლები.

-რა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

-დღის და ღამის კრემი,თვალის ირგვლივ საცხი,აკნეს საწინააღმდეგო კრემიჰიალურონის შრატი,ჰიალურონის საცხი(ნაოჭებისთვის) მაკიაჟის კოსმეტიკური რძის,შიმერის,სკრაბის, აკნესა და პიგმენტებისთვის განკუთვნილი კრემის,ტანის დამატენიანებელი და თმის ცვენის საწინააღმდეგო.

- როგორია პროდუქციის დამზადების პროცესი?

- პროდუქცია მზადდება ხელით,რაჭის მთებში შეგროვილი მცენარეებისა და ბალახების ზეთებით,ყოველგვარი პარაბენებისა და კონცენტრატების გარეშე. სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ ჩვენი მომხმარებლები უნიკალურ და სანდო პროდუქტად skin care georgia-ს.

- რა საშუალებებით გაქვთ მომხმარებელთან კომუნიკაცია?

- მომხმარებელთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ვამყარებთ. გვწერენ როგორი ტიპის კანი აქვთ და ჩვენც შესაბამის საცხს ვურჩევთ. ასევე შეგვიძლია დავამზადოთ ინდივიდუალური- კონკრეტული ტიპის კანისთვის. რომელიც შეკვეთიდან მაქსიმუმ 48 საათში მზადდება.

- რა საშუალებებს იყენებთ ბრენდის პოპულარიზაციისთვის?

- ბრენდის პოპულარიზაციისთვის სოციალურ მედიას ვიყენებთ, სიახლეებს ჩვენს ფეისბუკგვერდზე – skin care georgiaვპოსტავთ, ასევე, მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა შემოთავაზებულ აქტივობაში, ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებით, მომხმარებლის ნდობა მოვიპოვოთ.

- როგორია თქვენ მიერ დამზადებული პროდუქტებით მიღებული შედეგები?

-შედეგებმა მართლაც რომ მოლოდინს გადააჭარბა ,იმდენად კმაყოფილი და უკვე ერთგული მომხმარებელი ჰყავს ჩვენს ბრენდს. სად არის პროდუქციის შეძენა შესაძლებელი? ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ გამოწერით,ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. რა მიგაჩნიათ ბრენდის უპირატესობად? განგვასხვავებს და უპირატესობას გვანიჭებს კონკრეტული ნატარალური დანამატები რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ პროდუქციის დასამზადებლად.

-რა გაძლევთ ინსპირაციას?

-ჩემი ინსპირაციის წყარო არის უამრავი მადლიერი ქალბატონი. რაც კარგად ჩანს ჩვენს გვერდზე და ვალდებულებას მაძლევს რომ ეფექტურად და უფრო ხარისხიანად გავაგრძელო ჩემი საქმიანობა...

p.s მინდა მადლობა გადაუხადო ჟურნალ თბილისელებს ჩემი საქმიანობის დაინტერესებისთვის თქვენ ხართ სტიმული რომ გავაგრძელო ეს სასიამოვნო საქმიანობა უღრმესი მადლობა თქვენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი