საზოგადოება

ახალი პროექტი „ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის – მოგზაურობა და დასვენება საქართველოს სოფლებში

№48

ავტორი: სოფი ლორია 12:59 02.12, 2021 წელი

ლიბერთი ბანკი
დაკოპირებულია

„ლიბერთი“ უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ზრუნვასა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის განხორციელებას ახალი სტრატეგიის ფარგლებშიც განაგრძობს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, თავიანთი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას სთავაზობს.

30-მდე უფროსი ასაკის ადამიანმა, „ლიბერთის“ მხარდაჭერითა და Well-Being Georgia-ს ორგანიზებით, გურიასა და რაჭაში იმოგზაურა. მათ საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ახალი შესაძლებლობები აღმოეჩინათ.

პროექტი, სახელწოდებით – „ხანდაზმულთა დასვენება სოფლად“, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენებისა და კერძების დაგემოვნების გარდა, ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ აქტივობებში ჩართვასაც გულისხმობს.

„ლიბერთის“ CSR და კომუნიკაციების მენეჯერი ნინი ბუკია ამბობს, რომ ბანკი, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომავალშიც არაერთი ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„ლიბერთიში“ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა სჭირდებათ და აინტერესებთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მათ ხშირად ვეკითხებით ამას და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, პასუხების მიხედვით, მათთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ. Well-Being Georgia-სთან ერთად 60+ ასაკის ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა. უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ეს არ იყო მხოლოდ ტურიზმი და დასვენება, მათთვის მუშაობდა ფსიქოლოგი, მოეწყო საინტერესო არტთერაპიული სწავლება. ამ პროექტით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უფროსი თაობის ადამიანები ძალიან გვჭირდება, ისინი თავიანთი გამოცდილებით განსაკუთრებულად საინტერსოები არიან და მათთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა“, – აღნიშნა ნინი ბუკიამ.

გურიასა და რაჭაში მოგზაურობისას „ლიბერთის“ მომხმარებლებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, რაც მნიშვნელოვანია უფროსი ასაკის ადამიანების მხარდასაჭერად.

მაია ცქიტიშვილი, ფსიქოლოგი, კომპანია Well-Being Georgia-ს დირექტორი: „მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენმა უფროსი თაობის მოგზაურებმა შეძლეს, რომ გაეცნოთ ერთმანეთი, ჩართულიყვნენ სხვადასხვა თამაშებსა და შეჯიბრებებში, ახალი შესაძლებლობები და რესურსები აღმოეჩინათ საკუთარ თავში და რაც მთავარია, მათ კიდევ ერთხელ ირწმუნეს, რომ მათი ცხოვრება უფრო ენერგიული და ნაყოფიერი იქნება. 60 წლის ზემოთ, ისევე, როგორც სხვა ასაკში, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, გართობა, დასვენება, ახალი იდეები და ახალი ჰობებით დაკავება. რატომღაც საქართველოში მიჩნეულია, რომ 60 წლის ზემოთ ადამიანი აღარ უნდა ზრუნავდეს გართობასა და დასვენებაზე და ძირითადად, საკუთარი ცხოვრება თავის შვილიშვილებს, შვილებსა და ოჯახურ საქმიანობას მოახმაროს, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, 60 წელს ზემოთ ადამიანი ისეთივე ნაყოფიერია, ისეთივე მოტივირებულია ახლის შექმნისთვის, როგორც სხვა, დანარჩენი ასაკის წარმომადგენლები.

პროექტის მონაწილე ზურაბ ქარელი ამბობს, რომ „ლიბერთის“ ხელშეწყობით განსხვავებული ასაკის შესანიშნავი ადამიანები გაიცნო და მათთან ერთად მოგზაურობისას არაერთ ღონისძიებაში ჩაერთო.

„უფროსი ასაკის ადამიანებისთვის განტვირთვა აუცილებელია და ახალგაზრდების მსგავსად, გართობა ჩვენთვისაც არის მნიშვნელოვანი. ძალიან გვინდა, ახალგაზრდებივით გავერთოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხან ოჯახში ვიკეტებით... შვილები, შვილიშვილები და მათ ჰგონიათ, რომ ბებიები მხოლოდ სახლში უნდა ისხდნენ“, – ამბობს პროექტის მონაწილე ნაზი ნარიმანიძე.

უფროს თაობაზე ზრუნვა „ლიბერთის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათ შორის მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები უფროსი თაობის ადამიანებისთვის სოციალიზაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე, სოფლად მცხოვრები ოჯახური სასტუმროების ჩართულობა მათი კეთილდღეობის მომსახურების განვითარებაში.

„ლიბერთისა“ და Well-Being Georgia-ს მიერ სპეციალურად 60+ ასაკისათვის შექმნილი პილოტური პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. უფროსი ასაკის ადამიანებს მორიგი მოგზაურობა სამეგრელოში ელოდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი