რელიგია

უფლის გზაზე

№44

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.11, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

საცდური და მაცდუნებელი

რამდენადაც შესაძლებელია, ფრთხილად იყავი, რომ მოყვასი არ აცდუნო! ამის გარეშეც მრავალი საკუთარი ცოდვა გვაქვს, რისთვისღა დავიმატოთ სხვისი?

***

ვინც სხვას ზიანს აყენებს, იგი კადნიერებას იჩენს ღვთის წინაშე, უსამართლოა მოყვასისადმი და სასტიკია საკუთარი თავის მიმართაც.

***

რა შეიძლება, იყოს მაცდუნებელზე უფრო საშინელი? ეშინიათ ხოლმე ცეცხლის გამჩაღებლების, ქურდების, მკვლელების, მომწამვლელების, მაგრამ რამდენად საშინელია ქრისტიანი, რომელიც ატარებს გადამდებ ცოდვას, საკუთარ მოყვასს მადლმოსილ ცხოვრებას ართმევს, ეშმაკის ტყვეობაში აგდებს მას და ჯოჯოხეთისკენ უბიძგებს?

***

ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისკენ უბიძგებ! ამ დროს შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.

***

განსაცდელი ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია, წინასწარ გამოიცნოს, სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას.

***

ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგვინოს; მეორედ კი – უნდა ეცადო, რომ განსაცდელი სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანო, უბედურებიდან – სიკეთე ან წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ.

***

თუ აქარი უმკაცრესად დაისაჯა უფლისადმი შეწირული მსხვერპლიდან მიტაცებული ერთი ოქროს მონეტის გამო, რა სასჯელი ემუქრებათ მათ, ვინც იესო ქრისტეს სტაცებენ ადამიანის სულს, რომელიც მოპოვებული და გამოსყიდულია არა ოქროს ან ვერცხლის მონეტის ფასად, არამედ უმანკო კრავის ღვთაებრივი სისხლით?

***

გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ცოდვა, რომელსაც მოყვასის თვალწინ ჩაიდენ, არა მხოლოდ მის თვალში გამცირებს, არამედ – მთელი ცათა სასუფევლისა, როგორც ცოდვის გამავრცელებელს; უკეთუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი