რელიგია

უფლის გზაზე

№37

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.09, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

სოციალური ურთიერთობები

ყოველგვარი წოდებისა და განათლების, დიდისა თუ მცირეს, მქონე ადამიანები ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ასევე, უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა და სრულყოფისთვის. მაგრამ ეს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანთა ვალია, მათი გავლენების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, რადგან მათი ცხოვრება და საქციელი ახდენს გავლენას წოდებით და მდგომარეობით მათზე დაქვემდებარებულ ადამიანთა მასაზე.

***

როგორც წყალი მაღალი ადგილებიდან დაბლისაკენ მიემართება და ყოველთვის ვერ აკავებს წინააღმდეგობები, ასევე, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ზნეობრივი სული მიბაძვით დაბლამდგომში გადადის – მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, რომელსაც წოდების განსხვავება შობს.

***

დიდი მდინარეები თავისთვის როდი მიედინებიან, დიდი ხეები თავისთვის როდი იზრდებიან, არც დიდი ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ საკუთარი თავისათვის.

***

დიადი, მაგრამ საზოგადოებისათვის უსარგებლო ადამიანები მაღალი მთის წვერს ჰგვანან, რომელიც, თოვლითა და ყინულით დაფარული, მზის ყოველი ამოსვლისა და ჩასვლისას ბრწყინავს ბრწყინვალე სხივებით და მზერას ატყვევებს, მაგრამ გამუდმებით შიშველი და უნაყოფო დარჩება – სიცოცხლის ყოველგვარ ნიშანწყალს მოკლებული.

***

დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლა მდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში „მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი – მონაზე“. დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და თანამდებობის მქონე ადამიანები პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებიან თავისზე მაღლა მდგომთ, მაგრამ მათ წინაშე თავს მონებად არ უნდა გრძნობდნენ, არ უნდა ემლიქვნელებოდნენ მათ და მით უმეტეს, არაფერი არ უნდა გააკეთონ მათთვის სასიამოვნოდ – ღვთისა და სინდისის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში ისინი პლანეტებს უნდა ჰგავდნენ, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობენ, როგორც მორჩილნი თავიანთი მეუფისა და ამასთან, იოტისოდენადაც არ არღვევენ დროის კანონებსა და სივრცის საზღვრებს, რომელიც მათ სამყაროს შემოქმედმა დაუდგინა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი