რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№15

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.04

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ ხდება, რომ ხშირად კეთილი საქმე ფერხდება ხოლმე?

პასუხი: ღვთისთვის სათნო ყოველ საქმეს თან სდევს მტრის მანქანებთან ცდუნება. რაც უფრო მაცხოვნებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ესხმის მტერი კაცს, რომ დაარღვიოს მისი კეთილი საქმე.

კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანის სულიერ კეთილდღეობაზე ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი გარეგნული ღვაწლის მიხედვით?

პასუხი: თუმცა გარეგნული ღვაწლი აუცილებელია, ის მხოლოდ ხარაჩოებია და არა შენობა. ამიტომ ნაკლები ყურადღება დაუთმეთ მას. შენობა ამ გარეგნულ ღვაწლთა შორის აღიმართება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულისმიერ ღვაწლს. გულისთქმის მიხედვით, ერთი და იგივე საქმე შეიძლება, იყოს სათნო უფლისთვის და არც იყოს.

კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა ვიქონიოთ მიწიერსა და ზეციურ საზრუნავთა მიმართ?

პასუხი: „უფალს ნებავს, რომ სულელნი ვიყოთ მიწიერ საზრუნავთა მიმართ და ბრძენნი – ზეციურ საზრუნავთა მიმართ“ – ასე გვმოძღვრავს წმინდა მამა ათანასე დიდი.

კითხვა: არის შემთხვევები, როდესაც ვიცი, რომ ვცოდავ, მაგრამ შემიძლია თუ არა, ზოგჯერ ანგარიში გავუწიო ამსოფლიურსაც – ადამიანებთან ურთიერთობისას?

პასუხი: ღირსი მამა სერაფიმე ამბობდა, რომ მრავალი დაიღუპა ადამიანებისადმი უგუნური მაამებლობის გამო. უფალი ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს და ამიტომ სინდისის საწინააღმდეგოდ ადამიანის მაამებლობა არ დაიშვება.

კითხვა: როგორ უნდა გავატაროთ ჩვენი ანგელოზისა და წმინდანის სახელობის დღე?

პასუხი: ამ დღეს უნდა მივიდეთ ეკლესიაში, ვილოცოთ, ვთქვათ აღსარება, თუ შესაძლებელია, ვეზიაროთ, გავცეთ შესაწირავი ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობისა და მშვიდობისთვის. გადავიხადოთ პარაკლისი იმ წმინდანისა, ვისი სახელიც გვქვია. ასევე, უნდა წავიკითხოთ ამ წმინდანის ცხოვრების შესახებ.

კითხვა: რატომ ხდება, რომ ღვთივსულიერი საუბარი ძნელად განგვაწყობს სასმენად, ხოლო გასართობი – იოლად?

პასუხი: ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკი უწყობს ხელს უქმად მეტყველებას და არის ყოველგვარი სულიერი დარიგების მტერი. ერთი წმინდა მამა ჰყვებოდა ასეთ მაგალითს: როცა მე ზოგიერთ ძმას სულიერ სარგებლობაზე ვესაუბრებოდი, მათ ისეთი ძილქუში აწვებოდათ ხოლმე, რომ ქუთუთოებს ვეღარ ძრავდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი