დაჯილდოება
ავტორი: „თბილისელები“ 17:03 16.01

ცხრა წელია, რაც საქართველოში პროექტი „პერსონა" იმართება. კულტურის, მედიცინის და სხვა მრავალი სფეროს წარმომადგენლები ჯილდოვდებიან.
პროექტის დამფუძნებელი, პროდიუსერი და ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილია. წლის მიწურულს „პერსონა 2022-ის“ დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოებულებს შორის მოხვდა ათენის სამი ემიგრანტი: უკეთილშობილესი ქალბატონი, მეგობრობის ეტალონი-თამარ მიქელაძე- მიუსაფარ ბავშვთა დაპურებაში ქველმოქმედებისთვის გადაეცა სიგელი; ქალბატონი მადონა კისკეიძე-ქორიძე - გადაეცა სიგელი: წარმატებული პოეტი და ქალბატონი ქეთი თათვიძე - სიგელი: ქველმოქმედება ემიგრანტებთან. რადგან, სიტუაციიდან გამომდინარე, ჯილდოს მისაღებად მათ საქართველოში ჩამოსვლა არ შეეძლოთ, საშობაოდ ათენს ესტუმრნენ ბატონი იოსებ კავკავაშვილი, პროექტ "პერსონას“ დამფუძნებელი და ლიკა ბებურიძე The caucagian synergy-ს პრეზიდენტი და გამარჯვებულ ქალბატონებს პირადად გადასცეს დიპლომები. წარმატებები ჩვენს ემიგრანტებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი