საზოგადოება

იურიდიული და საინვესტიციო მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება – „ალმას ჰოლდინგის“ დამფუძნებელ მაია ხელაძისაგან

№18

ავტორი: „თბილისელები“ 00:56

მაია ხელაძე
დაკოპირებულია

კომპანია „ალმას ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მაია ხელაძე მრავალი წელია, საქართველოში იურიდიულ და საინვესტიციო მომსახურებას ახორციელებს. მას სხვადასხვა სფეროში მუშაობის დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. რთული ან შეუსრულებელი საქმე მისთვის არ არსებობს. ქალბატონი მაია თითოეულ ახალ გამოწვევას დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით ეკიდება, რაც საბოლოო წარმატებულ შედეგზე გასვლის მთავარი პირობაა. იურიდიული და საინვესტიციო მომსახურების გარდა, მაია ხელაძე ხელმძღვანელობს სასწავლო, სატრენინგო ცენტრსა და დამწყებ იურისტთა გაერთიანებას.

მაია ხელაძე: პროფესიით სამართალმცოდნე ვარ, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. სტაჟირების დროს შეხება მომიწია უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც საინვესტიციო კომპანიების დამფუძნებლები იყვნენ და სჭირდებოდათ კონსულტაცია იურიდიულ საკითხებში. მართალია, მაშინ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება არ მქონდა, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი ყველა მათთვის საინტერესო საკითხს და აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა სამართლებრივი საქმის წარმოებაში. მოგვიანებით ჩემთვის წარმატების მომტანი კარიერაც სწორედ ამ კუთხით განვითარდა, ჩემი რესურსი და გამოცდილება საწყის ეტაპზე უცხოელებთან საქმიან ურთიერთობას მივუძღვენი.

– მომავალი მეუღლეც სამსახურებრივ გარემოში გაიცანით…

– სწორედ ზემოხსენებულ პერიოდში შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს – საბას, რომელიც წარმოშობით ირანელია, თუმცა იმ ქვეყანასთან 20 წელია, აღარანაირი შემხებლობა არ აქვს. მონათლულია მართლმადიდებლად და 15 წელზე მეტია, რაც საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს. უკვე მეცამეტე წელია, რაც ქორწინებაში ვართ, გვყავს სამი შვილი და ახლა უკვე საერთო ბიზნესსაქმიანობებიც. ჩემს მეუღლეს ბიზნესის მართვის კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მე ვიტყოდი, ჩემი მიღწეული ყველა წარმატება მისი დამსახურებაა, რადგან ის მეხმარება როგორც ბიზნესიდეების განხორციელებაში, ასევე უცხოელებთან ურთიერთობაშიც.

– საკუთარი კომპანია როდის ჩამოაყალიბეთ?

– 2016 წელს დავაფუძნე შპს „ჯი ემ ეს“, რომლის საქმიანობა შემოიფარგლებოდა უცხოელებისთვის საინვესტიციო მომსახურების გაწევითა და იურიდიული მომსახურებით, მოგვიანებით მივხვდით, რომ საჭირო იყო მომსახურებების გაფართოება და ამისთვის მოვიძიეთ დამხმარე კომპანიები, ვისთანაც სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლებდით, ხოლო მესამე წელია, რაც დავაფუძნე კომპანია „ალმას ჰოლდინგი“, რომლითაც ბაზარზე ვფუნქციონირებთ.

– უფრო კონკრეტულად – რა სახის მომსახურებები გაქვთ?

– „ალმას ჰოლდინგი“ აერთიანებს იურიდიულ მომსახურებას, გადამზადებისა და ადაპტაციის ცენტრს დამწყები იურისტებისთვის, საინვესტიციო მომსახურებებს, მათ შორის, სამშენებლო მიმართულებას, არქიტექტურულ მომსახურებას, ბუღალტრულ და აუდიტურ მომსახურებას და სხვა მიმართულებებსაც. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების შედეგად სხვადასხვა სფეროს ბიზნესმიმართულების წარმომადგენლებს ჩვენ ვთავაზობთ გაწერილ პროექტებს, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ვთავაზობთ უკვე დამუშავებულ საინვესტიციო არა მხოლოდ იდეას, არამედ პროექტებს, სადაც რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. სწორედ ასეთმა შეთავაზებებმა, წლების განმავლობაში, ჩვენს კომპანიას ბევრი წარმატებულად განხორციელებული ინვესტიცია დაუგროვა. ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით ახალი საინვესტიციო პროექტების დაკვეთა შემოდის, რაც დიდი ნდობის გამოხატულებაა დამკეთისგან. ჩვენც მთელი პასუხისმგებლობით ვახორციელებთ დაკვეთას და ვამართლებთ დამკვეთის ნდობას. ჩვენი კომპანია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა პროფესიონალებს და შესაბამისად, არ არსებობს მომსახურება, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. რაც შეეხება იურიდიულ მომსახურებას, საქმეს თუ ავიღებთ, ნულიდან ბოლომდე მივყვებით, დამკვეთის ინტერესებს ვიცავთ ისე, როგორც საკუთარს. ვარ ტრენერიც, მათ შორის, ახლახან ონლაინ დავიწყე სამართლის მიმართულებით ტრენინგების ჩატარება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, ადვოკატი აიყვანონ და ისე აწარმოონ საქმე. ჩემი კომპანიის წევრებიც ჩართულნი არიან ამ მიმართულებით. ჩვენ მათ უსასყიდლოდ ვეხმარებით და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

– სამშენებლო მიმართულებით როგორ დაინტერესდით?

– კოვიდპანდემიის პერიოდში დროებით შევაჩერე ზემოთხსენებული მომსახურებები, რადგან მოთხოვნა აღარ იყო, თუმცა, ბიზნესსაქმიანობა სამშენებლო მიმართულებით განვაგრძე. ჩემი მეუღლის პირადი ინვესტიციით ავაშენეთ მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მესამე შვილის მოლოდინში აღმოვჩნდი, ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის და მთელი ფეხმძიმობის პერიოდი აქტიურად ვიყავი ჩართული მშენებლობის პროცესში. მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი იყო მშენებლობის კუთხით გამოცდილების მიღება, ხოლო ფინანსური სარგებელი – მეორეხარისხოვანი, ამიტომ, მინიმალურ ფასად, მშენებლობის ხარჯების დაფარვის გათვალისწინებით, ფართები შავი კარკასის მდგომარეობით გავყიდეთ. ამ პროექტში ჩვენი მთავარი მოგება ის უდიდესი გამოცდილებაა, რაც სამშენებლო მიმართულებით შევიძინეთ. ახლა ვგეგმავთ ახალი მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას.

– როგორც ჩანს, სიახლის ძიება გიყვართ.

– ეს ჩემი ხასიათია, მუდმივად სიახლის ძიებასა და შესწავლის პროცესში ვარ და ეს მასაზრდოებს. რასაკვირველია, დიდია მეუღლის მხარდაჭერა. მისი გვერდში დგომის გარეშე დღეს, უბრალოდ, რომელიმე კომპანიის რიგითი თანამშრომელი ვიქნებოდი. მან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. ზოგადად, როცა რამეს ხელს ვკიდებ, მაქსიმალურად ვიხარჯები, მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და შედეგიც ყოველთვის შესაბამისი დგება. – როგორ დაახასიათებთ გუნდს, ვისთან ერთადაც გიწევთ ყოველდღიური საქმიანობა? – ჩვენი გუნდი საიმედო ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ჩვენ საერთო მიზნები და პრინციპები გვაერთიანებს. ჩემი მათდამი დამოკიდებულებაც ძალიან გულისხმიერია, ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ და ბიზნესსაქმიანობასაც ასე ჰარმონიულად ვახორციელებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ჩვენს კომპანიასთან წლებია, წარმატებით თანამშრომლობს და ჩვენი გუნდის საამაყო წევრებს: ქალბატონ ნინო ბერიშვილს – საერთო სპეციალიზაციის მოქმედ ადვოკატს, ბატონ დავით პაპიაშვილს – აუდიტს, ქალბატონ ნათია მეთაფლიშვილს – საერთო სპეციალიზაციის ადვოკატს, თეონა არჩვაძეს – იურისტს, ანა ზარანდიას – დამწყებ იურისტს; კომპანიებს – „ახალ სილამაზეს“, კინოსტუდია „ალმასს“, „ლიდერ ქალთა საზოგადოებას“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა