რელიგია

უფლის გზაზე

№31

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.08, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება – ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება – დამოუკიდებლობაზე, ფული – სინდისზე, სიმდიდრეს სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას – სიმდიდრეს და ისევ სიმშვიდეს – პატიოსნებას!

***

ის ხიბლი, რასაც ამა სოფლის სიკეთეები წარმოგვიდგენს, ისე ძლიერ და ცოცხლად მოქმედებს, რომ მათ წინაშე ყველაფერი ფერმკრთალდება – მომავალი ცხოვრების დიდებაც კი! ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა მეგობრებითან საუბრისას თქვა: „ამა თუ იმ რამის მისაღწევად მივცემდი ჩემი მომავალი ნეტარების ორ მილიონ წელს“, – და ის იყო მეტისმეტად ზომიერი თავის თავგანწირვაში („მეტისმეტად ზომიერი“, როგორც სამართლიანად აღნიშნავს მწერალი, იმიტომ, რომ ყველანი, ვინც მიწიერი სიკეთეებისადმი ვნების გამო თავს ზეციურ სიკეთეებს აკლებენ, საკუთარ თავს ათასობით და მილიონობით წლებით განაშორებენ მათ).

***

არიან უწმიდური ცხოველები, რომლებიც მხოლოდ მიწას დასცქერიან – ისინი სწორედ ასეთად არიან შექმნილნი, რომ არ შეუძლიათ, ზეცას უყურონ. ვინც ივიწყებს ზეციურს და მიწიურს მიეჯაჭვება, ამ ცხოველებს ემსგავსება, მაგრამ მათზე უბედურია: მათ არ გააჩნიათ გონიერი სული – შენ კი თუ უკვდავი სულით მხოლოდ მიწიერს ჩაუღრმავდები, საუკუნოდ ჯოჯოხეთში ჩასვლის გეშინოდეს!

***

ვისაც სურს, გაცუროს, მანამდე უნდა ახსნას ან სიჩქარისას გადაჭრას თოკი, რითაც ნავი ნაპირს არის მიბმული. ვისაც მართლაც სურს ზეცისკენ მიმავალ გზას დაადგეს, გადამჭრელი დარტყმებით უნდა მოიკვეთოს ყველა ვნებიანი, მიწიერი მიჯაჭვულობა!

***

ყველა საგანი, რაც ჩვენ გარშემოა, თავისთავად სიკეთეა, რადგან ისინი ღვთის ქმნილებებია – „ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელი“. შესაბამისად, სულაც არ არის განსასჯელი, რომ ისურვო ისინი და ისარგებლო მათით, ოღონდ ეს სურვილი არ უნდა იყოს ცარიელი ვნება, მათი გამოყენება კი ბოროტად გამოყენებაა!

***

გისურვოთ, – ეს ღვთისგან ნებადართულია, – დროებითი სიკეთეებიც, მაგრამ ვნების, მათ მიმართ მიჯაჭვულობის გარეშე; გამოვითხოვოთ ისინი უფლისაგან, მაგრამ დაჟინებისა და მოუთმენლობის გარეშე; ვიშრომოთ მათი შეძენისთვის, მაგრამ მეტისმეტი ზრუნვის გარეშე და როცა უფალი ინებებს, განვეშოროთ მათ სინანულისა და გულის დაწყვეტის გარეშე.

***

„ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და მერმე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (ანუ, ყოველივე აუცილებელი თქვენი მიწიერი არსებობისთვის) – აი, კანონი ჩვენი დამოკიდებულებისა მიწიერისადმი ზეციურის დაზიანების გარეშე! აი, სწორი მითითება, თუ როგორ მოვიპოვოთ მიწიერი სიკეთეები, ისე რომ არ დავკარგოთ ზეციური სიკეთე.

***

როცა ჩვენ მიწიერი სურვილების დატევებისას მთელი გულით მივისწრაფვით ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად, ღმერთი გვანიჭებს მას, და ამასთან, მიწიერ სიკეთესაც არ გვაკლებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი