საზოგადოება

ბრენდი “კეიპაქსთან” ერთად ყოველთვის ხილულია

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 11:26

კეიპაქსი
დაკოპირებულია

ბრენდის ხილვადობაზე საუბრისას, როგორც წესი, მხოლოდ ციფრულ სივრცეში, სოციალურ ქსელებში, რეკლამებსა და ვებ-საიტებზე ხილვადობას ვგულისხმობთ.  ამ ყველაფერს ერთი შეზღუდვა აქვს: ასე მიღებული შთაბეჭდილება წამიერია.

ბრენდირებული ნივთები ახლა სხვა კუთხით განიხილება. თერმო ჭიქა, ჩანთა, ქოლგა და სხვა პროდუქცია მის მომხმარებლებს კომპანიას ყოველი გამოყენებისას ახსენებს.

ტანსაცმელი, ამ კონტექსტში, განსაკუთრებული კატეგორიაა. მაისურებზე ბეჭდვა, ჰუდებზე, ქუდებზე – ეს ნივთები სამუშაო გარემოს მიღმაც გამოიყენება.

ეფექტი ერთ პირობაზეა დამოკიდებული: ტანსაცმელი ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანს მისი სახლის გარეთ ჩაცმის სურვილიც გაუჩნდეს. ეს, ლოგოსთან ერთად, ხარისხსა და მასალაზე ყურადღების გამახვილებას ნიშნავს.

თერმო ჭიქები, წყლის ბოთლები, Power Bank-ები, ჩანთები – ეს ნივთები სამსახურსა თუ სახლშიც, ყველგან გამოიყენება. ამ კატეგორიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნივთები ხშირად საჯარო სივრცეში გვხვდება. ბრენდი ბუნებრივად, ყოველგვარი სარეკლამო ჩარჩოს გარეშე ჩნდება.

ყველა ნივთი ყველა ბრენდისთვის არ გამოდგება. ახალგაზრდა აუდიტორიაზე ორიენტირებული კომპანია სხვა ნივთებს ირჩევს, B2B სეგმენტზე გათვლილი კი - სხვას. ეს არჩევანი ბრენდის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ნივთის ხარისხი კი ამ ყველაფრის საფუძველია. სარეკლამო კომპანიაკეიპაქსის პროდუქცია PSI-ის, სარეკლამო პროდუქციის ევროპული ინსტიტუტის, სტანდარტებით იქმნება.

ეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან პირდაპირ წვდომას გულისხმობს. ყველა პროდუქტი ბრენდის ვიზუალურ იდენტობასთან შესაბამისობაში იქმნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი