რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№14

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 13.04

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდიდან ვეძახით მოძღვარს მამას? ქრისტემ ხომ ბრძანა: „ერთი არს მამაი თქუენი, რომელ არს ცათა შინა“.

პასუხი: თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ამ ლოგიკით, ხორციელ მამასაც არ უნდა ვუწოდოთ „მამა“, რადგან ასე მხოლოდ უფალი უნდა მოვიხსენიოთ. სასულიერო პირისადმი მსგავსი მიმართვა უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. პავლე მოციქულის ეპისტოლეში ტიმოთესადმი ნათქვამია: „შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესო ქრისტესითა“. რაც ადასტურებს, რომ პავლე მოციქული ტიმოთეს სულიერი მამა იყო.

კითხვა: ყველა გარდაცვლილისთვის სასარგებლოა ფსალმუნების კითხვა?

პასუხი: ფსალმუნების კითხვა გარდაცვლილთათვის მართლაც კეთილი საქმეა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფსალმუნებს ვერ წაუკითხავთ ურწმუნოებს, თვითმკვლელებსა და მოუნათლავებს.

კითხვა: მოულოდნელად გამიჩნდა სურვილი, დამეწერა ლოცვა. შეიძლება თუ არა ჩემი შეთხზული ლოცვებით მივმართო უფალს, ეს მკრეხელობად ხომ არ ჩამეთვლება?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, ილოცოთ თქვენი სიტყვებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაამთავრებთ ლოცვით კანონს, ანუ იმ ლოცვებს წაიკითხავთ, რომლებიც წმიდა მამების მიერ არის დაწერილი, მთავარია, თქვენი ლოცვა იყოს გულიდან მომავალი და გულწრფელი.

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება იმ ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა, სადაც ფულადი ჯილდოებია დაწესებული?

პასუხი: ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი თამაშებით გატაცებას შეუძლია, აზარტისა და მეტოქეობის გამწვავება, ამიტომ ამ საქმიანობის მიმდევარს მერე უკვე ცოდვად ჩაეთვლება ეს საქციელი. ზოგადად, ფულის შოვნა არ არის ცოდვილი საქციელი, თუმცა წმიდა მამების გადმოცემით, ფული უნდა გამოიყენოთ კეთილი საქმეებისთვის. სამწუხაროდ, ფული იპყრობს ადამიანის გულს და ის იწვევს გაამპარტავნებას, ბევრ გამდიდრებულს ავიწყდება, რომ გარშემო ბევრი უპოვარია და მათ დახმარება სჭირდებათ. ყველაფერში ზომიერების დაცვაა მართებული და სწორი.

კითხვა: ვცხოვრობ მშობლების დანატოვარ სახლში. მინდა, შევიცვალო საცხოვრებელი. რაიმე წინაღობა ხომ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, ხომ არ შევურაცხვყოფ მათ სულებს ამ ბინის გაყიდვით და სხვაგან გადასვლით?

პასუხი: წინათ ადამიანი გაცილებით მეტად ერთგულებდა თავის კერას – მას იქ აკავებდა სახლ-კარის შენებაზე გაწეული ამაგი თუ წინაპართა საფლავები. ამჟამად სიტუაცია შეცვლილია და ადამიანი უფრო თავისუფალია ასეთი მიჯაჭვულობისგან. ამიტომ მსგავსი პრობლემები მან უნდა გადაჭრას ზნეობრივ-პრაქტიკულ ასპექტში თავისი ოჯახის საერთო აზრის გათვალისწინებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი