ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ – თუ ხარისხი და კომფორტი თქვენი არჩევანია
ავტორი: „თბილისელები“ 10:15

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ წარმატებული მოღვაწეობის 25 წელზე მეტს ითვლის. ბათუმში ოპერირება ჰიპერმარკეტმა ერთი ფილიალით დაიწყო. დღეს კი თბილისსა და ბათუმში, ჯამურად 5 ფილიალი აქვს. გარდა ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად იზრდება შოუ-რუმებში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი. ამასთან, ჰიპერმარკეტი „მოდუსი“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ სამშენებლო/სარემონტო მასალას მაქსიმალურად მისაღებ ფასად სთავაზობს. რადგან ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.
უფრო კონკრეტულად, „მოდუსის“ ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე, მულტიბრენდული ავეჯის შოუ-რუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
უფრო დეტალურად კომპანიის შესახებ „მოდუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დარჩიძე გვესაუბრა:
რა გამოარჩევს „მოდუსს“ სხვებისგან– ის რჩეული ბრენდების იმპორტიორია
„მოდუსი“ ხალხის რჩეული, პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური შემომტანია ქართულ ბაზარზე. მაგალითად, BETEK-ის საღებავების ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩვენ ვართ. ამასთან. ვართ Panasonic-ის, Deli-ს, Roca-ს, Electrolux-ის და სხვა მრავალი ლიდერი ბრენდის პროდუქციის ოფიციალური შემომტანებიც.
უახლესი აქტივობები და კამპანიები
„მოდუსი“, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავალფეროვანი და აქტიური კონტენტითა და კამპანიებით გამოირჩევა. კომპანიამ გასულ დღეებში „კაცებთან“ ინტეგრირებული გადაცემაც ჩაწერა, რომლის ნახვაც კაცების Youtube გვერდზეა შესაძლებელი. რაც შეეხება ფასდაკლებებს, „მოდუსი“ თითქმის ყველა დღესასწაულზე მომხმარებლებს აქციებითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით ანებივრებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვაქვს ონლაინ მაღაზია modus.ge, ცხადია, ადგილზე მიწოდების სერვისით, რისი გამოყენებაც მეტ კომფორტს ქმნის, დროს კი ზოგავს.კომპანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების კარიერულ წინსვლასა და მათ წახალისებაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, აპრილში მოდუსმა თანამშრომლების შეჯიბრება გამართა,
„მოდუსის“ აგლაძის ფილიალის თითოეულმა სექციამ საკუთარი პროდუქციით უნიკალური ნამუშევარი შექმნა – კრეატიულობა, შრომა და გუნდურობა ერთ სივრცეში გაერთიანდა. 14 აპრილს გამოვლინდა გამარჯვებული სექცია – კერამიკა, რომელი სექციის წევრებსაც პრიზად ერთკვირიანი დასვენება ერგოთ Era Palace Gonio-ში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან